კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩააცვა რობერტო კავალიმ ქალს მამაკაცის შარვალი და ზემოდან კაბა


მხიარული, მუდმივად გარუჯული იტალიელი სულ ცოტა ხნის წინ თბილისში იმყოფებოდა. როგორც ამბობენ, ის ბათუმის აღმშენებლობაში აუცილებლად შეიტანს თავის წვლილს, რა სახით – ამას, ალბათ, მოგვიანებით გავიგებთ. რობერტო კავალი ფლორენციაში დაიბადა. მისი ბაბუა ცნობილი იტალიელი მხატვარი, ჯუზეპე როსი იყო. პატარა რობერტო თავიდანვე დაინტერესდა მოდის სფეროთი, აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ფაბრიკაში. მოგვიანებით მან დააპატენტა ტყავის დაპრინტვის, მოხატვისა და ბეჭდვის სრულიად ახალი ტექნოლოგია, რომელიც ფართოდ იქნა გამოყენებული კავალის პარიზში ყოფნისას და რომლითაც სერიოზულად დაინტერესდნენ „ჰერმესი“ და „პიერ კარდენი“. დიზაინერმა პირველი სახელობითი ბუტიკი სან-ტროპეში 1972 წელს გახსნა. 1980 წელს რობერტო კავალიმ ევა დურინგერი გაიცნო, რომელიც მისი მეუღლე და ბიზნესპარტნიორი გახდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ევა აქტიურ მონაწილეობას იღებს „რობერტო კავალის“, „ჯასთ კავალის“, „კავალი ლინჟერის“ შექმნაში და მეუღლის მოუთვინიერებელ იტალიურ სულს ყოველთვის საქმეში აბრუნებს.

როგორც ყოველთვის, კავალის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ამჯერადაც ფერადი, სავსე, ქალური და ჰაეროვანი იყო. კავალის კონცეპტუალურ დიზაინერს ვერ უწოდებ, კავალი და კონცეპტუალურობა არ არის ის ორი სიტყვა, რომლებიც ერთ წინადადებაში ხშირად შეგხვდებათ, მით უმეტეს მაშინ, თუ ამ წინადადებას მოდის ცნობილი და ენამწარე კრიტიკოსები წერენ. თუმცა ამ სეზონზე მან თავისთვის უჩვეულოც აჩვენა – მაღალი ოქტანობის, ულტრასექსუალური გლამური 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში რაღაც განსხვავებულმა შეცვალა. ამ კოლექციას კავალიმ შეარქვა „თავისუფალი, მარტივი ცხოვრების სტილის ჰიმნი, რომელიც ძალიან შორს არის ყურადღების ცენტრიდან“. ყვავილებიანი, დაპრინტული, თხელი აბრეშუმის სარაფნები და კაბები დიზაინერმა ბიჭებისგან „ნასესხებ“ ელემენტებს მოარგო: წვრილზოლიანი პიჯაკები, გრძელი, ნაკეციანი კლასიკური შარვლები, მოკრივის შორტის ელემენტები და ყელზე თბილად და აკურატულად, ძალიან მამაკაცურად შებნეული თხელი შარფები. შიგადაშიგ ის „ქმრის“, არაქალურ შარვლებს, აბრეშუმის გამჭვირვალე, ნაზი და ჰაეროვანი შარვლებით ცვლიდა. ამ კოლექციას ორი აბსოლუტურად განსხვავებული დიზაინერის – ჟან პოლ გოტიესა და მარკ ჯეიკობსის ჩრდილი სდევდა. ფემინინ-მასკულინური ანუ ქალურ-მამაკაცური სტილი მათი სავიზიტო ბარათია. ძალიან საინტერესოა, რომ ამ სტილის მამაკაცურ შარვლებზე მოდელებს თეთრი პერანგი, ბრეტელებიანი სარაფანი და პიჯაკიც კი ეცვათ. შესაბამისად, დაისვა ლოგიკური კითხვა: „უნდა კი ვინმეს სახლიდან გამოსვლის დროს ორი „აუტფიტი“, სამოსის ორი ანსამბლი ეცვას“? უფრო თუ დავკონკრეტდებით: „უნდათ კი ეს კავალის მომხმარებლებს?“ პასუხი ამ კითხვას ალბათ კონკრეტული კოლექციის გაყიდვებით გაეცემა, რაც, არ მგონია დაბალი იყოს.

საღამოს კაბებისთვის კავალის დიდი დრო და ენერგია, როგორც ჩანს, არ დაუთმია. რამდენიმე, დაახლოებით სამი-ოთხი გამარტივებული, ვინტაჟის სტილის კაბით, მან კოლექციის ფინალი წარმოადგინა. ღია ვარდისფერი, მინაკეცებიანი კაბები ნამდვილად არ შეიძლება ჩაიწეროს კავალის ცნობილი სექსუალური კაბების სიაში. არ ვიცი, როგორ შეეგუებიან და აიტანენ ამას კავალის ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარული გოგონები, თუ არა და, ექსკლუზიურ შეკვეთებზე გადავლენ – გამოსავალსა და ალტერნატივას მოდა ყოველთვის გვიტოვებს.


скачать dle 11.3