კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა ვაჭამოთ ცხოველს უმი ხორცი და რა საფრთხეს უქმნის ეს ადამიანის ჯანმრთელობას


ტოქსოპლაზმოზი გავრცელებული ინფექციაა, რომლითაც ავადდება: ძუძუმწოვრების თითქმის 300 სახეობა, 60 სახეობის ფრინველი და ასევე ადამიანებიც. თუ სახლში ცხოველი გყავთ აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ცხოველს საფრთხეს უქმნით, თუ მას უმ ხორცს აჭმევთ. ხორცი შეიძლება დაავადებული იყოს, რის შემდეგაც თქვენ და თქვენს ძაღლს პრობლემები არ აგცდებათ. ამ თემასთან დაკავშირებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გვესაუბრება.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ტოქსოპლაზმოზი ისეთი პარაზიტია, რომელსაც შესწევს უნარი გაიაროს პლაცენტის ბარიერი და შეაღწიოს განვითარებად ნაყოფში. მას შეუძლია გამოიწვიოს მისი განვითარების შეწყვეტა და ნაყოფი დაიღუპოს, ან თანდაყოლილი სიმახინჯით დაიბადოს ახალშობილი.

ტოქსოპლაზმოზით დაავადების გზებსა და ცხოველის მიერ, აღნიშნული დაავადებით, ადამიანის დასნებოვნებაზე ხშირად არასწორი შეხედულებები აქვთ ექიმებსა და ვეტერინარებს. აღნიშნული დაავადებით დასნებოვნების არასწორმა შეფასებამ შეიძლება, ტოქსოპლაზმოფობიამდე მოგვიყვანოს, რომელიც გამოიხატება შინაურ ცხოველებთან კონტაქტის პანიკური შიშით.

ცხოველები ტოქსოპლაზმოზით ორი ძირითადი გზით ავადდებიან: ტოქსოპლაზმოზის ცისტებით დაბინძურებული საკვებითა და ტოქსოპლაზმოზის ცისტებით დასნებოვნებული ხორცის, თაგვებისა და ვირთხის ჭამით. ქალაქის პირობებში ტოქსოპლაზმოზის ცისტებით გარემოს დამბინძურებლად უპატრონო ქუჩის კატები ითვლებიან. შინაური ცხოველები ავადდებიან ტოქსოპლაზმოზით დაავადებული ხორცის ჭამით, ან პატრონის მიერ ქუჩიდან მოტანილი მტვრისა და ტალახის საშუალებით, რომელიც ტოქსოპლაზმოზის ცისტებს შეიცავს. ნაწლავებში ცისტებისგან გამოდის ტოქსოპლაზმები, რომლებიც ასნებოვნებს ცხოველებსა და ადამიანს. ახალგამოყოფილ ცისტას ფეკალთან ერთად არ შესწევს უნარი დაასნებოვნოს სხვა ორგანიზმი. მან გარემოში დაახლოებით, 5 დღე უნდა გაატაროს. ამ დროს გადის იგი განვითარების სტადიებს და ხდება პათოგენური.

– რა საშუალებით უნდა დავიცვათ ცხოველი და საკუთარი თავი ამ ინფექციისგან?

– თუ ყოველდღიურად ასუფთავებთ თქვენი ცხოველის ტუალეტს ფეკალიებისგან, არ არსებობს იმის შანსი, დაავადდეთ ტოქსოპლაზმოზით და ცხოველის ფეკალური მასაც არ იქნება ტოქსოპლაზმოზით დაავადების მიზეზი.

ძაღლი (სხვა ცხოველები და ადამიანები) ავვადდება მიწასთან ერთად მოხვედრილი ცისტის ან დაავადებული ხორცის ჭამით. ტოქსოპლაზმები თავდაპირველად მრავლდება ორგანოებში, შემდეგ სისხლის გზით სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების უჯრედებში იჭრება. იქ მრავლდებიან და მათაც აზიანებენ. შემდეგ ყალიბდება უჯრედშიდა ცისტები და დაავადების განვითარება ჩერდება. ამგვარ მდგომარეობაში რჩება ცხოველის სიცოცხლის ბოლომდე. სტატისტიკური კვლევებით დადგენილია, რომ ხორცი, რომელიც იყიდება, მისი 25 პროცენტი ტოქსოპლაზმოზითაა დაავადებული. თუ თქვენ იშვიათად, მაგრამ მაინც აჭმევთ თქვენს ცხოველს უმ ხორცს, ოთხიდან ერთ შემთხვევაში ის დაავადდება ტოქსოპლაზმოზით.

