კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი რეკორდია ყველაზე უცნაური და ვინ იქორწინა 24-ჯერ


1759 წელს არტურ გინესმა დუბლინში თავისი პირველი ლუდსახარში გახსნა, რომელიც მრავალი წლის შემდეგ სახელგანთქმულ კომპანია „გინესად“ იქცა. მეოცე საუკუნის დასაწყისში კომპანიას უკვე ორი ქარხანა ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთში, რომლებიც საფირმო ლუდს უშვებდნენ, ხოლო რეკლამა „გინესი – ძალაა“, ამ სასმლის მოყვარულებს ლუდხანებში იტყუებდა. მაშინ აზრადაც არ გაივლებდა, რომ ეს სახელი დაერქმეოდა მსოფლიო რეკორდების წიგნს, რომელიც ლუდ „გინესზე“ ბევრად პოპულარული გახდებოდა, მასში შესულ ადამიანებს კი პოპულარობასა და დიდებას მოუტანდა. მაინც, ვინ არიან ქართველი რეკორდსმენები და რით გამოიჩინეს მათ თავი, ამის შესახებ გვესაუბრება კლუბ „რეკორდის“ თავმჯდომარე შოთა ქელდიშვილი.


შოთა ქელდიშვილი: მოგეხსენებათ, მრავალი საინტერესო წიგნი არსებობს, მაგრამ გინესის რეკორდების წიგნმა, გაყიდვის თვალსაზრისით, მართლაც რომ, რეკორდი მოხსნა. იგი ლონდონის დახლებზე 1955 წელს გამოჩნდა და რამდენიმე თვეში ნამდვილ ბესტსელერად იქცა. 1974 წლის ნოემბერში წიგნმა საკუთარი ადგილი დაიკავა გინესის რეკორდებს შორის. მაშინ რეკორდული ტირაჟი 23,9 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, 1997 წლისთვის კი, ეს ციფრი 75 მილიონამდე გაიზარდა. უფრო დიდი ტირაჟით მხოლოდ ბიბლია იყო გამოცემული. ამჟამად გინესის რეკორდების წიგნი 100 ქვეყანაშია გამოცემული. მასში დაბეჭდილი ფაქტები სწრაფად ძველდება, ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი კომისიებია შექმნილი, რომლებიც ახალი რეკორდების აღრიცხვითა და საგანგებო დიპლომების გაცემით არიან დაკავებული.

– მაინც, როგორ ხდება კანდიდატების შერჩევა და ვინ ამტკიცებს მათ, ჟიური თუ კომისია?

– თუ პიროვნებას უნდა, რომ დაამტკიცოს თავისი ნიჭიერობა ან რამე უცნაურის გაკეთება შეუძლია, მაგალითად, დამყარებული რეკორდის გაუმჯობესება უნდა, ან სრულიად ახალი, ჯერ არ გაკეთებული ტრიუკის შესრულება აქვს გადაწყვეტილი, ასეთ შემთხვევაში საჯაროდ მოიწვევენ სტუმრებს, ტელევიზიებისა და მედიის თანხლებით და მსაჯთა კოლეგია შედგება. როგორც წესი, ორი მსაჯია და ორი – ალტერნატიული, ყველა თავის აზრს გამოთქვამს. ყველაფერი რომ ტელევიზიით, მედიით გაშუქდება, ეს მასალები გროვდება და ერთ თვეში ლონდონში გადაიგზავნება. შესაძლოა იქიდან უცხოელი წარმომადგენელი მოიწვიოთ, რაც თანხებთანაა დაკავშირებული. ყოფილა შემთხვევები, დავკავშირებივართ ლონდონში კოლეგებს და გამოგვითქვამს სურვილი, ჩამოსულიყვნენ და ადგილზე შეემოწმებინათ გინესის რეკორდების კანდიდატი. თუმცა, სანდოობის მომენტიც არსებობს, რომ მათ პირადად აღარ გადაგვამოწმონ.

– წელიწადში მაინც რამდენი მსოფლიო რეკორდი მყარდება?

– წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით 60 000 რეკორდი მყარდება. ბოდიში მომითხოვია და ზოგი შორს იფურთხება, მაგრამ ამ სახის რეკორდებით ნაკლებად თუ ვინმე ინტერესდება. ასევე, რეკორდებიდან ამოიღეს ჭამის, ანუ ღორმუცელობის რეკორდები. ეს უინტერესო გახდა და ვინ რამდენს შეჭამს, ამით ვეღარავის გააოცებ. სამაგიეროდ, 2000 წლის გინესის რეკორდის წიგნში შეტანილია ერთი ინდოელი კაცი, რომელიც სულაც არ ფიქრობდა რეკორდის დამყარებაზე, მაგრამ უკვე 26 წელია, ხელი მაღლა აქვს აწეული. მან ღმერთის კანონი დაარღვია, რელიგიური თვალსაზრისით, საკუთარი თავის გმობისთვის ხელი ასწია მაღლა და თქვენ წარმოიდგინეთ, იგი გაუხმა კიდეც. მერე ატროფია განუვითარდა და ასე, ჰაერში დარჩა ხელი. ასეთივე ფანატიკოსია ერთი ინდოელი კაცი, რომელიც შვიდი წელი ხესთან იდგა გაუნძრევლად და მარტო წყალს სვამდა. რეკორდების წიგნში ერთი უცნაური კაციც არის, რომელმაც 8-9 თვის განმავლობაში დაწოლილმა და ხელებგაკრულმა ერთი ადგილიდან მეორემდე ხოხვითა და კოტრიალით ძლივს მიაღწია. ის კაცი არაფერს ჭამდა, მარტო სვამდა, როცა დაამთავრა მიწაზე ხოხვა, ნახეს, როგორ იყო დასისხლიანებული, დაშავებული და კანგადატყავებული. 2006 წლის 9 ნოემბერს ამერიკელმა ჯეკი ბიბიმ, სხვათა დახმარების გარეშე, შეძლო 10 წამის განმავლობაში, პირში კუდით დაეჭირა 10 ჩხრიალა გველი. ამერიკელ კიმ გუდმენს შეუძლია თვალი ბუდიდან 11 მილიმეტრით ამოსწიოს. ეს ფაქტი 1998 წლის 13 ივნისს დაფიქსირდა, სატელევიზიო შოუს დროს. ესაა ყველაზე უცნაური რეკორდები, რაც მაგონდება.

– მსგავსი უცნაური ქმედება თუ ჩაუდენია ქართველ კაცს?

– რაც შეეხება ჩვენს რეკორდებს, საინტერესო მიღწევები გვაქვს ამ მხრივ. იცით, ალბათ, ჯუმბერ ლეჟავა, რომელიც პირველად გამოვიდა ასპარეზზე საქართველოს სახელით და პირველმა დაამყარა რეკორდი მიზიდვებში, ეგრეთ წოდებულ „ატჟიმანიაში“, შემდეგ სამოგზაუროდ წავიდა და 9 წლის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს ბევრ დედაქალაქში. მერე კი, გვანჯი მანიამ დააარსა მსოფლიო მიღწევათა ხელშემწყობი კლუბი „გიორგი“. მისი საშუალებით მოხდა ნიჭიერი ხალხის მოძიება. მაგალითად გოდერძი მახარაძე, რომელიც თავით კენწლავს ბურთს. ასევე, ჰენრი კუპრაშვილი, გახსოვთ, ალბათ, მან დარდანელის სრუტე ორჯერ გადაცურა ხელფეხშეკრულმა. გინესის რეკორდების წიგნში შესულია, ასევე, გოჩა კეკიშვილი, რომელმაც რეკორდი ორჯერ დაამყარა: ყურებზე 24-კილოგრამიანი გირები დაიკიდა და 4 საათი გაიჩერა იგი 4 419 მოძრაობით. ამ სახეობაში გამოიჩინა თავი დიმიტრი ქინქლაძემ, რომელმაც მარცხენა ყურზე 32-კილოგრამიანი გირი დაიკიდა, მარჯვენაზე კი – 16-იანი და ეს სიმძიმე 16 საათი და 10 წუთი ეჭირა ყურებით. ეს ადამიანი 2000 წლის გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

– მახსოვს, ადრე აჩვენეს გიგანტი ბავშვი, რომელმაც ყურებით მანქანა გასწია. მან თუ დაამყარა რეკორდი?

