“რობინ ჰუდის„ მსოფლიო პრემიერა ამირანში
მსოფლიო პრემიერის ფარგლებში კინოთეატრ „ამირანში“ რიდლი სკოტის ახალი ფილმის, „რობინ ჰუდის“ პრემიერა შედგა, კანის კინოფესტივალზე ოფიციალური ჩვენების შემდეგ დაიწყო რასელ ქროუს გმირობის ჩვენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფილმზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო „უნივერსალ სტუდიომ“, მას შემდეგ, რაც დამტკიცდა სცენარი, სახელწოდებით „ნოთინჰემი“. სკოტმა სცენარის გადაკეთება მოითხოვა, რის შედეგადაც მივიღეთ ფილმი, სადაც შერიფი ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეა. რასელ ქროუ რიდლი სკოტის უკვე მეხუთე ფილმში თამაშობს და როგორც თავად ამბობს, „რობინ ჰუდი“ მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმია. ასე რომ, ვნახოთ, ფილმი იმ გმირზე, რომლის ლეგენდებზეც მთავარი როლის შემსრულებელი გაიზარდა.