კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას გაითვალისწინებს მომავალ მოდის კვირეულზე თაკო ჩხეიძე და ვისი კოლექცია იყო ყველაზე განსხვავებული


თბილისს მოდურმა ციებ-ცხელებამ ამ სეზონზე უკვე მეორედ გადაუარა. კარგია თუ არა, ის, რომ ჩვენს პატარა ქალაქში, ძალიან მოკლე დროის ინტერვალით, ორი საკმაოდ მასშტაბური მოდის კვირეული ჩატარდა, არ ვიცი, არც მოდის კრიტიკოსი ვარ და არც რომელიმეს ორგანიზატორი, მაგრამ როგორც ჟურნალისტისთვის, ფაქტი აშკარად სასიამოვნო იყო. თბილისური ბომონდისთვის ახალი თავშეყრის ადგილი გაჩნდა და შესაბამისად, ბევრია სალაპარაკოც. მოდის კვირეულს, რომელიც ექვსი დღის განმავლობაში, 6-11 მაისამდე გრძელდებოდა, ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო. ამბობენ, წითელი ხალიჩა ცნობილი ადამიანების აზროვნებასა და გემოვნებას ჩაცმასთან დაკავშირებით აშკარად „აფრეშებს“, ფიქრი, თუ რა ჩავიცვა მოდის კვირეულზე, რომ ყველასგან განსხვავებული და განსაკუთრებული ვიყოო, რამდენიმე დღით ადრე იწყება და ეს ობიექტურად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრს ემჩნევა-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, ერთი რამ სასიამოვნოა, რომ ყველა საკუთარი თავის მაქსიმუმს აჩვენებდა. იმის შესახებ, რომ მოდის კვირეულს ძალიან ცოტა „სელებრითი“ ესწრებოდა, კულისებში ხშირად საუბრობდნენ. მომღერლები, მსახიობები ერთ არ ორ ჩვენებაზე, აქა-იქ თუ გამოჩნდებოდნენ ხოლმე. ძირითად ნაწილს კი, მოდის სფეროში მოღვაწე ადამიანები წარმოადგენდნენ. სწორედ ისინი ქმნიდნენ „სელებრითულ“ ამინდს პოდიუმის გვერდით განთავსებულ სკამებზე. წინა „ფეშენ-ვიქისგან“ განსხვავებით, ამ შემთხვევაში, სკამები დანომრილი იყო და მოსაწვევის მიხედვით, ყველას თავისი განსაზღვრული ადგილი ჰქონდა. თუმცა, ადგილები არ გვქონდა ჟურნალისტებს, რომლებსაც ამ ყველაფერზე უნდა დაგვეწერა და მოგვეყოლა. ფოტოაპარატებისა და კამერებისთვისაც კი, იმდენად მცირე ადგილი იყო გამოყოფილი, რომ მეგობარი რეპორტიორები ერთმანეთს „თავზე ასხდნენ“. თუმცა, გამიმართლა, მოხერხებული ფოტოგრაფი აღმომაჩნდა და ჩვენებების ისეთი რაკურსით გადაღებას ახერხებდა, რომ „რედისონში“ თუ არა, მის ფოტოებზე მაინც მენახა კოლექციები. კოლექციები ერთმნიშვნელოვნად ძალიან მაღალი დონის იყო – სიმონიკო მაჩაბლით დაწყებული მაღალი მოდა, ნინო ჩუბინიშვილმა – ჩუბიკამ საოცარი ჩვენებით დაასრულა. ცოტა ხნით დამავიწყდა კიდეც, სად ვიმყოფებოდი. ეს იყო პრეტ-ა-პორტეში გაკეთებული მომავლის სამოსი, რომელსაც ულამაზესი და უნიჭიერესი ტუსია ბერიძე აფორმებდა საინტერესო კომპოზიციით. ჩუბიკას ამჯერადაც ჰქონდა გამოყენებული ადამიანის სახით გაფორმებული ტყავის დეტალები, რომელიც უკვე მის სავიზიტო ბარათად იქცა.

ძალიან საინტერესო იყო „ატელიე ათი ა-ს“ ჩვენება. იკა ბობოხიძემ და თეონა თავართქილაძემ მათი საყვარელი სილუეტი – რბილი და მომრგვალებული ფორმები, დაწეული მხრები, გრძელი ქვედაკაბები და ჰაეროვანი კაბები გვაჩვენეს. გამოყენებული იყო ღია, პასტელის ფერები, ასევე თამბაქოსფერი, რომელიც წელს საკმაოდ აქტუალურია. მისი მოდურობა კი, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარში შეიმჩნევა.