– ძალიან ბევრი კანდიდატი გვყავს, რომელიც ჯერ დამტკიცებული არაა. მათი მონაცემები გადაცემულია და ველოდებით უცხოეთიდან პასუხს. რაც შეეხება გიგანტ ბავშვს, ის გახლავთ გიორგი ბიბილური, რომელმაც ყურებით მანქანა გასწია. მინდა, აღვნიშნო ჯემალ ტყეშელაშვილი, რომელმაც რეზინის სათბურა, ეგრეთ წოდებული „გრელკა“ გახეთქა ცხვირით 4 წამში. გარდა ამისა, ჯემალმა ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, ძიუდოში არის მსოფლიო ჩემპიონი. მას ამერიკიდან, „ამადეუ სთრონგმენის“ ფედერაციიდან და პირადად არნოლდ შვარცენეგერისგან ჰქონდა მიწვევა, ძალიან ბევრი პროექტები აქვს, აპირებს „ბოინგის“ გაწევას, ასპარეზობს სპორტში – ბრძოლა წესების გარეშე, ასევე სამგზის რეკორდსმენია სერგო ჟვანია. ის გახლავთ კომპოზიტორი, რომელმაც ბოლოს როიალზე 1 126 ნაწარმოები დაუკრა ზეპირად სამი დღის განმავლობაში. კიევში ჰქონდა მას შეჯიბრება. ყველა გააოცა. ლაშა ევგენიძეა ასევე ცნობილი, რომელიც 13 საათის განმავლობაში უკრავდა გაუჩერებლად „ბარაბანზე“. საინტერესოდ წარიმართა მისი გამოსვლა. ჩვენ გვაქვს სხვა სპორტული მიმართულებები, ეს იქნება ჰანტელებით გამოსვლა თუ „ატჟიმანიები“. ყველას, სპორტსმენს თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებს, ვუჭერთ მხარს და ვეხმარებით ყველანაირად, ოღონდ მათი გამოსვლა უნდა იყოს საინტერესო და სანახაობრივი. ნომრის სირთულის მიხედვით მიეცემათ მათ შეფასება. პირადად ჩემს რეკორდებზე მოგახსენებთ. მე საქართველოში და ოთხჯერ თურქეთში დავამყარე რეკორდი, ჰანტელების აზიდვაში და ესპანდერებით ვივარჯიშე 10 საათი. ყველა რეკორდს თავისი სირთულეები ახლავს, თან ყველა თავისებურად საინტერესოა.

– ძირითადად მსოფლიოს რომელი ქვეყნიდან ჭარბობენ კონკურსანტები?

– ყველაზე ხშირად ინგლისიდან და ამერიკიდან არიან კონკურსანტები. თუ, ვთქვათ, 5 წლის წინათ წელიწადში 10 000 რეკორდი მყარდებოდა მსოფლიოში, ახლა მყარდება 60 000 რეკორდი. ამ ტიპის ღონისძიებაზე რომ მოდის განაცხადი, კომისია თითოეული მონაწილის საქმეს ეცნობა. დრო სჭირდება ამას. თუ რომელიმე რეკორდი დაფიქსირდა, შეიძლება, მას მისცენ სერტიფიკატი, შეიძლება – არა. მაგალითად, რუსეთმა გინესის რეკორდების თავისი წიგნი გამოუშვა და მოწონებაც დაიმსახურა. ჩვენც ვმუშაობთ საკუთარი წიგნის გამოშვებაზე.

– გარდა გინესის რეკორდსმენობისა და პოპულარობისა, თუ იღებს გარკვეულ თანხას რეკორდსმენი?

