კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტკივილები აიტანა მშვიდად ანი გიუნტერმა და რატომ აღარ არის ის ქმრისთვის საყვარელი ცოლი


მხიარული, აქტიური, ხალისიანი ანი გიუნტერი ახალ ამპლუაში თავს ისე გრძნობს, როგორც ნებისმიერი ახალბედა დედა: ცოტა დაღლილი, უძილო, მაგრამ ძალიან ბედნიერი. დედობას პირველივე დღიდან აუღო ალღო, პატარას მოვლა არ გასჭირვებია და ახალ „პროფესიას“ „ფრიადებზე“ დაეუფლა. ისტორიებს პატარა მაშოზე ანი გიუნტერი „თბილისელებს“ უყვება.


ანი გიუნტერი: ზუსტად ისე ვარ, როგორც ყველა ახალბედა დედა – გაკვირვებული, გაოცებული და უძილო. ახლა ჩემი პატარა 42 დღისაა – ჯერ იმ ასაკშია, როდესაც დღეებს ვითვლით.

– მომიყევი მისი დაბადების, სახელის შერჩევის შესახებ, ვიცი რომ სახელზე დიდხანს ფიქრობდით.

– არა, სახელზე საოცარი ამბავი დაგვემართა: იმდენ ხანს ვფიქრობდით და ვერ მოვიფიქრეთ, რომ ბავშვს საოცარ რაღაცეებს ვუძახდით. ჩემი ორსულობის პერიოდში მას „წერტილა“ ანუ „წერტო“ ერქვა (იცინის). ხანდახან ახლაც ვერ ვეგუები მის სახელს და ასე ვუწოდებ. მერე, კიდევ რომ ვერ შევურჩიეთ სახელი, დროებით „ბავშვი“ იყო – „ბავშვს“ ვეძახდით. ასეც ვაპირებდით დაბადების მოწმობაში ჩაგვეწერა – „ბავშვი არაბიძე“. ვერ ვუძახდი სახელს – ბავშვი სად არის, ბავშვი მიმყავს, ბავშვს შია, ბავშვი მიყვარს... სინამდვილეში, ჩვენ გვქვია მაშო და, ალბათ, მალე ჩვენს ნამდვილს სახელს დაგვიძახებენ. არ ვიცი, რატომ გაგვიჭირდა ასე ძალიან სახელის მოფიქრება, მთელი ორსულობის განმავლობაში კი „წერტილა“ იყო (იცინის). მართლა ძალიან პატარა დაიბადა, მაგრამ, ამ გოჭმა ერთ თვეში იმდენი მოიმატა, გაგიჟებულები ვართ – კილო და ექვსასი და რვა სანტიმეტრი. რეკორდული ამბავია.

– მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა?

– გადასარევად. ხუთი წუთი დასჭირდა თვითონ პროცესს და, იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, მზად ვიყავი, მეორე დღეს კიდევ ერთხელ მემშობიარა. ფსიქოლოგიური მომენტი ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. ისე განვაწყვე საკუთარი თავი და ჩემი ექიმი, ზურა დარახველიძეც ისეთი შემართებით იყო, რომ ეს ყველაფერი ჩემზეც გადმოვიდა და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი. სხვათა შორის, მშობიარობას ჩემი მეუღლე დაესწრო და თქვა, რომ ყველა მამაკაცი უნდა დაესწროს საკუთარი შვილის დაბადებასო.

– ინერვიულა?

– არა, ეძინა (იცინის). სანამ მშობიარობა დამეწყებოდა, ტკივილებს ძალიან მშვიდად, წივილ-კივილისა და ხმაურის გარეშე ვუძლებდი და კახას ჩაეძინა. ექიმი რომ შემოვიდა, შეეცოდა – ალბათ, ღამე აქვს შენთან ერთად გათენებულიო. ვუპასუხე, არა, ღამეც ეძინა-მეთქი. ძალიან მშვიდად ვიტანდი ტკივილს და მივეცი ჩემს მეუღლეს საშუალება, რომ იქვე, სამშობიარო ბლოკში ტკბილად ჩასძინებოდა. გავაღვიძეთ და ორ წუთში ბავშვიც გაჩნდა. ასეთ მშობიარობაზე დასწრებაზე უარს რატომ იტყოდა?! არ ვიცი, რამე გართულება რომ ყოფილიყო რა დაემართებოდა – დამეხმარებოდა თუ, პირიქით – ექიმს დააბნევდა ან ბლოკიდან გავიდოდა, ყველაზე სასაცილო სამშობიაროდან გამოსვლამდე იყო. არანორმალური სურვილი მქონდა, რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. ვიცოდი, მშობიარობის შემდეგ ამის თავი არ მექნებოდა. ამიტომ, სამშობიაროში ჩემი საყვარელი „ბაგატელიდან“ გამოვიძახე სტილისტი და, სანამ გამომწერდნენ, თმა და მაკიაჟი გავიკეთე (იცინის) – მინდოდა, გამოსვლის დროს ლამაზად ვყოფილიყავი და, ერთი სიტყვით, მე და მაშო ქმრისთვის და მამიკოსთვის გამოვიპრანჭეთ (იცინის).

