კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-18(488)


– გეხუმრე, კოტიკო, შენთან ვტოვებ ამ კაცს და გაუფრთხილდი, – უთხრა კარლომ ძმისშვილს და თვითონ ლანჩხუთში გაემგზავრა.

პირატის ძმისშვილი მარტო ცხოვრობდა უზარმაზარ სახლში და მათე დიდი პატივით მიიღო. ის არც ისეთი მოლაყბე და ცნობისმოყვარე აღმოჩნდა, როგორც ეს პირველი შეხვედრისას ეჩვენა მათეს.

– მიირთვით, ჩემო ბატონო, – სუფრასთან მიიპატიჟა კოტიკომ სტუმარი, – თქვენისთანა კაცს უკეთესი პატივისცემა ეკუთვნის, მაგრამ, ნუ დამძრახავთ. სხვა დროს არ ჩავიჭრები და სათანადოდ გაგიმასპინძლდებით.

– ზღაპრული სუფრაა, ძამიკო, ჩიტის რძეც არ აკლია. თანაც, გთხოვ, ბატონობით ნუ მომმართავ და ბონდო დამიძახე. შევთანხმდით?

– შევთანხმდით, ჩემო ბონდო.

მათემ მადიანად ისაუზმა. შემდეგ მასპინძელს მოუბოდიშა, დასასვენებლად გაემართა და, სანამ დაწვებოდა, კოტიკოს უთხრა:

– ბოდიშს გიხდი, მაგრამ, თუ არ დავიძინე, ისეთი დაღლილი ვარ, შეიძლება, შენ წინ დავეცე. თუ კარლოს მოსვლამდე არ გამეღვიძა, მაშინ, როგორც კი ბიძაშენი დაბრუნდება, მაშინვე გამაღვიძე.

– კარგი, ბონდო, შეგიძლია, მშვიდად დაიძინო.

მათე მართლაც ძალიან დაღლილი იყო და, ბალიშზე როგორც კი დადო თავი, იმწუთასვე დაეძინა. თითქმის 24 საათი ეძინა და კარლოს ხმამ გამოაღვიძა, რომელიც დილით დაბრუნდა ლანჩხუთიდან. პირატი დაღვრემილი სახით, თვალებჩაწითლებული ეახლა მათეს და უთხრა:

– საცოდავი მიხაკო დაიღუპა.

მათეს არ გაჰკვირვებია კარლოს სიტყვები, ასეთ ამბავს ელოდა. საწოლზე წამოჯდა და ჰკითხა:

– რა შეემთხვა იმ საცოდავს?

– ეჰ, ძამია, მაგას რომ შეემთხვა, არც ერთ ჩვენს მტერს, დამაწყევარსა და ავად მახსენებელს არ ასცდეს. იმ უბედურის ფერმაში წავედი პირდაპირ და ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვიყავი, როდესაც მისი ნაგაზების ყმუილი შემომესმა. ძაღლი მგრძნობიარეა და პირველი იგებს პატრონის უბედურებას. მივხვდი, რომ მიხაკოს კარგი არ სჭირდა, მისი ფერმის კარი გავაღე, ძაღლები გარეთ გამოვუშვი და უკან გავედევნე. დაახლოებით 800 მეტრის მოშორებით, ტყის შუაგულში შეჩერდნენ ნაგაზები, მიწას დაუწყეს ყმუილი და თან თათებით თხრას შეუდგნენ. იმ ადგილს ეტყობოდა, რომ ნამეწყრალი იყო და მივხვდი, მიხაკო მიწამ ჩაიტანა. ამიტომ ფერმაში დავბრუნდი, ბარი წავიღე და ისევ ტყეში მივედი, რომ ჩემი მეგობარი ამომეთხარა, მაგრამ მის ერთგულ ძაღლებს უკვე ამოთხრილი ჰყავდათ. მიცვალებული იქვე იწვა და ნაგაზები კარგი ჯარისკაცებივით ედგნენ ოთხივე მხრიდან და დაჰყმუოდნენ. ასეთი რამ, ჩემო ძამიკო, არც არსად გამეგო, არც არსად მენახა და ხმით ავტირდი. რომ დავმშვიდდი, ფერმიდან ტყეში ურემი მივიყვანე, ზედ მიხაკო დავასვენე და ლანჩხუთში, მის სახლში მივასვენე.

– საცოდავი მიხაკო. ჩემ გამო დაიღუპა. თქვა, დაზვერვაზე წავალო და მეწყერმა ჩაიტანა, – სინანულით თქვა მათემ.

– შენ რა შუაში ხარ, ჩემო ბონდო, ასეთი ბედი ჰქონია იმ საწყალს.

