კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაბნეულობის მსხვერპლი და შვილისთვის რეპეტიტორის მოსაძებნად ძალღების სკოლაში შესული რაჟიკო


როგორ გახდა რაჟიკო

აბანოს დირექტორი

სასტუმრო „თბილისში“ დაბინავებულებს, ერთ დღეს დირექციამ გამოგვიცხადა, უცხოელების დიდი ჯგუფი ჩამოდის და სასტუმრო სამი დღით უნდა დატოვოთო. სხვა გზა არ იყო და წავედით თბილისის ზღვაზე, პანსიონატში. იქ ანკეტები დაგვირიგეს შესავსებად. შევავსეთ, ჩავაბარეთ და ველოდებით რაჟიკოს (სულ შვიდნი ვიყავით). ის რაღაცას ედავება მორიგე ადმინისტრატორს. ცოტა ხანში დავა ისეთ ჩხუბში გადაიზარდა, იძულებული გავხდი, ჩავრეულიყავი. რაჟიკო ოთახიდან გავიყვანე და მორიგესთან დავბრუნდი, რა მოხდა-მეთქი. ის კი აღელვებული მიყვება: ანკეტაში, თანამდებობა სადაც უნდა მიეთითებინა, იქ ისეთი სისულელე ეწერა, ცხოვრებაში ასეთი რამ არ გამიგონია (მარკშეიდერი), ჰოდა, რომ ვერაფერი გავაგებინე, ვუთხარი, ალბათ კრიმინალი ხარ-მეთქი და, ხომ ნახეთ, რა დღეში ჩამაგდოო.

სიცილს ძლივს ვიკავებდი. მორიგე ქალბატონი დავაწყნარე, სუფთა ანკეტა მოვითხოვე და თავიდან შევავსე, თანამდებობად კი „დირეკტორ ბანი“ ჩავუწერე (ანკეტა რუსულ ენაზე ივსებოდა).

ოთახიდან გამოვედი და ჯერ კიდევ აღელვებულ რაჟიკოს ვაწყნარებ, რომ მორიგე გამოვიდა და რაჟიკოს ეუბნება: შე კაცო, აბანოს დირექტორი ყოფილხარ და რისთვის მიმალავდიო. რაც იქ მოხდა, ენა ვერ აღწერს, მაგრამ, შამპანურმა ისევ შეგვარიგა.

როგორ მოხვდა რაჟიკო რეპეტიტორის ნაცვლად ძაღლების მასწავლებელთან

„სამთო ქიმიიდან“ გამოვედით, რაჭაში ვბრუნდებით მე, რაჟიკო, ჩორდმშენის უფროსი ზანგური ბუგიანიშვილი და მისი მთავარი ინჟინერი, შალვა შიმშილაშვილი. შალვამ მთხოვა, იქნებ ვერცხლის ქუჩაზე გავიაროთ, ნათესავის ნახვა მინდაო. რა თქმა უნდა, გავიყვანე და, სანამ ის ნათესავთან იყო, მანქანიდან გადმოვედი და გავიარ-გამოვიარე. ვხედავ, ერთ ეზოში ზოგს შეჰყავს ძაღლი, ზოგს გამოჰყავს. დავინტერესდი და გავიგე, თურმე ძაღლების სკოლაა იმ ეზოში. გამახსენდა, რაჟიკო შვილისთვის რეპეტიტორს რომ ეძებდა და მაშინვე ვახარე, მგონი, რეპეტიტორი გიშოვე-მეთქი. სიხარულით გამომყვა და მითითებულ შენობაში შევიდა. მე ცოტა მოშორებით, სახლის კუთხეში დავიმალე. არ გასულა ორი წუთი, რაჟიკო გაცეცხლებული გამოვარდა ეზოდან, ხმამაღლა ილანძღება. ზანგური სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან, რაჟიკოს ხან აქედან ამოუდგება, ხან იქიდან, მიკარებას ვერ ახერხებს. ამასობაში შალვაც დაბრუნდა. ზანგურიმ ყურში რაღაც უჩურჩულა რაჟიკოს და სიტუაცია მომენტალურად განიმუხტა. მეც დამიძახეს – გამოდი, წავიდეთო.

ნაჭარმაგევში ზანგურიმ შეპირებული სუფრა გააშლევინა (თურმე ყურში ეს უჩურჩულა რაჟიკოს). რომ შევთვერით, ეუბნებიან, აბა, მოგვიყევი, რა მოხდაო. რაჟიკოს გაეცინა და დაიწყო:

– სულ მატყუებს და მაინც ვენდობი! ამ ვაჟბატონმა (ჩემზე უთითებს), რეპეტიტორი გიშოვეო და ძაღლების სკოლაში შემგზავნა. შევედი და ვკითხულობ, ბიჭი მყავს მოსამზადებელი და პირობები მაინტერესებს-მეთქი. რა ხნის არისო, მკითხეს (ალბათ, ბიჭი რომ ვახსენე, მამალი ძაღლი ეგონათ). ჩვიდმეტის-მეთქი. მაგას ჩვენ ვეღარაფერს ვასწავლით, ექვსი თვიდან ერთ წლამდე უნდა იყოსო. ცოტა გავბრაზდი, – თქვე მკვდარძაღლებო, აკვნით ხომ არ მოგიყვანდით, ბიჭი სკოლას წელს ამთავრებს-მეთქი. ატყდა სიცილ-ხარხარი: წადი, ბიძია, ეს ძაღლების სკოლაა, ვიღაცამ მოგატყუაო.

რაჟიკომ ღიმილით გადმომხედა და ჩაილაპარაკა: როდემდე უნდა მატყუოს ამ „ვიღაცამ“ ამ ხნის კაციო.

პაულ ბერიშვილის მოგონებების მიხედვით


скачать dle 11.3