– თუმცა, ყველაზე მთავარი მშობიარობის მერე იწყება.

– ალბათ, ყველა დედა აღიარებს, რომ მშობიარობა ბავშვის გაზრდასთან შედარებით არაფერია, ამას ისეთი ქალბატონებიც ამბობენ, რომლებსაც საკმაოდ რთული მშობიარობა ჰქონდათ. გეჩვენება, რომ ვერასდროს ვეღარ გამოიძინებ, დაღლა არ მთავრდება. მერე თითქოს ამ ყველაფერს ეჩვევი. თან, საერთოდ არ მაბრაზებს, ძალიან წყნარი და წესიერი ბავშვია, ჩემი ბასო. ძალიან ბევრს ჭამს, მაგრამ, კიდევ რასაც შვრება ბევრს, ამას ვერ დაწერ (იცინის). საკმაოდ კარგი, მაგრამ, თან, მკაცრი ხასიათი აქვს. როცა ვთხოვ – მიღიმის, როცა ვეუბნები, რომ ძალიან დაღლილი ვარ და დაძინებას ვთხოვ – იძინებს. ველაპარაკებით ერთმანეთს. საოცრად კომუნიკაბელური ბავშვია და ჩემი ყველაფერი ესმის. ჩვენ ლაპარაკი და კონტაქტი მუცლიდან დავიწყეთ. განსაკუთრებით საგალობლები უყვარს – როდესაც დავიწყებ გალობას ან რაღაცას ჩავურთავ, ეგრევე წყნარდება. დიდად სიმღერის ნიჭი არ მაქვს, მაგრამ ჩემი „იავნანა“ ყველაზე მეტად უყვარს.

– შენ თუ შეგცვალა მაშოს დაბადებამ?

– შემცვალა და, ეს, ალბათ, პირველ ყოვლისა, ფოტოზე აისახება (იცინის). ახლა ვცდილობ, დაგროვებული კილოგრამების მოშორებას – დღეიდან ვიწყებთ მასაჟს და სხვა. რაც შეეხება პიროვნულ ცვლილებებს, ჩემში ნამდვილი გადატრიალება მოხდა, თუმცა, ამისთვის მზად ვიყავი, დაახლოებით მაინც ვიცოდი, რა და როგორ იქნებოდა. ახლა წესებს ბავშვი აწესებს, ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. ახლა ანი კი არ ვარ, არამედ – მაშოს დედა. ჩემმა ქმარმაც გადაასწორა თავის ტელეფონში და, უკვე „საყვარელი ცოლი“ კი არ უწერია, „მაშოს დედა“ ჩაწერა. მეც „მაშოს მამა“ მიწერია. მთავარი ფიგურა ოჯახში ეს ქალბატონია.

– მამა აქტიურ მონაწილეობას იღებს მის აღზრდაში?

– როდესაც სახლშია, მართლა ყველანაირად მეხმარება, რაც დედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენი დამხმარეც არ უნდა ჰყავდეს. მაშო ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი მეუღლე გაღვიძებას პატიობს. როდესაც ბავშვის ცხვირს ან ფეხს მივადებ ხოლმე, სიამოვნებით იღვიძებს. საკმაოდ მშვიდი მშობლები ვართ, ჩემი მეუღლე ცოტა მეტად ფეთიანია, ვიდრე მე, მაგრამ, საერთო ჯამში, გადარეულები არ ვართ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. მშვიდად აღვიქვამთ ყველა ახალ ეტაპს ბავშვის ცხოვრებაში. ამას წინათ ჩემმა მეგობარმა დამირეკა – მის შვილს რეჟიმი აერია და საშინლად განიცდიდა, რომ უყვირა. რთული დღეები ყველა ბავშვს აქვს. მაშოსაც რამდენჯერმე დაახველა ღამით, დღეს აჭიჭყინებული იყო და ძალიან ვინერვიულე.

