კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ხანი შეგვიძლია ლირატას აივანზე დატოვება და რას უნდა მოვარიდოთ ის გაზაფხულზე


ალბათ, ბევრ თქვენგანს სურს, ბინაში ჰქონდეს ისეთი მცენარე, რომელიც ძალიან ლამაზიც იქნება და ნაკლებად პრეტენზიული მოსავლელიც. „ფლორა ინტერნაციონალის“ მეცნიერ მუშაკი – ბატონი ამირან ბიწაძე, რომლის მოვალეობაც ლანდშაფტისა და დიზაინის მოწყობაა, აგვიხსნის, რომელი მცენარეა ნაკლებად მოსავლელი და გვირჩევს, როგორ გავახაროთ ის ბინაში.


– როგორც ვიცი, ლირატა ლეღვს ჰგავს, რას გვეტყვით მის შესახებ?

– დიახ, ის მართლაც ლეღვისებრთა ოჯახში შედის, თუმცა განსხვავებულია, ლეღვისგან, როგორც ტანის ფორმით, ასევე ფოთლებითაც. ეს მცენარეც ისხამს ნაყოფს, მაგრამ საჭმელად არ არის ვარგისი. გახსოვდეთ, ასევე, რომ ლირატა შხამიანია და მოარიდეთ ხელი მისგან გამოსულ რძეს. როდესაც ამ მცენარის გასხვლას და გასუფთავებას გადაწყვეტთ, ხელთათმანებით იმუშავეთ.

– რამდენად შესაძლებელია ლირატას ოთახის პირობებში გაზრდა?

– ეს მცენარე სწორედ ოთახის პირობებისთვისაა შექმნილი. ის ძალიან ლამაზია და არაჩვეულებრივი ფოთლები აქვს. ბინაში საკმაოდ მაღალი იზრდება და მშვენივრად ხარობს ოთახის პირობებში. რამდენიმე წლის მცენარე ყვავილობს და შემდეგ უკვე ნაყოფს ისხამს. ეს მცენარე განსაკუთრებით ლამაზია მაშინ, როდესაც ნაყოფს ისხამს და ამასთანავე ძალიან დეკორატიულიცაა.

– როგორ დავაჩქაროთ მცენარის ყვავილობა?

– ამ პროცესის დასაჩქარებლად აუცილებელია, მცენარემ დამატებითად იკვებოს. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მიაწოდეთ კალიუმი და კალციუმი ფხვნილის სახით, შეგიძლიათ მიწაშიც მიმოაბნიოთ. მორწყვის დროს დაილექება და მცენარე უფრო მალე გამოიღებს ყვავილებს.

– რა სიხშირით მოვრწყათ ლირატა?

– ამ მცენარეს ზაფხულში ყოველ ოთხ დღეში ერთხელ სჭირდება წყლის დასხმა, ხოლო ზამთარში – ოც დღეში ერთხელ. თუ ზაფხულშიც გაანოყიერებთ მცენარეს მინერალური სასუქებით, ის უკეთესად გაიფურჩქნება. ეს მცენარე ექვემდებარება გასხვლასაც და შეგიძლიათ, ძალიან დიდი ზომის არ გაზარდოთ, თუ პატარა ოთახში გიდგათ.

– ახლა შეგვიძლია ამ მცენარის გასხვლა?

– მართალია მცენარეების უმეტესობა გაზაფხულზე ისხვლება, მაგრამ ლირატა ამ მხრივ განსხვავებულია და სასურველია მისი გასხვლა თებერვალში. ამ დროს მცენარე ასრულებს ფორმირების პროცესს, ამოაქვს ახალი ყლორტები და ამის საშუალებით თქვენ შეძლებთ, თქვენთვის სასურველი ფორმის მიცემას.

– ტემპერატურის მხრივ ხომ არ არის მცენარე პრეტენზიული?

– ეს მცენარე ამ მხრივ დიდ სირთულეებს არ შეგიქმნით, თუმცა ის არ არის ყინვაგამძლე. ამიტომ, ზამთარში გამათბობლის საშუალებით ეცადეთ, რომ ოთახის ტემპერატურა 20 გრადუსი მაინც იყოს და ეს მისთვის საკმარისი იქნება. ზაფხულში კი ძალიან მაღალ ტემპერატურასაც კი გაუძლებს. საქართველოში არ არის 45-გრადუსიანი სიცხე, მაგრამ თუ იქნება, გარწმუნებთ, ეს მცენარე მშვენივრად გაიზრდება ასეთ დროსაც.

– არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ლირატა დაავადდეს?

