კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვარდება ადამიანი სხვის მიერ ჩადენილ ცოდვაში


ადამიანის ცხოვრება ღმერთის ძიების პროცესია. ზოგი უახლოვდება, ზოგი კი შორდება. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვირწმუნოთ მისი არსებობა, რადგან ღმერთი იმათ ჰპირდება ცხონებას, ვინც მას უხილავად ირწმუნებს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გურამი (გურამიშვილი).


– მამაო, როგორ უნდა ემზადებოდეს ადამიანი ცათა სასუფევლისთვის?

– ადამიანების ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მზადება სასუფევლისკენ. სასუფეველი კი, როგორც წმიდა მამები ამბობენ, გამზადებულია მხოლოდ სულიერად მზადმყოფი ადამიანებისთვის. ქრისტიანის ცხოვრება მზადებაა სიკვდილისთვის, ქრისტიანული აღსასრულისთვის, მაგრამ ეს დღე როდის დადგება არავინ იცის. ამიტომ მთელი ცხოვრება ისე უნდა გაატაროთ, რომ სასუფევლის ღირსნი გახდეთ. თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ აქ დედამიწაზე ვერავინ ასცდება ცოდვებს. მაგრამ არ უნდა დაკარგოთ სინანულის უნარი, რამდენჯერაც დაეცემით, იმდენჯერვე უნდა შეძლოთ წამოდგომა და ამ საკითხში უფალს უნდა სთხოვდეთ შემწეობას, დახმარებას, უფალი ყოველთვის გამოგიწვდით ხელს, სინანულის საშუალებას მოგცემთ. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ დედა-ეკლესიას, სადაც დიდ ნუგეშს და სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებთ. ეს კი დაგეხმარებათ იმაში, რომ უკეთ მოემზადოთ ცათა სასუფევლისთვის. რაც მთავარია, ადამიანი უნდა განმტკიცდეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი. ამისთვის კი ნებისყოფის დაძაბვაა საჭირო. ღმერთს არ უყვარს, როდესაც ადამიანი ერთ ადგილს ტკეპნის. ის სულ უნდა იზრდებოდეს, წინ მიდიოდეს და სასუფევლის დასამკვიდრებლად ემზადებოდეს. როგორც იცით, ცოდვებით დამძიმებული ადამიანი, ვისაც არ გააჩნია ჭეშმარიტი სინანული, არ სურს უფალთან მიახლოება, ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.

– ზოგიერთი ადამიანი ღმერთთან მიახლოებისას, სხვადასხვა გზებს ეძებს. რომელია ჭეშმარიტი გზა?

– ადამიანები ყოველთვის უნდა ისწრაფვოდნენ უფლისკენ, უნდა ცდილობდნენ მასთან მიახლოებას, მის წიაღში დამკვიდრებას, რადგან მხოლოდ ამ მხრივ არის შესაძლებელი ადამიანის ჭეშმარიტი გადარჩენა, ხსნა. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ღმერთი არავის აიძულებს მასთან მიახლებას, თუკი მას ეს არ სურს”. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია ცხონება არა იმიტომ, რომ ღვთის ნებაა უძლური, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია არა მხოლოდ უფალზე, არამედ ჩვენზეც. ადამიანის გადარჩენისთვის ორი ნებაა აუცილებელი: ერთი ღვთის, მეორე – საკუთარი. ადამიანმა ყოველთვის უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ღვთისკენ. იმ მდოგვის მარცვალს უნდა ემსგავსოთ, რომელიც თანდათან ღვივდება და ყველაზე დიდ მცენარედ გადაიქცევა. ადამიანი საკუთარი კეთილი ნებით ბოროტად არ უნდა სარგებლობდეს. უფლის ნებას კეთილად უნდა აღასრულებდეს და მას შიშით და ძრწოლვით უნდა მიეახლოს. სასუფევლისკენ უფლისკენ სვლა, მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, მარხვით, სინანულით და ზიარებით არის შესაძლებელი. ადამიანებმა ყოველთვის უნდა დააფასონ ეკლესია, რომელიც ჩვენი დედაც არის და მამაც. მას დიდი პატივი, მოფრთხილება, დაფასება და სიყვარული სჭირდება. როგორც ჭეშმარიტი ღმერთია ერთი, ასევე ერთი და ჭეშმარიტია დედაეკლესია, სადაც ადამიანები ყველაზე დიდ ნუგეშს და სიმშვიდეს ჰპოვებენ. ის ჩვენი სახლი და ნავსაყუდელია. ვინც ეკლესიაში დადის, ჰყავს მოძღვარი, სისტემატურად აბარებს მას აღსარებას, ეზიარება, მან კარგად იცის, რომ ეს არის ჭეშმარიტი და სწორი გზა, რომელიც მას უფალთან მიაახლებს და მას მის საიდუმლოებასთან, სიღრმეებთან აზიარებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანი სხვა გზების ძიებას აღარ დაიწყებს და მხოლოდ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სწავლებას და ცხოვრებას გაჰყვება.

– როგორ აგებს ადამიანი საკუთარ ცოდვებზე პასუხს?

