კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის უფლებას არ მისცემს კიკი ბერაძე საკუთარ თავს არასდროს და რა თანამდებობას ინარჩუნებს ის დღემდე ჩეხეთში


ცნობილი კინოლოგი და მომღერალი კიკი, იგივე იუზა ბერაძე, თითქმის ორი წელია, ჩეხეთში განაგრძობს მოღვაწეობას. მიუხედავად ამისა, ის დღემდე საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციას წარმოადგენს და საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარეა. ჩეხმა ხალხმა კიკი ქარიზმატულ და ეგზოტიკურ ადამიანად აღიარა – მის მიმართ ინტერესი არც სცენაზე ნელდება და არც რინგზე. განსხვავებული სტილისა და იმიჯის ქართველს პრაღაში ყოველთვის ოვაციით ხვდებიან, მის გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობენ. ჩეხური ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ კი, ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.


– თითქმის 2 წელი ჩეხეთში ცხოვრობთ. რას საქმიანობთ?

– იგივეს, რასაც საქართველოში ვსაქმიანობდი. საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის ექსპერტი ვარ.

– როგორც ამბობენ, საქართველოში სულ რამდენიმე პროფესიონალი კინოლოგია, მათ შორის ერთ-ერთი თქვენ ხართ. ალბათ, დიდი დანაკლისია, როცა თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალი ქვეყანას ტოვებს.

– მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთში ვცხოვრობ, საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციას წარმოვადგენ და დღესაც საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე ვარ. თუ რამე საქმეა გადასაწყვეტი, სკაიპით ვეხმიანებით ერთმანეთს და ერთად ვწყვეტთ.

– რაც შეეხება თქვენს მეორე პროფესიას, სიმღერას, პრაღაში თუ განაგრძობთ სიმღერების ჩაწერას?

– ჩაწერას არა, რადგან საქართველოში უკვე ორი ალბომი მაქვს ჩაწერილი და მესამეს გამოშვება ჯერჯერობით ადრეა. ჩეხურ შოუ-ბიზნესს რაც შეეხება, ფასეულობის მიხედვით დიდი ვერაფერია.

– ჩეხმა მსმენელმა როგორ მიგიღოთ?

– ყველაზე რთული მსმენელი, ალბათ, მაინც საქართველოშია. თუ საქართველოში შეძლებ მსმენელის „აწევას“ (აყვანას) და მასთან პირველივე სიმღერიდან კონტაქტის დამყარებას, მაშინ უნდა ჩათვალო, რომ ყველგან ძალიან კარგად იმუშავებ. აქაური პუბლიკა საკმაოდ თბილია. არც ერთი გამოსვლა არ მქონია ისეთი, რომელმაც ნაკლებად დააინტერესათ, ან ცოტა ოვაცია ყოფილიყო.

– ანუ, ორივე პროფესიაში წარმატებული ხართ.

– კი.

– როგორც ახსენეთ, ჩეხეთში არცთუ ისე მაღალ დონეზეა შოუ-ბიზნესი. რაც შეეხება კინოლოგიას?

– კინოლოგიას რაც შეეხება, მაღალ დონეზეა.

– თავად რა ჯიშის ძაღლი გყავთ?

– ორი იორკშირული ტერიერი მყავს.

– როგორც ვიცი, თბილისში არაერთ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელს ჰყავს თქვენი ნაჩუქარი ძაღლი.

– თეა გობეჯიშვილს ჰყავს ძაღლი, „შიშველი ქოჩორა“, ქეთა თოფურიას „მექსიკური შიშველი.“ ძალიან ბევრს ჰყავს, მაგრამ არ მახსენდება, თან ყველა ნაჩუქარი არ არის, ზოგს ყიდვაში დავეხმარე. მაგალითად ავთო ცქვიტინიძეს, დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოვუგზავნე ჩეხეთიდან „ჩიხუა-ხუა.“ სტეფანეს „ჰასკი“ ჰყავდა (ლაიკა), რომელიც სამწუხაროდ, მოუკვდა.

– საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავთ?

– ჯერ არ ვიცი, რადგან ისეთი გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მხოლოდ 2-3 დღით თუ მოვახერხებ ჩამოსვლას, ისიც კვირის შუა დღეებში. სამსახური ძირითადად „უიქენდებზე“ მაქვს. ამიტომ, არ ვიცი, როგორ გამომივა თბილისში ჩამოსვლა.