– ის, ძირითადად, არ ავადდება, რადგან საკმაოდ სქელი ფოთოლი აქვს და ნაკლებად ემტერება მავნებელი. ერთადერთი, შეიძლება, შეეყაროს ქინქლა, თუმცა მის ფოთოლზე ქინქლას მალევე შეამჩნევთ. მისი მოშორება ძალიან იოლია, დაასველეთ ღრუბელი და ჩამოუწმინდეთ ფოთლები. ის ცუდად არ რეაგირებს ხელის შეხებაზე, არც ნაზი ფოთოლი აქვს, ამიტომ თამამად ჩამოუწმინდეთ წყლიანი ღრუბელით და მას ქინქლა აღარ ექნება.

– როგორ გავახაროთ ლირატა და იოლია თუ არა მისი გამრავლება?

– ლირატას გახარება თესლით ცოტა რთულია. უნდა იშოვოთ ნაყოფის თესლი და ჩათესოთ. თუმცა მისი გახარება შესაძლებელია ფოთლითაც. მოაწყვიტეთ და ჩადეთ წყალში. შემდეგ, დაფესვიანებული ფოთოლი, გადაიტანეთ ნიადაგში. გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში ლირატას შეიძლება ფოთლები დასცვივდეს და ეს გამოწვეული იქნება ტემპერატურის ცვალებადობით. 15 გრადუსზე ლირატა თავს კარგად ვეღარ გრძნობს. ამიტომ, ყოველთვის ეცადეთ, ზამთარში ტემპერატურა 20 გრადუსზე ნაკლები არ იყოს.

– თუ უკვე დასცვივდა ფოთლები, შესაძლებელია ამ დროს მცენარის გადარჩენა?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაშინვე მოუმატეთ სითბოს, შეგიძლიათ, ეს მოახერხოთ როგორც გაზის გამათბობლით, ასევე ელექტროღუმლის საშუალებითაც. მთავარია, ტემპერატურამ აიწიოს და ერთი კვირის განმავლობაში, უკვე სტაბილურ ტემპერატურაზე კვლავ გამოცოცხლდება, ამოიყრის ახალ ფოთლებს. თუმცა, შესაძლებელია, დაცვენილი ფოთლების ადგილას ამოვიდეს ახალი ტოტები და შემდეგ მაღალ ტემპერატურაზე უფრო მეტად გაიბუჩქოს.

– რას გვირჩევთ, როგორ ადგილას დავდგათ ლირიტა და უყვარს თუ არა მას კარგი განათება?

– ზაფხულში მცენარე უნდა იყოს ნახევრად დაჩრდილულ ადგილას. მას უნდა ხვდებოდეს მხოლოდ ამომავალი და ჩამავალი მზე. არ მოსწონს მწველი მზე და გახსოვდეთ, რომ ასეთ ადგილს მოარიდოთ. სასურველია, თუ დადგამთ აღმოსავლეთის ფანჯარაზე. ლირატას ადგილის შეცვლა შეგიძლიათ. ეს მცენარეზე ცუდად არ იმოქმედებს.

– რა შემთხვევაში შეიძლება, გაგვიხმეს ზაფხულში ლირატა?

– მცენარე გახმება იმ შემთხვევაში, თუკი მას მწველ მზეზე დადგამთ, ან იშვიათად მორწყავთ. ასეთ პირობებს ეს მცენარე ვერ გაუძლებს. შეგიძლიათ, აივანზეც გადგათ ამ სეზონზე, მაგრამ აუცილებლად ნახევრად ჩრდილიან ადგილას.

– ბაღში თუ შეგვიძლია ამ მცენარის გახარება?

– გარეთ ეს მცენარე ვერ ხარობს. ასევე, არ შეიძლება მისთვის წვიმაში მოხვედრა, რადგან შემდეგ მასზე დაცხუნებულმა მზემ შეიძლება ფოთლებზე ლაქები გაუჩინოს და ამოწვას კიდეც. თუ შემთხვევით აივანზე წვიმის წვეთები მოხვდება, მაშინვე გაუწმინდეთ, რომ მზემ არ მიუსწროს.

– რომელ თვემდე შეგვიძლია ლირატას აივანზე დატოვება?

– მაისიდან უკვე შეგიძლიათ გაიტანოთ აივანზე და სექტემბრამდე იქ თუ ამყოფებთ, მცენარეს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. მისი მოვლა არც ისე რთულია, გაითვალისწინეთ მხოლოდ მისი ტემპერატურა, ადგილმდებარეობა და წყლის რაოდენობა. გაზაფხულზე გახსოვდეთ რამდენ ხანში ერთხელ უნდა მორწყათ. ახლა ხშირად არის წვიმა. მოარიდეთ მას. სასურველ პირობებში თქვენი მცენარე საკმაოდ მალე გაიზრდება, იყვავილებს და ნაყოფსაც გამოიღებს.


скачать dle 11.3