კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღარიბი ქვრივის შეურაცხმყოფლის სინანული


ერთმა ღვთივსათნო მონაზონმა, აბბა გიორგიმ, გვიამბო: „ერთხელ ჯვრით ხელში მოვუყვებოდი მთაში მიმავალ გზას. შემომხვდა მოხუცი მონაზონი, რომელმაც გამომართვა ჯვარი და წინ გამიძღვა.

ცოტა რომ ვიარეთ, მან გზიდან გადაუხვია – მეც გავყევი. დავინახეთ ცხვრის ფარა და გველისგან დაგესლილი ყმაწვილი მწყემსი, რომელიც იწვა და სიკვდილს ებრძოდა. იქვე ახლოს წყაროც იყო. ბერმა მითხრა: „მიდი, წყალი ამოიღე მუჭებით, რათა ჯვარს წყალი გადავავლოთ“. ასეც მოვიქეცით. ბერმა პირი გაუხსნა ყმაწვილს და ჯვრის ნაბანი წყალი ჩაასხა: „ყოვლადწმიდა სამების სახელით შენ განგკურნავს მონა ღვთისა დიდმოწამე გიორგი (III ს.)“. ყმაწვილმა წამოიწია, ამოანთხია მომაკვდინებელი შხამი და ადგა.

ამის შემდეგ ბერმა ყმაწვილს მოსთხოვა: „გამოტყდი, გუშინ რას ეფიცებოდი ღატაკ ქვრივს. მან სამწყემსად მოგაბარა ცხვარი, შენ კი ის სამ ვერცხლად გაყიდე და ქვრივს ტყუილი უთხარი – თითქოს მგელმა შეჭამა“. ყმაწვილმა უპასუხა: „მართალი ხარ, მამაო, მაგრამ შენ როგორ გაიგე ეს ამბავი?“

ბერმა აუხსნა: „ჩემს სენაკში ვიჯექი, როცა თეთრ ცხენზე ამხედრებული მამაკაცი მოვიდა ჩემთან და მიბრძანა: „სოფრომ, ადექი და სასწრაფოდ წადი წყაროსთან, რომელიც შენგან მარჯვნივ – სამხრეთით შეგხვდება. აქ იპოვი გველისგან დაგესლილ ყმაწვილს, გზადვე შემოგეყრება მონაზონი ხელში ხის ჯვრით. გამოართვი ეს ჯვარი, გადაავლე წყაროს წყალი და დაალევინე დაგესლილ ბიჭს, თან ასე უთხარი: „სახელითა მამისათა და ძისათა წმიდისა სულისათა, განგკურნავს შენ მონა ღვთისა დიდმოწამე გიორგი“. ოღონდ ამის შემდეგ აღარ დაიფიცო არც ღვთის, არ მისი წმიდანების სახელით, არავინ მოატყუო და დაუბრუნე საცოდავ ქვრივს ცხვარი, რათა უარესი არ დაგემართოს“.

ყმაწვილმა მოისმინა ყველაფერი და დაეცა ბერის ფეხებთან: „მომიტევე, მამაო. ყველაფერი, რაც თქვი, მართალია – სამ ვერცხლად გავყიდე იმ დედაკაცის ცხვარი, მასთან კი ვიცრუე – ვითომ მგელმა შეჭამა. როცა დედაკაცმა მკითხა – სიმართლეს ვამბობდი თუ არა, ვუპასუხე: ვფიცავ ღმერთს, მართალს გეუბნები-მეთქი.

დედაკაცმა მითხრა: „ნუთუ არ იცი, რა ღატაკი ვარ. თუმცა იყოს ისე, როგორც შენ ამბობ, თუ ეს ტყუილია, უფალი და წმიდა გიორგი მოგთხოვენ პასუხს, რადგან შეთქმული მქონდა: ის ცხვარი დიდმოწამე გიორგის დღესასწაულზე ღატაკთათვის უნდა მიმეცა“.

– მე კი, – სინანულით ამბობდა მწყემსი ბიჭი, – მოვტყუვდი და შევცოდე, მაგრამ გთხოვ, მამაო, ევედრე ჩემთვის უფალსა და წმიდა გიორგის – მომიტევონ ეს ცოდვა. იმ დედაკაცს კი წმიდა გიორგის დღესასწაულისთვის მივცემ სამ ცხვარს და ვიდრე ცოცხალი ვიქნები, აღნიშნულ დღესასწაულზე ღატაკებს დავურიგებ იმის მეათედს, რასაც გამოვიმუშავებ“.

„სასწაულები და ხილვები“


скачать dle 11.3