აღსანიშნავია ბიჭოლას ჩვენება, რომელსაც, მისი – მამაკაცის ხაზის შემდეგ, ყველა მოუთმენლად ელოდებოდა. დიზაინერმა ამჯერადაც მოახერხა ხალხის გაოცება, მოკლე დროში მან ყველასგან განსხვავებული, უცნაური და ამავე დროს ყოველდღიური, „ქეჟუალ“ სამოსის ჩვენება შეძლო. პატარა ბალიშებით გაფორმებული ლამაზი მოსაცმელები, კომბინეზონები, მოკლე შარვლები და ლამაზი აბადოკები ჩვენების დასრულებისთანავე გაიყიდა და არ მგონია, მისი მყიდველები მაინცდამაინც შემოდგომის მოსვლას დაელოდონ. ინფანტილური ქალი, რომელიც თავის ბავშვურობას, სინაზესა და მიმზიდველობას სამოსში აჩენს, ამ სეზონზე ბიჭოლასთვის აქტუალურია.

იმავე სეზონის ახალი და გაცილებით საინტერესო კოლექცია გამოიტანა პოდიუმზე თამუნა ინგოროყვამ. განსხვავებული იყვნენ ჯაბა დიასამიძე, დათუნა სულიკაშვილი და ასევე, დანიაში მოღვაწე გიორგი შაღაშვილი, რომელიც აქცენტს შავ ფერზე აკეთებს, და ეს შემოდგომა-ზამთრის სეზონის ჰიტია მთელ მსოფლიოში. საოცარი შთაბეჭდილება დატოვა დემნა გვასალიას ინსტალაციებმა. დიზაინერი, ამჟამად გენიოს მეისონ მარტინ მარჯიელას მოდის სახლში მუშაობს და საკუთარი კოლექციის ჩვენების უფლება არ ჰქონდა. როგორ აფასებენ „ფეშენ-ვიქს“ დახურვის შემდეგ მისი ორგანიზატორები, – ამ კითხვით თაკო ჩხეიძეს მივმართეთ.

თაკო ჩხეიძე: კმაყოფილი ვარ, რომ პროექტი შედგა, რადგან უპირველესად ის ადამიანები არიან კმაყოფილები, ვინც მასში მონაწილეობდნენ და ესწრებოდნენ. თვითონ ქალაქშიც ისეთი რეზონანსი და გამოხმაურება მოჰყვა, რომ მიხარია. მირეკავენ, მხვდებიან, უამრავ კომპლიმენტს ვიღებ, რაც, რა თქმა უნდა, როგორც ორგანიზატორს, მახარებს. ზოგადად, ძალიან თვითკრიტიკული ვარ და არასდროს ბოლომდე საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვარ. თუმცა, ამ შემთხვევაში მართლა, მაქსიმალური გავაკეთე. კვირეულის შეფასება ნელ-ნელა უკვე უცხოურ პრესაშიც მოხდება. ცოტა ხანში ვიდეორგოლი უკვე „ფეშენ ტივიზეც“ დატრიალდება, რაც ძალიან მახარებს.

– მინუსები რა იყო, რა უნდა გამოსწორდეს მომავალში?

– ისეთი თვალშისაცემი, გამოკვეთილი მინუსი, რომელზეც მაყურებელი ილაპარაკებდა, მართლა არ იყო. პატარ-პატარა შენიშვნები მქონდა, რომელსაც მომავალში აუცილებლად გამოვასწორებთ, და ეს მხოლოდ შიდა სამზარეულოს ეხება. ის არანაირად არ ასახულა ღონისძიებასა და მის ორგანიზებაზე. შემოდგომაზე მეორე მოდის კვირეული ჩატარდება, რომელიც გაცილებით მასშტაბური და შთამბეჭდავი იქნება.

– კოლექციებიდან უამრავი რაღაც გაიყიდა?

– კი. ძალიან ბევრი კოსტიუმი, რამაც ძალიან გამახარა. საერთოდ, როგორც ორგანიზატორი კი არა, უბრალოდ, თაკო ჩხეიძე გეტყვით, რომ მართლა აღფრთოვანებული ვარ ჩვენი დიზაინერების კოლექციებით. სულ ვამბობდი, ძალიან ნიჭიერები არიან-მეთქი და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. ყველა კოლექცია იყო განსხვავებული, საინტერესო, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. ვიცი, რომ ძალიან ბევრ მათგანს არ აქვს კერძო სახელოსნო ან სალონი, სადაც შემდეგ ამ კოლექციების გაყიდვა მოხდება. ამიტომ, შემდეგ „ფეშენ-ვიქზე“ შარდენის ქუჩაზე გაიხსნება მაღაზია, სადაც კოლექციები, რაღაც პერიოდის განმავლობაში, გაიყიდება.


скачать dle 11.3