კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უპირებდნენ მარიტა ჯანაშიას ბაღიდან და სკოლიდან გამოგდებას და რა აღარ უკვირს მას ადამიანებისგან


მშვენიერი მარიტა ჯანაშია საოცრად თბილი, მხიარული და ჭკვიანი გოგონაა, ზუსტად ისეთი, რომლის გვერდით ადამიანი არასდროს მოიწყენს და მისადმი, სითბოთი და სიყვარულით განეწყობა. მარიტა 18 წლისაა, თუმცა თავისი ასაკის გოგონებისგან განსხვავებით, ბევრ საკითხზე განსაკუთრებული აზრი აქვს.


მარიტა ჯანაშია: ბებიას მსახიობობამ უფრო ბავშვობაში იმოქმედა ჩემზე. კულისებში ვიდექი და რომ ვუყურებდი, როგორ თამაშობდა სცენაზე, ძალიან მინდოდა, მეც იქ ვყოფილიყავი, სცენაზე ავსულიყავი. ძლივს მაკავებდნენ. რომ ვუყურებ, ბებია როგორ უყვარს ხალხს, ეს ძალიან სასიამოვნოა და მეც მინდა, რომ ასეთი ვიყო. ვერ ვიტყვი, ბებიასავით კარგი მსახიობი გავხდები-მეთქი, ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მეც მინდა, ადამიანებს ისევე ვუყვარდე, როგორც ბებია უყვართ.

– როგორც ვიცი, მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვს.

– ყველაზე კარგი ურთიერთობა მაქვს მამასთან – დედასთანაც, მაგრამ მამასთან ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად ვარ. ჩემთვის ის ყველაფერი იყო, სულ თან დამყვებოდა, ყველგან მაკითხავდა. თან ძალიან მამსგავსებდნენ. ადრე ეს არ მომწონდა, მაგრამ ახლა მსიამოვნებს. დედაჩემი ისე გამოიყურება, ბევრს ჩემი და ჰგონია და მიხარია, მასაც რომ მამსგავსებენ. ძალიან მიყვარს დედა, მისი დამსახურებაა ის, დღეს როგორიც ვარ. მას რომ არ დაეძალებინა მოდელი გავმხდარიყავი, ვერ დავიხვეწებოდი. რომ არა ის, ვიქნებოდი პატარა ბავშვი და ისევ ხეზე ვეკიდებოდი. სიჯიუტით მამას ვგავარ. ის ძალიან ჯიუტია. დედასაც ვგავარ, ცოტა წიკვინაა და მეც ასეთი ვარ. დედისერთობის მიუხედავად, არ ვარ ძალიან ეგოისტი, უფრო შინაგანად ვარ ასეთი. არავის შევუშლი ხელს. გულში ვარ ეგოისტი და მსუბუქად, საყვარლად ბოროტი.

– ძალიან ცელქი ბავშვი იყავი?

– ძალიან ცელქი ვიყავი და ოხუნჯი. დედაჩემს ურეკავდნენ – თქვენი შვილი რაღაცას ჭამსო. სულ ხეებზე ვიჯექი და ვჭამდი ყველაფერს, რაც ესხა – მკვახეს, მწიფეს. რამდენჯერმე ბაღში, სკოლაში ბიჭები ვცემე და კინაღამ გამომაგდეს. ბაღში რომ შემიყვანეს, პირველივე დღეს სახლში დავბრუნდი თვალგაკაწრული, ტილებით, გრიპით და ვიღაცასაც ვცემე. ახტაჯანა, გიჟი ბავშვი ვიყავი. ბიჭივით მოკლედ მქონდა თმა შეჭრილი, შორტები მეცვა. თუ კაბას ჩამაცმევდნენ, ვიწევდი, ვიხდიდი და ისე დავრბოდი. სულ ხიფათში ვეხვეოდი, ფეხებზე ბევრი „შრამი“ მაქვს. პირველად ბიჭი რომ მომეწონა ძალიან პატარა ვიყავი. დედაჩემთან ერთად მოვდიოდი სახლში და მაშინ დავინახე, რომ გამომხედა, თავი ავწიე მაღლა და ცხვირით ხეს შევასკდი. დედაჩემმა რომ გამოიხედა და იქ აღარ ვიყავი, გული გაუსკდა. ასე კრახით დამთავრდა ჩემი პირველი მოწონება. ძალიან წუნია ვიყავი. ბიჭებს სულ ცხვირს ვუბზუებდი, თან მეგონა, რომ არავის მოვწონდი და ვერ მიტანდნენ. ძალიან ეჭვიანი ვარ დღემდე, სულ მგონია, რომ რაღაც არ არის ისე, როგორც უნდა იყოს და ამის გამო სულ მეჩხუბებიან.

– როდის დაჭკვიანდი?

– ჯერ კიდევ არ დავჭკვიანებულვარ, თუმცა რადგან უკვე მცნობენ, საკუთარ თავზე ავიღე იმის პასუხისმგებლობა, ხალხში ისე აღარ მოვიქცე, რომ ყურადღება მივიქციო. როდესაც ახლობლების წრეში ვარ, ვიცი, იქ არავინ იჭორავებს და ცუდად არ შემომიტრიალდება, ისეთი ვარ, როგორიც ვარ. ძალიან მომწონს ლაღი ცხოვრება.

– ცუდ ხასიათზე ხშირად ხარ?