– გააჩნია, რომელი ქვეყნიდან ხარ. თუ ამერიკელი ხარ, გარდა სახელისა და დიდებისა, სახელმწიფო საკმაოდ სოლიდურ თანხას გიხდის. პოსტკომუნისტურ ქვეყნებში დღემდე ასეთი წესია, ვინც სპორტსმენის სპონსორია, თანხასაც ის ხდის. ამერიკაში რეკორდსმენს თითქმის ნახევარ მილიონ დოლარს უხდიან. აქ კი რეკორდსმენს 50 000 დოლარს უხდიან საუკეთესო ვარიანტში. თუ მას სპონსორი ჰყავს და დაინტერესებულია მისი საქმით. სპორტსმენი გინესის რეკორდსმენი თუ არის, ამით პრესტიჟს იძენს და სპორტში თავის სიტყვას ამბობს.

– როგორც გავიგე, კინგ ბოქსინგშიც გვაქვს მიღწევები.

– დიახ. ჩვენი კლუბის წევრი გახლავთ ლექსო გამყრელიძე. საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა ახლახან კინგ ბოქსინგში და გაიმარჯვა – ჩემპიონი გახდა. მან აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ერთი უცხოელი კაცი არც ფიქრობდა გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას, მაგრამ 24 ქორწინების მერე ავტომატურად მოხვდა წიგნში ძალიან ბევრი საინტერესო რეკორდია. მოხდა ასეთი ფაქტიც, რვა საათ-ნახევარში კაცმა გაიარა 150 მეტრი. როგორ უნდა ევლო ჭიანჭველასავით, აბა, წარმოიდგინეთ. მიჩიგანის შტატის ქალაქ პონტიაკის მცხოვრები ფეიზელ ბუზი გინესის რეკორდების წიგნში, ყველაზე გრძელი ფრჩხილების გამო მოხვდა. იგი ფრჩხილებს 25 წლის განმავლობაში არ იჭრიდა, რის შედეგადაც მისი 10 ფრჩხილის ჯამურმა სიგრძემ 931 სანტიმეტრი შეადგინა.

– თუ არის ისეთი ქართველი რეკორდსმენი, რომლითაც უკვე დაინტერესდნენ უცხოეთში და იქ მუშაობას სთავაზობენ კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ?

– არ მინდა, ვინმეს ჩრდილი მივაყენო, მაგრამ მომიწევს ზოგიერთი სპორტსმენის გამოყოფა. ჯემალ ტყეშელაშვილს უცხოეთიდან არაერთი შემოთავაზება აქვს, ის ჭიდაობაში და სპორტის სახეობაში – ბრძოლა წესების გარეშე, ასპარეზობს, საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდაა. ამერიკაში რეკორდსმენობა არის დიდი ჯაფისა და შრომის ფასი, დიდი შოუა და მას შესაბამისი ანაზღაურებაც აქვს. არის ასეთი პიროვნება კობა ფარცხავა, რომელიც სპეციალობით მათემატიკოსია. ის წამებში ნებისმიერ ხუთნიშნა რიცხვს გაგიმრავლებთ. მე მობილურის კალკულატორით ვცადე მისი შემოწმება და ისეთი დიდი ციფრი ამომივიდა, მობილურმა ვერ აღიქვა, მან კი იმ წუთას გამცა პასუხი. ეს კაცი მათემატიკურ გამოთვლებსა და ფესვის ამოყვანაში კომპიუტერს უნდა შევაჯიბროთ. ამას გარდა, მას აქვს მხედველობითი მეხსიერებაც. მაგალითად, თუ ასანთის კოლოფი დაგივარდათ, ის მაშინვე გეტყვით, რამდენი ცალი ასანთის ღერია შიგ. დეტალებში ახსოვს რაოდენობა იმ მანქანებისა, რომელიც კონკრეტულ ქუჩაზე მოძრაობს. ჯერ უნდა დაფიქსირდეს კობას რეკორდი და მერე გადავაგზავნით მის მონაცემებს ლონდონში. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის გინესის ახალი ქართველი რეკორდსმენი იქნება. საბედნიეროდ, ქართველ სპორტსმენებს ნამდვილად აქვთ პოტენციალი. მათგან გინესის რეკორდების წიგნში 45 ქართველია შესული და უკეთესი პირობების შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად ვაჩვენებთ უკეთეს შედეგებს.


скачать dle 11.3