კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: მყავს 1 წლის ბიჭი. დაბადებიდანვე მის მიერ გამოყოფილ ფეკალიას აქვს მძაფრი სუნი. აწუხებს გაზების დაგროვება. თუ ამას არ ჩავთვლით საეჭვოდ, სხვა მხრივ, ბავშვი ჯანმრთელია. გთხოვთ, ამიხსნათ, რას უკავშირდება მისი პრობლემა?

პასუხი: ის, რომ განავალს წლების განმავლობაში მძაფრი სუნი აქვს, მონელების პროცესის არასრულფასოვნებაზე მიუთითებს. ამის მიზეზი შეიძლება, იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაზიანება. უპირველესად უნდა გამოირიცხოს დისბაქტერიოზის არსებობა. რისთვისაც განავლის საერთო ბაქტერიოლოგიური ანალიზი უნდა გაკეთდეს. მონელების დარღვევას შეიძლება, იწვევდეს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დეფიციტი, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის ანთებითი ცვლილებები. გირჩევთ, ბავშვს დროულად ჩაუტაროთ სამედიცინო გამოკვლევა და დაადგინოთ აღნიშნული სიმპტომის გამომწვევი მიზეზი.

კითხვა: ვარ 58 წლის. წელიწად-ნახევარია, მაწუხებს ყურებში შუილი. სხვადასხვა დროს ვიმკურნალე ნევროპათოლოგთან, მაგრამ უშედეგოდ. ყურის ექიმმა ყოველივე გამორიცხა. გთხოვთ, მირჩიოთ რამე. ნაწილობრივ მაინც რომ მომეხსნას შუილი, კმაყოფილი დავრჩები.

პასუხი: სანამ რამეს გირჩევდეთ, ჯერ შუილის მიზეზი უნდა დადგინდეს. თუ ყურის ექიმმა ოტიტი გამორიცხა, მაშინ შუილის მიზეზი შეიძლება იყოს კისრის მალების ოსტეოქონდროზი, სისხლძარღვთა სხვადასხვა პათოლოგია, ან ცვლილებები სისხლში. დიაგნოზის დასაზუსტებლად თქვენ სამედიცინო კვლევა გჭირდებათ. გირჩევთ, გამოცდილ თერაპევტს მიმართოთ, რომელიც გასინჯვისა და გამოკითხვის საფუძველზე დააზუსტებს საჭირო გამოკვლევათა სიას და მათი პასუხების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან გაგგზავნით.

კითხვა: 31 წლისას დამჩემდა თავის ძლიერი ტკივილები. რამდენიმე წლის შემდეგ ტკივილებმა გამიარა, მაგრამ ყურში ხმაური დამეწყო. ამჟამად 57 წლის ქალი ვარ. ხმაური უფრო გამიძლიერდა, დაძინება მიჭირს. ყურში ჩამესმის ზუზუნი. ეგებ ახლა მაინც არსებობს რაიმე საშუალება ხმაურის შესაჩერებლად?

პასუხი: დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობისთვის ნევროლოგს უნდა მიმართოთ. გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და კონსულტაცია გამოცდილ თერაპევტს სთხოვეთ.

კითხვა: ჩემი 6 წლის ვაჟი ღამით, ძილში, კბილებს აკრაჭუნებს. გთხოვთ, მითხრათ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ძილში კბილების კრაჭუნი ჭიებით ინვაზიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ეს ნიშანი ნევროზის გამოვლინება იყოს. გაუკეთეთ ბავშვს განავლის ანალიზი ჭიის კვერცხებზე, თუ ინვაზირებული აღმოჩნდება, ჩაუტარეთ ანტიჰელმინთური თერაპია. მაგრამ, ამასთან ერთად გირჩევთ, მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება ასვათ.

კითხვა: ვარ 48 წლის ქალი. 10 წელია, სოკოვანი დაავადებით ვიტანჯები – ცხვირ-ხახაში, სასქესო ორგანოებზე, ფეხის ტერფსა და ფრჩხილებზე. მიმკურნალია კიდეც, მაგრამ უშედეგოდ. როგორ მოვიქცე?

პასუხი: სოკოვანი დაავადება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მისი მკურნალობის პროცესი ხანგრძლივია და პაციენტისგანაც და ექიმისგანაც ნებისყოფას მოითხოვს. თუ 10 წელია, სოკო გაქვთ, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სწორად გიმკურნალიათ.

დღეისთვის არსებობს ახალი თაობის შინაგანი თუ გარეგანი ხმარების ანტიმიკოზური პრეპარატები, რომლებიც ეფექტურად აღწევს ყველა ქსოვილამდე და კარგ შედეგს იძლევა. მაგრამ, მკურნალობის დაწყებამდე დიაგნოზი უნდა დააზუსტოთ. გირჩევთ, დიაგნოზის დასაზუსტებლად გაიკეთოთ სათანადო ანალიზები და შემდეგ ექიმის მეთვალყურეობით ჩაიტაროთ მკურნალობის სრული კურსი, სანამ მართლაც არ განიკურნებით.

კითხვა: მყავს 65 წლის მამა. დაახლოებით, ნახევარი წელია, ფურთხებას დაეჩვია. გთხოვთ, გვირჩიოთ, როგორ გადავაჩვიოთ ამას.

პასუხი: თუ მამათქვენს ასეთი ჩვევა აქამდე არ ჰქონია, როგორც ჩანს, მისი გამომუშავებისკენ რაღაცამ უბიძგა. საინტერესოა, ხომ არ აქვს მოხუცს ჰიპერსალვაცია ან კუჭის მომატებული მჟავიანობა. იქნებ პირში ცუდი გემო აიძულებს ამის გაკეთებას? გირჩევთ, ამის დასადგენად ექიმს მიმართოთ. თუ არც ერთი ეს მიზეზი არ არსებობს, მაშინ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მიუღებელი ჩვევის საფუძველი ნევროლოგიური პათოლოგიაა.

კითხვა: მაწუხებს ძლიერი ოფლიანობა. თანამედროვე დეზოდორანტების ხმარებისას კანი მიწითლდება და მეწვის. გავაგრძელო თუ არა მათი მოხმარება? მირჩიეთ რამე.

პასუხი: როგორც ჩანს, მგრძნობიარე კანი გაქვთ და დეზოდორანტების ზემოქმედებით ადვილად გიღიზიანდებათ. სავარაუდოა, ალერგიულ რეაქციას თქვენს ორგანიზმში რომელიმე კომპონენტი იწვევდეს. გირჩევთ, ნუ წაისვამთ მათ ახალგაპარსულ კანზე. ოფლის სუნის მოსასპობად ხშირ-ხირად იბანეთ საპნით იღლიები და ფეხები ან, ამ მიზნით სოდიანი წყალი გამოიყენეთ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3