– ხშირად ვარ ცუდ ხასიათზე და ამ დროს ყველაფერი მაღიზიანებს, ნერვებს მიშლის. ახლაც რთული პერიოდი მაქვს – ჩვენებები, სწავლა, ძალიან ცოტა ხანს მძინავს, გადავიღალე და ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, ყველაფერზე უკმაყოფილებას გამოვთქვამ, ლამის დედაჩემი გავაქციო სახლიდან. ამ დროს ბევრს ვჭამ და მაშინვე გამოვდივარ მდგომარეობიდან. ახლაც „ფეშენ-ვიქზე“ სულ ვჭამდი, ხან მაგიდის ქვეშ ვიყავი შემძვრალი, რომ არავის დავენახე. ვიმალებოდი და ჩემი ნათელი წერტილი ჭამა იყო. ერთ ჩვენებაზე ვიწრო კაბა უნდა ჩამეცვა, ძლივს შევისრუტე მუცელი და ასე გავედი პოდიუმზე. სუნთქვაშეკრულმა გავიარე 27 მეტრი. ცუდად ვიყავი, კინაღამ პოდიუმზე მიპოვეს გაგუდული.

– როდის მოგეწონა ბიჭი სერიოზულად?

– სკოლაში, პირველი კლასიდან მეხუთე კლასამდე მომწონდა ერთი ბიჭი, ჩემი კლასელი იყო. რა თქმა უნდა, ზაფხულში რომ დაგვითხოვდნენ, სხვაც მომწონდა, მაგრამ ეს ბიჭი ძალიან მყავდა გულში ჩავარდნილი. გაორებული ვიყავი, დავბრუნდებოდი, ისევ ის მომწონდა, თუმცა, არაფერს ვაკეთებდი. ბავშვობაში ძალიან ჩაკეტილი, კომპლექსიანი, საშინლად არაკომუნიკაბელური ვიყავი და ეს დიდხანს გრძელდებოდა, მანამდე, სანამ მოდელი გავხდებოდი. ამიტომ იმ ბიჭს საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. უბრალოდ, მომწონდა მთელი 5 წელი. თუ დამელაპარაკებოდა, ვეჩხუბებოდი, ვცემდი, ერთხელ ვიჭიდავეთ კიდეც. ექსკურსიაზე ვიყავით, წყალი შემასხა და დავარტყი. იტირა. მერე ეს ბიჭი მოსკოვში გადავიდა და ასე დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. მერე რატომღაც ისეთები მომწონდა, ჩემი შესაფერისები არ იყვნენ, ანუ რადიკალურად არ ეწყობოდა ჩვენი ხასიათი ერთმანეთს. უნდა იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც გეწყობა ხასიათით, აზრებით, ბევრი რამით. ესმის შენი და არ უნდა გითხრას, ამას ნუ აკეთებო. ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა არ შემიძლია.

– როდის შეგიყვარდა სერიოზულად?

– ორი წლის წინ შემიყვარდა. როდესაც ვიღაც მოგწონს, ეს თუ არასერიოზულია, სამ თვეს გრძელდება მხოლოდ, მაგრამ როცა გიყვარს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაინც იგივე გრძნობა გაქვს. როდესაც ადამიანებს რთული პერიოდი აქვს, მაშინ უნდა დაუდგეს მას მეგობარი, შეყვარებული გვერდში. თუმცა, მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი დახმარების ნაცვლად, პირიქით მოქცეულა. ადრე მიკვირდა ასეთი რაღაცეები, გული მწყდებოდა, მაგრამ ახლა რა უნდა მოხდეს, რომ მე გამიკვირდეს. ორი წლის წინ ისეთი პატარა ვიყავი, ყველაფერზე ვტიროდი, მაგრამ მერე იმდენი რამ ვნახე, სიბინძურეც იმდენი იყო, რომ აღარაფერი მიკვირს.

– როგორია შეყვარებული მარიტა?

– მგონი, არაფერი შეცვლილა. შეიძლება, უფრო მეტად გამოვიპრანჭო, რომ მოვეწონო. ზოგჯერ შეყვარებულს ისეთ ფორმაში დავხვედრივარ, რომ გული გახეთქვია, მაგრამ არ შეუმჩნევია. ყურადღებიანი ვარ, თბილი, თუ ადამიანი არ ამჟღავნებს სითბოს, მეც ასევე ვარ მის მიმართ, მაგრამ ისევ მიყვარს. შეიძლება, ვიჯიუტო, ცუდი რაღაცეები გავუკეთო, მინდა, რომ „ვესწერვო“. ისიც ყველაფერს მოთმინებით იტანს. მამაჩემი ძალიან მშვიდი, მომთმენია, ჩემს გვერდზე მყოფი ადამიანიც ასეთია, არასდროს იღებს ხმას, ესმის ჩემი. როდესაც ძალიან დატვირთული ვიყავი, გვერდში დამიდგა, ბევრი რამ გადამატანინა.

– იმედია, ჯერ არ აპირებთ დაქორწინებას.

– არა, ჯერ 18 წლის ვარ და არ მიმაჩნია საჭიროდ, რომ ასე ადრე გადავდგა ეს ნაბიჯი. ჯობია, აწყობილი კარიერა გქონდეს და რამდენიმე წლის შემდეგ ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად, რომ გაიგო კარგად ეგუებით ერთმანეთს თუ არა. თუ ადამიანი გიყვარს, ის მთელი ცხოვრება გეყვარება. პატარა ვარ ოჯახური თანაცხოვრებისთვის, ვერ გავუძლებ.


скачать dle 11.3