თქვენს რაციონში აუცილებლად შეიტანეთ ხორბალი
მარცვლოვანი კულტურები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ბუნებრივ სტიმულატორებს შეიცავენ, რომლებიც ააქტიურებენ უჯრედების ზრდას. ისინი ასევე, მდიდარია მცენარეული ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებითა და უჯრედისით.
კარგად გარჩეული და გარეცხილი 50 გრამი ხორბალი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. დაახურეთ სახურავი და დადგით თბილ ადგილას ერთი დღე-ღამის განმავლობაში. როგორც კი მარცვალი გაღივდება, წყალი გადაღვარეთ, მარცვალი გააშრეთ, დაფქვით და დაასხით მდუღარე რძე ან წყალი. ისევ დაახურეთ თავსახური, გააცივეთ და გადაწურეთ. შეგიძლიათ დაამატოთ მარილი ან შაქარი, გემოვნების მიხედვით. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი ვაშლი, ბანანი, მსხალი, გარგარი, ქიშმიში და ასე შემდეგ. ასეთი სახით მიღებული საკვები დანამატი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია.