ანეგდოტები
– აუ‚ რა კარგია ესტონეთში‚ იქ კრიზისი ორი საათით გვიან დადგება!..
***
როგორ ჩაიარა პაემანმა?
– ნახევრად წარმატებით.
– როგორ?
– მე მივედი‚ ის – არა.
***
ქმარი ცოლს მაშინ უღებს მანქანის კარს‚ როცა ან ცოლია ახალი‚ ან – მანქანა.
***
მთავრობა ყოველთვის უარყოფს თეზისს: „ის‚ ვინც არაფერს აკეთებს‚ შეცდომებსაც არ უშვებს“.
***
ზოოპარკში დაიბადა პატარა შიმპანზე‚ რომელმაც მაშინვე აიღო ცოცხი და დაგვა დაიწყო. ცხოველთა დაცვის საზოგადოებას მაშინვე გაუჩნდა კითხვები... მეეზოვესთან.
***
მილოცვა რადიოთი:
– ახლა კი ვულოცავთ თაკოს და იკას‚ რომლებიც დღეს ცოლი და ქმარი გახდნენ: თაკო – ზუკას ცოლი‚ იკა – თათას ქმარი.
***
სვანი სათიბად მიდის.
ცოლი ეუბნება:
– კაცო‚ რამე მაინც მოიხურე‚ წვიმა არ წამოვიდეს!
– რა წვიმა‚ ცაზე ღრუბლის ნაფლეთებია.
ცოტა ხანში უკან ბრუნდება‚ გალუმპული და თავისთვის ბურტყუნებს:
– როგორ ვერ მივხვდი‚ რომ მთელზე მეტად ნაფლეთებს უფრო მეტი წყალი გაუვიდოდა.
***
ქმარი ნადირობიდან ბრუნდება და წინასწარ ურეკავს ცოლს:
– მთელი თვე ხორცს აღარ ვიყიდით.
– ტახი მოკალით?
– არა‚ ხელფასი შემომეხარჯა.