მათეს აღარაფერი უთქვამს კარლოსთვის. საწოლიდან წამოდგა, ჩაიცვა, შემდეგ იბანავა და მასპინძლებთან ერთად რომ ისაუზმა, პირატს უთხრა:

– რა ხდება ფოთში? ქალაქში რაიმე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავს?

– ხალხის დასანახავად არაფერი, მაგრამ, ვგრძნობ, რომ გამწარებულები გეძებენ. ინტუიციას არასოდეს უღალატია ჩემთვის და არც ახლა მგონია, ვცდებოდე. როგორც ეტყობა, ის ამერიკელები მართლა ძალიან მაგრები არიან, არ დაიჯერეს შენი დაღუპვა და გამალებით დაგეძებენ.

– აბა, მე რა გითხარი? რაც მე ფუღუროდან მოვისმინე, იმას ამტკიცებს, რომ ჩემი დაღუპვა არ დაიჯერეს.

– თანაც, აქეთ რომ მოვდიოდი, განგებ წამოვედი პოლიგონის მხრიდან, რომ იქაურობა დამეჩიჩმა.

– მერე?

– მერე ის, ჩემო ბონდო, რომ, იქაურობა საგულდაგულოდაა ბლოკირებული და, როგორც ერთმა ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომელიც შიგნით მუშაობს, სასადილოში, ტერიტორიაზე ექსპერტები ჩალიჩობენო.

– ექსპერტები, ხომ? – გაიმეორა მათემ.

– თანაც – ფირმები ალბათ, ამერიკელები. თურმე, ამ ვეებერთელა ტერიტორიაზე ადგილი არ დარჩენილა, რომ არ დაეშმონათ. მათ დიდი პინცეტები და პარკები ჰქონიათ. მიწიდან რაღაც ნივთებს იღებენ, პარკებში აწყობენ და ინახავენ.

– გასაგებია, – მწარედ ჩაეცინა მათეს, – ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაადგენენ, რომ ვერტმფრენის კატასტროფისას არ დავღუპულვარ და ტოტალურ ძებნას დამიწყებენ. ფოთი კი ძალიან პატარა ქალაქია და, დროზე თუ არ ავახვიე აქედან, ძალიან მალე დამიჭერენ.

– გეთანხმები, ბონდო, მაგრამ, თუ მასეა საქმე, სადაც არ უნდა დაიმალო, მაინც გიპოვიან.

– შეიძლება, ვერც მიპოვონ, თუ ჭკვიანურად მოვიქცევი, ამისთვის კი აუცილებელია ფოთიდან სასწრაფოდ წასვლა, მაგრამ ეს ძალიან სუფთად უნდა გაკეთდეს.

კოტიკო მშვიდად, მაგრამ ძალიან გაოცებული უსმენდა ბიძამისისა და მათეს საუბარს, თან ვერ გაეგო, რომელ ფუღუროზე და რომელ ექსპერტ-ამერიკელებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ, იმას კი მიხვდა, რომ ბონდო ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო და მას ამერიკელები გამალებით ეძებდნენ. თუმცა, რა დანაშაულისთვის, ვერ ხვდებოდა.

– თბილისში აპირებ გამგზავრებას? – ჰკითხა მათეს კარლომ.

– კი. ყველაზე კარგი ვარიანტი ახლა ესაა. მაგრამ, თუკი ასეთი შმონია, ფოთიდან როგორ გავაღწევ?

– მე გაგიყვან, ბონდო, – ლაპარაკში კოტიკო ჩაერთო, – ჩემი მიკროავტობუსით წაგიყვან და, გარანტიას გაძლევ, რომ საღ-სალამათს მიგიყვან, სადაც მეტყვი.

– როგორ მოახერხებ? – ჰკითხა პირატმა ძმისშვილს.

– როგორ, ბიძაჩემო და, ისე, რომ წყალი არ გაუვა. ერთი „კიტის“ საყვარელმა მთხოვა, დედაქალაქში ტავარი წამაღებინეო და ის რომ მანქანაში იჯდება, ვინ გაბედავს მის გაშმონვას?

– ვინ „კიტი“, რა ტავარი, რის საყვარელი? გარკვევით თქვი, კოტიკო, თორემ, ვერაფერი გავიგე, – მხრები აიჩეჩა კარლომ.

– ჭურში ზიხარ, კარლო ბიძია? – გაეცინა კოტიკოს.

– გაგაჭურებ, შე მამაძაღლო! – შეუღრინა პირატმა ძმისშვილს, – გარკვევით მითხარი, რაშია საქმე!