– შეიძლება, ადამიანი სისტემატურად დადიოდეს ეკლესიაში, ეზიარებოდეს, მაგრამ მაინც დამძიმდეს ცოდვებით, იმიტომ რომ ცოდვები და ვნებები ყოველდღიურად უტევენ ადამიანებს. მთავარია, შეგვეძლოს, შეგვწევდეს იმის ძალა, რომ მათ გავუმკლავდეთ და თავიდან ავიცილოთ, თუმცა დაცემული მდგომარეობა ადამიანს დიდ სულიერ გამოცდილებას სძენს. რაც მთავარია, ვისაც ცხოვრების განმავლობაში ბევრი განსაცდელი გადაუტანია, ცოდვებით დამძიმებულა და მერე გულწრფელად შეუნანია, მან იცის, რომ სწორედ ეკლესია, სინანული გადაარჩენს და უდიდეს შვებას და ნუგეშს მისცემს. ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის პატიება და თქვენ წარმოიდგინეთ, უფალი, რამდენად მოწყალეა. ის ამქვეყნად მოვიდა, როგორც ადამიანი, იტვირთა ჩვენი ცოდვები, ეწამა ჩვენთვის და გაგვათავისუფლა საუკუნო სასჯელისგან. ახლა ადამიანი რამდენჯერაც შესცოდავს, იმდენჯერ უწვდის ხელს მას მაცხოვარი, იმდენჯერ წამოაყენებს ფეხზე და ცოდვებისგან გაწმენდს, რათა მან თავიდან დაიწყოს ცხოვრება; დაივიწყოს, ხაზი გადაუსვას ძველ ცოდვებს და უფლისკენ ისწრაფვოს; ეზიაროს მის სისხლსა და ხორცს და შემუსროს ძველი ადამიანი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა არ უნდა ეცადოს ცოდვებისგან განშორება. თუ ქრისტიანი გადაწყვეტს უფლისკენ სიარულს, მან უნდა დაივიწყოს ჭორაობა, სხვისი განკითხვა, სიცრუე, ამპარტავნება. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ცოდვებს უნდა ჩაუღრმავდეს, შეიცნოს ისინი, გააანალიზოს და ერთხელ და სამუდამოდ წაშალოს საკუთარი ცხოვრების წიგნიდან. ეს კი მხოლოდ გულმხურვალე ლოცვით, სინანულით არის შესაძლებელი. რწმენის სიმტკიცე დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ყველა ცოდვას კი თავის გადასახადი აქვს. ადამიანები თითოეულ ქმედებაზე აგებენ პასუხს, თითოეულ სიტყვაზე და ქცევაზე. ამიტომაც მოგვეთხოვება სიფრთხილის გამოჩენა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის და შემდეგ – სხვების მიმართ. ქრისტიანი მიმტევებელი, შემწყნარებელი უნდა იყოს, არ უნდა მრისხანებდეს, არ ამპარტავნებდეს; ყოველთვის სიმშვიდეს უნდა ინარჩუნებდეს და თავმდაბლობას ამჟღავნებდეს. ადამიანი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს საკუთარ ცოდვებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოდვითი მიდრეკილება, გადადის შთამომავლობით და არა ცოდვა. ამიტომ უპირველეს ყოვლისა საკუთარი ცოდვა უნდა დაინახოს ადამიანმა, საკუთარი ცოდვითი მიდრეკილება და არა – სხვისი. შეიძლება, იმ ადამიანს, ვისაც განიკითხავთ, ცოდვა უკვე მონანიებული აქვს და თქვენ თავიდან იწყებთ მის გახსენებას. შეიძლება, შემდეგ თქვენც, უფლის დაშვებით ანალოგიურ მდგომარეობაში ჩავარდეთ და შეიძლება, უარესად მოიქცეთ, მძიმედ დაეცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდეთ, რომ სწორედ იმ ცოდვის გამო აგებთ პასუხს, რომლითაც სხვას განიკითხავდით და სხვის ცუდ საქციელზე ლაპარაკობდით. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანს ღმერთთან მიახლოებაში, აღსარების თქმაში მოძღვარი ეხმარება. ის არის შუამავალი ქრისტიანებსა და უფალს შორის. ქრისტიანის სინანულით, მოძღვრის კურთხევით და უფლის დაშვებით ადამიანი შლის საკუთარ ცოდვებს და შემსუბუქებული სინდისით განაგრძობს სიცოცხლეს. ასეთი ადამიანი კიდევ უფრო მეტად უნდა აფასებდეს, თუ რა დიდი ნუგეში და სიყვარული სუფევს უფლის სამყოფელში, დედაეკლესიაში, რომელიც ყველას უწვდის გადარჩენის და ხსნის ხელს. განა ეს არ არის სასწაული?! ამიტომ, თუ გვინდა, რომ უფლის სასწაულები ვიხილოთ, გავძლიერდეთ სიყვარულში, რწმენაში, დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, უნდა დავანებოთ თავი განცხრომას, ცოდვების ტყვეობას, ვნებებს და უნდა გავიზარდოთ სულიერად, გავლამაზდეთ და სიმშვიდე ვპოვოთ. დამშვიდებული, რწმენაში გაძლიერებული და სიყვარულით აღსავსე ადამიანის დანახვას, მასთან ურთიერთობას არაფერი ჯობია. ეს კი მხოლოდ ეკლესიაში სიარულით, უფლისკენ ხელის გაწვდით, მისი მცნებების აღსრულებითა და მის საიდუმლოებებში მონაწილეობით არის შესაძლებელი.


скачать dle 11.3