კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვარსკვლავთცვენა


ანუ, მოიმარჯვეთ „კასკები“!

მართალია, ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევამ გაზაფხულის მოსვლა ოდნავ შეაფერხა, თუმცა, ღვთის მადლით, მაინც ჩამოცხა, ხოლო, რაკი არავინ უწყის, რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს ზემოხსენებული ვულკანი (გნებავთ, სხვა ვულკანები ან მისი მსგავსნი), მთლად გულდაჯერებულნიც ვერ ვიქნებით, რომ წელიწადის შესაბამისი დრო ცხელი და მზიანი იქნება. ამის მიუხედავადაც, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლების თამადობით, ცხელი ზაფხულისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იგეგმება: მაისის ბოლოს აჭარის დედაქალაქს თვით ტარკანი ეწვევა, ერთი თვის შემდეგ კი – თვით სტივ უანდერი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: შესაძლოა, პლასიდო დომინგომაც დაგვაფასოს (ჩვენ რა, ალბათ, უფრო ჰონორარი დააფასოს), აღარაფერს ვიტყვი მსოფლიო ჯაზის ლეგენდებზე, რომლებიც, იმავე წყაროს ინფორმაციით, ასევე, ბათუმში გამართავენ ჯაზ-ფესტივალს. ერთი სიტყვით, ქვეყანა გრანდიოზული ზაფხულისთვის ემზადება. შესაბამისად, თუ მზეს ღრუბელი დაფარავს, სანახაობა მაინც არ მოგვაკლდება. ხოლო, რაკი ვარსკვლავთცვენაა მოსალოდნელი, ეს ჩვენი ღარიბი მოსახლეობა, წესით, მაინც უნდა გაფრთხილდეს, თუ ვარსკვლავი თავში მოხვდათ (შენ გაუგებ ვარსკვლავთცვენას?!), მკურნალობა ძვირი დაუჯდებათ.




скачать dle 11.3