– რაშია, ბიძაჩემო და იმაში, რომ ჩვენი ქალაქის მერს ერთი მათხოჯელა ცოლი ჰყავს და ამის გამო საყვარელი გაიჩინა. ზინაა ერთი, ბაზრობაზე კოლგოტებს ყიდდა ადრე. ახლა კი, პირდაპირ ტერმინალიდან ხსნის ტავარს, თბილისში მიაქვს, აბარებს და მაყუთს ღუნავს. აი, ის ზინაა ერთი ჩინოსნის საყვარელი და იმიტომ ვერავინ გაჩხრიკავს ჩვენს მიკროავტობუსს, რომელშიც ზინაც იჯდება და ტავარს თბილისში გამოჰყვება. ახლა მიხვდი?

– კი მივხვდი, მაგრამ, იმ ჩინოსანს ისეთი რა გაუჭირდა, რომ თავის საყვარელს ტავარი არ აბარებინოს თბილისის ბაზრობაზე?

– არც არაფერი. იმან ეს არც კი იცის და ზინა მისი სახელით სარგებლობს.

– ახლა გასაგებია. როდის უნდა გაემგზავროთ თბილისში?

– ხვალ დილით. ჯერ პორტში უნდა მივიდე და მანქანა ტავარით დავტვირთო, მერე კი სახლში გამოვივლი, ბონდოს ჩავისვამ და, აიდა, თბილისში!

– თავს დებ, რომ ამ კაცს უვნებლად ჩაიყვან თბილისში?

– კი.

– იცოდე, კოტიკო, რამე რომ მოხდეს, ჩემი თავის მოკვლას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ჯიში და ჯილაგი ვერ ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაფიქრდი.

– არაფერი მოხდება, – თქვა მათემ, პირატს მხარზე მოუთათუნა ხელი და კოტიკოს უთხრა, – მე თანახმა ვარ, ხვალ დილით თბილისში მივემგზავრებით.

***

მეორე დღეს კოტიკო უთენია გავიდა სახლიდან, ნაშუადღევს დატვირთული მანქანით დაბრუნდა და დაასიგნალა.

– აბა, ჩემო ბონდო, შენ იცი. იცოდე, რომ ფოთში შენი ერთგული მეგობარი ცხოვრობს, რომელსაც პირატი ჰქვია და შენთვის თავს გაწირავს. სად მნახო და როგორ დამიკავშირდე – იცი, ამიტომ, თუ ოდესმე დაგჭირდი, მიხმე და შენთან გავჩნდები.

– ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, ძამიკო, შენი დიდი სიკეთე მეც გადამეხადოს. იმედია, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, – უთხრა მათემ კარლოს, გადაეხვია, გამოემშვიდობა და წავიდა.

– აი, ჩემო ზინაჩკა, ჩემი მეგობარი ბესო, – უთხრა კოტიკომ მერის საყვარელს, როდესაც მათე მანქანაში ჩაჯდა, – ჩვენთან ერთად იმგზავრებს თბილისამდე, ხომ არ გეწყინება?

– რაა საწყენი, – ეშმაკურად ჩაეცინა ზინას, მათეს ხელი გაუწოდა და გაეცნო, – ზინაიდა.

– ბესარიონი, – სერიოზული სახით თქვა მათემ და ქალის მზერას რომ მორიდებოდა, ტანსაცმლით გატენილ ფუთებს შორის ჩაჯდა, სახეზე ცხვირსახოცი აიფარა, რომ სახე დაეფარა და თავი მოიმძინარა.

მერის საყვარელი ზინა ოცდაათიოდე წლის ტანწერწეტა ქალი იყო და საკმაოდ კარგი გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ, პროვინციული მანერები, დაუხვეწავი საქციელი და უსიამოვნო ხმა მის გარეგნულ ღირსებებს აკნინებდა. ზინა უშვილო, ქმართან გაცილებული ქალი იყო და ოცნებობდა, იმდენი ფული დაეგროვებინა, რომ სადმე ტროპიკებში, ოკეანის პირას ეყიდა სახლი და საკუთარი ბარი გაეხსნა, სადაც თავად მოემსახურებოდა კლიენტებს. უწიგნურობის მიუხედავად, ჩინოვნიკის საყვარელი საკმაოდ გაქნილი ადამიანი იყო და თავის „სტატუსს“ მოხერხებულად იყენებდა. თანაც, არც სხვა კაცებთან დაწოლაზე ამბობდა უარს, თუკი ეს მას სჭირდებოდა ან უნდოდა. ასე რომ, ქალაქის ერთ-ერთი ბობოლა მისი ერთადერთი მამაკაცი არ იყო. სხვათა შორის ზინას მათეც მოეწონა. ხოლო, როდესაც ზვიადი ცხვირსახოცაფარებული დაწვა ფუთებში, ქალმა კოტიკოს ჰკითხა:

– რა სჭირს შენს მეგობარს?