– რა გამოვლინება აქვს ტოქსოპლაზმოზით დაავადებულ ცხოველს?

– ტოქსოპლაზმოზით დაავადების სიმპტომები ვლინდება მხოლოდ მაშინ, როცა დაავადებული ორგანიზმი დასუსტებულია და არ აქვს იმუნური პასუხის უნარი. ამ დროს დაავადების კლინიკური ნიშნები არასპეციფიკურია და იგივეა, რაც სხვა დაავადებების დროს. ცხოველისთვის ტოქსოპლაზმოზის დამახასიათებელ ნიშნად შეიძლება, ჩაითვალოს ლიმფური ჯირკვლების გადიდება (ისიც დაავადების მწვავე ფორმის დროს). შეიძლება, ახასიათებდეს თვალის სიწითლე, ცხვირიდან გამონადენი, ფაღარათი და წონის დაკარგვა. სიმპტომები რამდენიმე ხანში თავისით ქრება. აღნიშნულ პერიოდში ტოქსოპლაზმოზის ცისტები გამოიყოფა ორგანიზმიდან სითხესთან ერთად, ხოლო შემდეგ ხდება მათი უჯრედშიდა ჩაკეტვა ორგანიზმში. ამ დროს დაავადებული ცხოველი პატრონისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს.

– რა შემთხვევაში გადადის დაავადება ცხოველიდან ადამიანზე?

– ტოქსოპლაზმოზით ადამიანის ცხოველისაგან დასნებოვნება ხდება ძირითადად ზემოჩამოთვლილი კლინიკური სიმპტომების პერიოდში, რომელსაც შესაბამისი ყურადღება არ ექცევა. ძაღლს უყვარს პატრონის ლოკვა, ლოკვის დროს კი ნერწყვთან ერთად შეიძლება, ტოქსოპლაზმების ცისტებიც გადავიდეს. აღნიშნულ ცისტებს არ შესწევთ უნარი შეაღწიონ ორგანიზმში დაუზიანებელი კანიდან, მაგრამ როცა კანის მთლიანობა დარღვეულია (გაკაწრულია) ორგანიზმში ის თავისუფლად აღწევს. შეგვიძლია, გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა: ძაღლები, რომლებსაც ყოველდღიურად ვასეირნებთ ქუჩაში, დიდი შანსია დაავადდნენ ტოქსოპლაზმოზით და დაგვასნებოვნონ ჩვენც. ამიტომ, თუ ძაღლმა აგლოკათ დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოთ.

– ადამიანში რა სახით მიმდინარეობს ტოქსოპლაზმოზი?

– ტოქსოპლაზმოზი ადამიანში მიმდინარეობს იგივენაირად როგორც ცხოველებში. მას შეუძლია, შეაღწიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და გამოიწვიოს მისი დაზიანება, ასევე ფეხმძიმობის პერიოდში – ნაყოფის დაზიანება, რაც შეიძლება, აბორტით ან ნაყოფის სიმახინჯით გამოიხატოს. ადამიანიც და ცხოველიც ტოქსოპლაზმოზით ავადდება სიცოცხლეში ერთხელ, რის მერეც იძენს მყარ იმუნიტეტს აღნიშნული დაავადების მიმართ. ტოქსოპლაზმოზით დაავადებისგან თავის დასაცავად, ცხოველებთან ურთიერთობისას აუცილებელია დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები. ასევე სამზარეულოში უმ ხორცთან შეხების დროს, დაუშვებელია ფარშის გასინჯვა. საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს დანა და ის ნივთები, რომლითაც მოხდა უმი ხორცის დამუშავება. დაუშვებელია ცხოველების უმი ხორცით კვება.


скачать dle 11.3