– თითქმის ორი წელია, წასული ხართ. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

– თავიდან ძალიან მენატრებოდა ჩემი სოფელი. პრაღაში, სახლთან მდინარე ჩამოდის. იქ რომ ჩავივლი, იგივენაირი სუნია, როგორიც ჩემს სოფელში. ისე, რომ გითხრათ, თბილისში მენატრება რაღაც-მეთქი, არა. აბსოლუტურად ვერ ვგრძნობ, თბილისიდან ძალიან შორს თუ ვარ. თბილისიდან ბათუმში მანქანით რომ ჩახვიდე, ხომ გჭირდება 4-5 საათი. აქედან თბილისში პირდაპირი რეისით ჩამოფრენასაც 4 საათი სჭირდება. ამერიკაში რომ ვიყო, ალბათ, ნოსტალგიაც მექნებოდა, მაგრამ აქ – არა, რადგან თავს შორს არ ვგრძნობ. თან, ხშირად ჩამოდიან ჩემი მეგობრები, ასევე სკაიპით ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ყველა ქართული სატელევიზიო არხი მაქვს. ამიტომ, ყველაფრის საქმის კურსში ვარ.

– ყოველ შემთხვევაში, იმის საშიშროება არ გემუქრებათ, რომ უცხო ქვეყანაში, საკუთარი ენა დაივიწყოთ.

– არა, ენა არ დამავიწყდება, რა თქმა უნდა.

– როცა ქართულ შოუ-ბიზნესში მოღვაწეობდით, ყოველთვის გამორჩეული იყავით საკუთარი სტილითა და იმიჯით. ითვლებოდით საკმაოდ თანამედროვე და „სვეცკი“ მომღერლად. რაც შეეხება ჩეხეთს, მანდ როგორ არის საქმე, ახალი იმიჯი გაქვთ თუ ძველს არ ღალატობთ?

– იმიჯი და სტილი შენარჩუნებული მაქვს, რადგან ამათაც ძალიან მოსწონთ ეს. ჩეხეთშიც იგივენაირად მიყურებენ და მაფასებენ, უბრალოდ, აქ სიტყვა „სვეცკი“ არ არსებობს. ჩემი იმიჯი გამოგონებული არ არის, ამას უნდა გრძნობდე. ჩემთვის ტანსაცმელი მარტო სხეულის დაფარვის საშუალება არ არის. ამით ჩემს განწყობას და ასევე ძალიან ბევრ რამეს გამოვხატავ.

– ალბათ, რომ იყოს ტიტული „გემოვნებიანი“, აუცილებლად მოგანიჭებდნენ.

– ჩეხები გემოვნებიან და ქარიზმატულ ადამიანად მთვლიან.

– რატომ?

– მრავალმხრივი ქარიზმა მაქვს და იმიტომ, რაც სამწუხაროდ, ჩეხებს ნაკლებად აქვთ და მათთვის ეს ძალიან მიმზიდველია. მარტო მე კი არა, მთლიანად ქართველი ერის 99 პროცენტი ქარიზმატულია. არასოდეს წარმომედგინა, რომ ჩვეულებრივი კონცერტების გარდა, კინოლოგიური ღონისძიებების შემდეგ, გალა-კონცერტებზეც მამღერებდნენ. მეუბნებიან, შენ ორმაგად მოგვწონხარ, რადგანაც კინოლოგი და თანაც მომღერალი ხარო.

– პოპულარობაში თუ გიწყობთ ხელს უცხო ქვეყანაში საკუთარი ქარიზმა და ეგზოტიკურობა?

– ძალიან.

– რა არის თქვენი სტილის თავისებურება?

– უაღრესად თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ. ჩემი სტილია პუნქტუალურობა, ჩემი სტილია არ გავბრაზდე და ყოველთვის კარგ ფორმაში ვიყო, არ აქვს მნიშვნელობა დაღლილი ვარ თუ არა. სცენაზე ერთი მხრიდან გიყურებენ, რინგზე კი – ოთხივე მხრიდან. ვერავის დაემალები. შეიძლება, სცენაზე 5 წუთი იდგე და ერთი სიმღერა შეასრულო, ან სოლო კონცერტი თუ გაქვს – საათ-ნახევარი, რინგზე კი 6-7 საათი მსაჯობ. ამ 6-7 საათის განმავლობაში ფორმაში უნდა იყო, რაც ძალიან დამღლელია. თუმცა, ამას იქ ვერავინ გრძნობს. ჩემზე ყოველთვის დადებითი რეცენზიები იწერება, რისთვისაც მადლობელი ვარ. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ცხოვრებაში.

– ალბათ, ძალიან სასიამოვნოა დამსწრეთათვის, როცა ასეთი სიმპათიური და გემოვნებიანი ექსპერტი დგას რინგზე. ძაღლების მანდილოსანი პატრონები ხომ არ გეპრანჭებიან?