– შენი და შენი ქმრის ურთიერთობაში თუ შეცვალა რამე?

– რა თქმა უნდა. თავიდანვე ვიყავი იმ აზრს შეგუებული, რომ, მთავარია, ამ ბავშვზე ისე არ გადავირიო, რომ ქმარს ყურადღება მოვაკლო-მეთქი. ჯერჯერობით, სანამ პატარაა, მეტ ყურადღებას შვილი ითხოვს, მერე, ალბათ, ყველაფერი უფრო დალაგდება. მაგრამ, ამავდროულად, მე და ჩემი მეუღლე ბავშვმა უფრო შეგვკრა: ვიყავით ცოლ-ქმარი, ახლა ვართ ოჯახი. სხვათა შორის, მე და ჩემს მეუღლეს ქორწილი არ გვქონია. ჩვენ, უბრალოდ, ჯვარი დავიწერეთ და, უფრო დიდი ამბებით, ბუშტებითა და რაღაცეებით – ამ დღის აღნიშვნას ვაპირებთ. ჩვენი მეგობრები ხუმრობენ, სულ ქორწილი გაქვთო. სინამდვილეში კი, ჯერ ხელიც არ გვაქვს მოწერილი.

– მაშო ბუნებრივ კვებაზე გყავს?

– დიახ, მაქსიმალურად ვეცდები, რაც შეიძლება, დიდხანს იყოს ასე. ყოველ შემთხვევაში, დეკრეტულს ბოლომდე გამოვიყენებ. ვეცდები, არ მოვაკლო კვება, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში უცხოეთში მინდა წასვლა. მაგრამ, შეიძლება, ამაზეც უარს ვთქვა პაწუკას გამო. ალბათ, საოცრად გემრიელი იქნება ამხელა გადაღლილობის შემდეგ სამი დღე დასვენება, მაგრამ, მაინც მგონია, რომ ვერ შევძლებ დატოვებას. ისე, ბევრისგან მსმენია, რომ ერთი კვირის შემდეგაც კი გასულან სამსახურში, მაგრამ, ეს არაჯანმრთელი რამ მგონია. ოციდან ველოდებოდი და დეკრეტულში თექვსმეტში გავედი, მეტი რა მექნა?! უფრო დიდხანს ეთერში ვერ ვიჯდებოდი, სირცხვილია, პირდაპირ იქიდან ხომ არ წავიდოდი სამშობიაროში?! სამი კვირის შემდეგ, 6 მარტს გაჩნდა მაშო. მართალია, უკვე მაქვს იმის ენერგია და ხალისი, რომ სამსახურს დავუბრუნდე, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ფორმაში ჩავდგე, რაც მხოლოდ ჩემთვის კი არა, ჩემი სამსახურისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ოფიციალურად რა რიცხვში მიწევს გასვლა, არ ვიცი.

– რა უყვარს მაშოს ყველაზე მეტად?

– ჰაერზე ყოფნა და, მგონი, ამან გააცივა. წვიმას კიდევ არა უშავს, ქარია საშინელება. ღამის 3 საათზეც, რომ გაეღვიძოს და ტიროდეს, ერთი წუთითაც რომ მოხვდეს სუფთა ჰაერი ეგრევე იძინებს. ამიტომაც, აქტიურად ვიყენებთ აივანს. ყველაზე მეტად რაც მაკლია, ესაა ძილი. წყნარი ბავშვია, არ მაწვალებს ამ მხრივ, ნორმალურად იძინებს, შუალედებში პატარ-პატარა შეღვიძებებით, მაგრამ, არ შემიძლია ძილის შებრუნება და დღისით დაძინება, თორემ, უპრობლემოდ გამოვიძინებდი.

– ვინმე გეხმარება გაზრდაში?

– თავიდან სრულიად მარტო ვიყავი, ახლა კი საყვარელი დედამთილი მეხმარება. რაც შეუძლია ყველაფერს მიკეთებს. ასევე, ჩემი მეუღლეც, როცა სცალია, სულ ჩემ გვერდითაა.


скачать dle 11.3