თათია გიორგობიანი მეორე შვილს ელოდება
როგორც გავიგეთ, მომღერალი და ტელეწამყვანი თათია გიორგობიანი, რომელიც ამჟამად განათლებისა და აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში უფროს სპეციალისტად მუშაობს, ივლისში მეორე შვილს ელოდება. მას და ტელეწამყვან ლუკა ხოჯავას, რომელიც ახლა „პირველი კავკასიურის“ რუსულენოვანი საინფორმაციოს წამყვანია, ოთხი წლის ულამაზესი გოგონა, ანიტა ჰყავთ. პატარა ანიტას და უნდოდა, მაგრამ ბიჭს ელოდებიან. თუმცა, ანიტაც სულმოუთქმელად ელოდება პატარას დაბადებას.