– კი, თუმცა ჩემზე ეს როგორც ექსპერტზე არანაირად არ მოქმედებს. რაც არ უნდა იპრანჭონ, რინგზე მე მხოლოდ ძაღლებს ვხედავ. კორექტულად ვიქცევი, ვუღიმი ყველას, არ აქვს მნიშვნელობა დაღლილი ვარ, მწყურია თუ მშია. ხშირად გამიგია, გამოფენების ორგანიზატორებისა და ექსპონენტებისგან (პირი, რომელიც ახდენს ძაღლის ექსპონირებას რინგზე), რომ ბევრი ექსპერტის უხასიათობა, არაკორექტულობა და უგემოვნობა, მათთან რინგზე ძაღლის გაყვანის სურვილს აკარგვინებს მფლობელს. კინოლოგების აზრით, მათ რიცხვს მე ნამდვილად არ მივეკუთვნები. მათივე სიტყვებით, მე ყოველთვის ვინარჩუნებ ჩემს ჩვევებსა და განუსხვავებლად გამოფენის რანგისა, ყოველთვის ფორმაში ვარ. მიმაჩნია, რომ ეს შოუა და ბოლომდე შოუ უნდა იყოს.

– რეალურ ცხოვრებაში მკაცრი ხართ?

– კი, ძალიან. ვერ ვეგუები უპასუხისმგებლობას. როცა უპასუხისმგებლობას ვაწყდები, მერე იმ ადამიანზე გული მიცრუვდება, მეკარგება ნდობა.

– მიუხედავად ამისა, რით შეიძლება თქვენი გულის მოგება ამის შემდეგ?

– უნდა შეეცადოს, რომ იგივე რამ, სხვა დროს აღარ განმეორდეს.

– ცხოვრების დევიზი თუ გაქვთ?

– „პოზიტივი ყველაფერში და ყველგან,“ – მაქსიმალურად ვცდილობ ცუდზე არასდროს ვიფიქრო და ვიყო იმის მადლიერი, რაც მაქვს. პოზიტივს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– ხშირად აღწევთ დასახულ მიზანს?

– დასახულ მიზანს აბსოლუტურად ყოველთვის ვაღწევ. მიზანი, ალბათ, ძალიან ფიგურალურად ჰქვია ამ ცნებას. დავუშვათ, მიზნად მაქვს დასახული რაღაცის შეძენა. თავიდან ბოლომდე უკვე ის შეგრძნება მაქვს, რომ ეს რაღაც უკვე ჩემია და მართლაც ყველაფერი ასე ხდება ცხოვრებაში. ამას ელემენტარულად რომ ვთქვათ, საკუთარი აზრების მატერიალიზაცია ჰქვია. მეტ სიკეთეს გააკეთებ, მეტი – გიბრუნდება უკან.

– რის უფლებას არ მისცემთ არასდროს საკუთარ თავს?

– ჩემს თავს არავითარ შემთხვევაში არ მივცემ იმის უფლებას, ნეგატიური გავხდე. ყველაფერს ვიზამ, რომ არ „დავიგრუზო.“

– თბილისში ბევრი გულშემატკივარი გყავთ, უსმენენ თქვენს სიმღერებს.

– ძალიან მიხარია. ერთხელ მეგობრებმა დაბადების დღიდან, თუ რაღაც დიდი „ფართიდან“ დამირეკეს, კლუბში შენს სიმღერას ვისმენთო. ცრემლებიც კი წამომივიდა.

– რას ეტყვით მათ, ვინც ასე გგულშემატკივრობთ?

– ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. როცა მეგობარია შენი მაყურებელი და უყვარხარ, სასიამოვნოა. მაგრამ, როცა უცნობი ადამიანი გაღიარებს, შენს კონცერტზე უნდა მოსვლა, დადებითად არის განწყობილი, როცა ტაშს გიკრავენ და შენს სახელს ყვირიან, ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ძალიან მიხარია, რომ თბილისში კიდევ არის ხალხი, ვინც ვიღაც კიკის უსმენს, რომელიც საქართველოში აღარ ცხოვრობს.

– კიკი ვინ დაგარქვათ?

– კიკი ბებიაჩემმა დამარქვა, რომ დავიბადე. სკოლაში რომ შევედი, მაშინ გავიგე, იუზა რომ მერქვა. დედაჩემს ვკითხე, ყველას რომ აქვს სხვანაირი სახელი, მე კიკი რატომ მქვია-მეთქი. შვილო შენ ხომ არ გააფრინე, იუზა ხარო, მიპასუხა. დედაჩემის დედამ, მე კიკი დამარქვა, ჩემს ძმას – ზიზი, თუმცა ის გიზოა და მე იუზა.

– პრაღაში როგორ მოგმართავენ?

– კიკის მეძახიან, მეგობრები კი – ხანდახან კუკუნისაც. ოფიციალურ ინსტანციებში იუზა ვარ, რადგანაც ეს ჩემი საპასპორტო სახელია.


скачать dle 11.3