კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: მაინტერესებს, ძაღლის საკვებისთვის სპეციალური ჭურჭელი უნდა შევარჩიოთ თუ სულ ერთია, სად ვიყიდით?

პასუხი: უმჯობესია, ძაღლის საკვებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი სპეციალურ მაღაზიებში შეიძინოთ. ძაღლის ჭურჭელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია მისი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ აუცილებლად უნდა იცოდეთ, ეს ჯამი კონკრეტულად რისთვის არის დამზადებული. თუ შემთხვევით ძაღლს არარეკომენდებული ჭურჭლით აჭამეთ საკვები, შესაძლოა მასალა, რომლისგანაც ჭურჭელია დამზადებული რეაქციაში შევიდეს საკვებთან და ცოტა ხანში შეატყობთ, რომ მას ბეწვის ცვენა დაეწყო, ვერც ხასიათზე იქნება, თვალები გაუდიდდება, ღვიძლი გაუღიზიანდება და დილ-დილაობით პირღებინება დაეწყება.

კითხვა: მინდა, პატარა ძაღლი შევიძინო, მაგრამ არჩევანი ვერ გავაკეთე. იქნებ, უფრო კონკრეტულად დამისახელოთ, რომელი ჯიშის ძაღლები შედიან პატარა ტანის ძაღლების სიაში?

პასუხი: პატარა ტანის ძაღლების ჯიშებია: ჩიხუახუა, პეკინესი, პუდელი, ამერიკული კოკერ-სპანიელი, მოპსი, მექსიკური შიშველი ბულდოგი, ჯეკ რასელ ტერიერი, ჩინური ქოჩორა, შიბა, ფოქსტერიერი და ასე შემდეგ.

კითხვა: თუ შეიძლება მითხრათ, ყველაზე მეტად რომელი ჯიშის ძაღლს აქვს პრობლემური ყურები?

პასუხი: დიდყურება ძაღლებს, ყველას პრობლემური ყური აქვს. მაგალითად, პუდელს, კოკერს, ბასეტს და ასე შემდეგ.

კითხვა: მაინტერესებს, სასურველია თუ არა ზაფხულში ძაღლის განაყოფიერება?

პასუხი: აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. თუ ლეკვები გასაყიდად გინდათ, ზაფხული გამრავლებისთვის იდეალური პერიოდი არ არის, მაგრამ თუ ძაღლის აყვანა გსურთ, წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ამის გაკეთება.

კითხვა: ახლა წელიწადის ისეთი დრო დგება, ჯღიბები რომ შეესევიან ძაღლებს. ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც ძაღლი შევიძინეთ, ამიტომ არ ვიცით, ადამიანისთვისაც საშიში ხომ არ არის ჯღიბა. ჩვენც უნდა მოვერიდოთ მას?

პასუხი: თუ ჯღიბა დაავადებულია, რა თქმა უნდა, საშიშია. ჯღიბა ძაღლს უპირატესობას იმიტომ ანიჭებს, რომ მისი სისხლი, ადამიანისგან განსხვავებით, ბევრად თბილია. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანისთვის, ისევე როგორც ძაღლისთვის, ჯღიბას გარდა, ასევე საშიშია მიწის რწყილებიც. თუ მიწის რწყილი მომრავლდა, ძაღლის ცოცხლად შეჭმა შეუძლია. სისხლის წოვისგან ძაღლს ისე დაასუსტებს, რომ ქექვის თავიც აღარ ექნება. ამიტომ, ძაღლს დილა-საღამოს ბალანი უნდა გადავუწიოთ და გადავათვალიეროთ, ხომ არ ჰყავს მას ჯღიბა ან რწყილი.


скачать dle 11.3