კოულის ცოლს ემუქრებიან
ეშლი კოულის მომხიბვლელი მეუღლე შერილ ტვიდი მთლიანად სასიმღერო კარიერით არის დაკავებული. ფეხბურთელმა და მომღერალმა რამდენიმე კვირის წინ იმის გამო იჩხუბეს, რომ „ჩელსის” მცველი ტრავმას ქალების გარემოცვაში „იშუშებდა” მაშინ, როცა შერილი ტურნეში იყო წასული. მართალია, წყვილი ჯერ არ განქორწინებულა, მაგრამ, ამბობენ, რომ მათი ერთად ყოფნა გამორიცხულია. შედეგად, შერილზე თვალი ბევრს აქვს დადგმული, მაგრამ...
„მე მინდა, შერილი ლოგინში მანამ ჩავიგორო, სანამ ამას რეპერი ვილი გააკეთებს. მათ ერთობლივი ალბომი ჩაწერეს და მის ჩაწერაზე ერთმანეთს ისე უყურებდნენ, შეუძლებელია, რომანი არ გააბან. ამიტომ, რეპერს უნდა დავასწრო“, – ასეთი განცხადება „ფერჯის“ მეტსახელით ცნობილმა მომღერალმა ქალმა, ანა ფერგიუსონმა გააკეთა.
ამ ამბავს კი საინტერესო გაგრძელება „ჩელსის” ვარჯიშზე მოჰყვა. დიდიე დროგბა, ფრენკ ლამპარდი და ჯონ ტერი კოულის უახლოესი მეგობრები არიან და ისინი ეშლის ეხუმრებოდნენ, სხვა ქალებით ისე გაერთე, ცოლი მალე ლესბოსელი გაგიხდებაო. კოულს კი საფიქრალი მართლაც ბევრი აქვს – განქორწინების შემთხვევაში, მისი ქონება ათი მილიონით შემცირდება და, ესეც არ იყოს, შერილის დარ ქალს ძნელად თუ იშოვის.