კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩემიები


ტიკების დამლბობები

ჯერჯერობით, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს რეგულარულობის პირი არ უჩანს, თუმცა, ეს ხელს არ უშლის იმას, რომ მოვლენები ქართული ლოგიკით განვითარდეს. კერძოდ, ბ-ნი ნოღაიდელი, უკვე მას შემდეგ, რაც 9 მაისის „პარადიც“ მიიღო, უფრო დაბეჯითებით აცხადებს, რომ ბევრი სასიკეთო რამ სწორედ მის მოსკოვურ ვიზიტებს უკავშირდება, მათ შორის – საშობაოდ და სააღდგომოდ მოსკოვის მიმართულებით ავიარეისების შესრულებაც. თავად შემსრულებელი, ანუ „აირზენა“, უფრო ზუსტად, მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, არანაკლებ დაბეჯითებით აცხადებს, რომ „საშობაოდ და სააღდგომოდ შესრულებულ ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში არც ზურაბ ნოღაიდელს და არც სხვა პოლიტიკოსს მონაწილეობა არ მიუღია.“ საკუთარი პოზიციის ჭეშმარიტების დასტურად კი შემდეგი ნივთმტკიცებები მოჰყავს: „2009 წლის 25 დეკემბერს ნოღაიდელმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ჩარტერული რეისების შესრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვაზე მოსკოვმა უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ქუთაისში „დიდების მემორიალი“ ააფეთქეს, თუმცა 27 დეკემბერს „აირზენამ“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან აღნიშნულთან დაკავშირებით თანხმობა მიიღო“. ბუნებრივია, ბ-ნი ნოღაიდელი არ ეთანხმება „აირზენას“, სადაც ის ამბობს, რომ ნოღაიდელი არაფერ შუაშია. ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისებს პირი არ უჩანს, აშკარაა, ღვინო არსად იყო, ეშმაკები კი ტიკებს არათუ ალბობდნენ, დალბობაში ერთმანეთსაც ეცილებოდნენო.


скачать dle 11.3