“ვარსკვლავების აკადემიის„ საერთო პროექტი
„ვარსკვლავების აკადემიის“ პირველი თაობის მომღერალმა ნიკა როყვამ, იმავე პროექტის მეორე თაობის მომღერლებთან ერთად, ძალიან ლამაზი სიმღერა შექმნა. ნიკამ ალეკო ბერძენიშვილის სიმღერა ჩაწერა, რომელიც უკვე ტრიალებს სხვადასხვა რადიოტალღაზე. სიმღერა ინგლისურენოვანია, რომლის ტექსტიც ელენე კალანდაძეს ეკუთვნის. „ლეთს გივ ით ე თრაი“ ნიკას ვოკალს ძალიან მოუხდა და საკმაოდ საინტერესო, განსხვავებული სიმღერა გამოვიდა. როგორც ნიკამ გვითხრა, ის სერიოზულად ფიქრობს ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებას და ალბათ, სულ მალე ამ პროექტსაც შეასხამს ხორცს.