– მანქანას ვერ იტანს, თანაც, ისე მაგრად სტკივა კბილი, რომ არაფრის თავი არ აქვს.

ზინა არ დააკმაყოფილა კოტიკოს პასუხმა, ამიტომ, მათესთან გადაბობღდა, სახიდან ცხვირსახოცი ააცალა და უთხრა:

– კბილი გტკივა?

– ძალიან.

– მერე, რა პრობლემაა, მე მოგირჩენ. ზურგზე დაწექი და მომენდე, – უთხრა მათეს ზინამ და ყბაზე ხელები მოუსვა, შემდეგ მასაჟზე გადავიდა და სხეულით მჭიდროდ მიეკრა მათეს.

– რას შვრები, ზინა, კაცი არ გაგუდო, – გასძახა კოტიკომ, რომელიც სარკიდან ადევნებდა თვალყურს ზინას მანიპულაციებს.

– წინ იყურე, წინ! სადმე არ გადაგვჩეხო ან რამეზე არ შეგვახეთქო! – ირონიულად მიუგო ქალმა კოტიკოს და ხელების ფათური განაგრძო.

„ფუი, ამის ნაბოზარი დედაც... ამ აშარაშკას ახურუშებაღა გვაკლდა“, – გაიფიქრა კოტიკომ, გარე სარკეს გახედა და შეცბა, რადგან მის მიკროავტობუსს ორი სირენებჩართული „ჯიპი“ მოსდევდა, რომლებიც სწრაფად წამოეწივნენ მას. შემდეგ აქეთ-იქიდან ამოუდგნენ და გაჩერება უბრძანეს.

– ზინა, აქეთ მოიხედე, – გამწარებით დაიყვირა კოტიკომ და მიკროავტობუსი გააჩერა.

გაჩერდნენ „ჯიპებიც“ და იქიდან ზინას საყვარელი და მისი ხუთი მცველი გადმოხტნენ. წინ ახალგაზრდა ჩინოვნიკი მორბოდა, რომელმაც კოტიკოს მიკროავტობუსის კარი უხეშად გააღო და სახეალეწილ ზინას უღრიალა:

– არ მჯეროდა, რასაც ხალხი ჭორაობდა და აი, ფაქტები თურმე, სიმართლე ყოფილა. ჩქარა გადმოდი!

– რის ჭორები, რა ფაქტები, რა გინდა ჩემგან? – კონტრშეტევაზე გადავიდა ზინა და ფეხმორთხმულმა დოინჯი შემოიყარა.

– ეს რა არის და სად მიბრძანდები? – კბილებში გამოსცრა ზინას სატრფომ.

– თვალები ერთ ადგილას გაქვს? ვერ ხედავ, რაც არის? აი, სად მივბრძანდები, შენი ჭკუის საქმე არაა.

– რაო, რა თქვი? აბა ერთი გაიმეორე! – გაოგნდა მერი.

– შენი ჭკუის საქმე არაა, სად მივდივარ! – უტიფრად გაიმეორა ზინამ, – გაიგე ახლა?

ჩინოვნიკი არ მოელოდა ასეთ პასუხს და წამოწითლდა. შემდეგ დაცვის წევრებს მოავლო თვალი და ზინას უთხრა:

– წინადადებას გაძლევ, სასწრაფოდ დატოვო ეგ მანქანა, ჩემთან გადმოჯდე „ჯიპში“ და წამოხვიდე.

– შენს ცოლს, შენს ძუკნა, მახინჯ ცოლს მიეცი წინადადებები და, თუ გინდა, სხვა რამეც... ჩემთან კი ასეთები არ გაგივა, მე ზინა ვარ და, შენ და შენნაირები სულ ფეხებზე მკიდიხართ და კიდევ ამ ადგილზე, რომელიც არ მაქვს, მაგრამ, ზოგ-ზოგიერთებს რომ აქვთ, ჯობია, არ ჰქონდეთ, რადგან მაინც არაფერში ადგებათ!

– რაო?.. რა თქვი, რა თქვი? – ენა დაება ჩინოვნიკს, რადგან, საყვარლის სიტყვები ცუდად ენიშნა.

– რაც გაიგე! გავიმეორო?

– არ გინდა. კარგი, კარგი, დამშვიდდი, – უცებ დაუყვავა ქალს, შემდეგ დაცვის წევრებს უთხრა, „ჯიპებში“ ჩამსხდარიყვნენ და იქ დალოდებოდნენ, ბოლოს კი კოტიკოსა და მათეს სთხოვა, თუ შეიძლება, მე და ზინა მარტო დაგვტოვეთ მანქანაში სულ რაღაც ხუთიოდე წუთით, მერე კი შეგიძლიათ, გზა განაგრძოთო.

მათე და კოტიკო მანქანიდან გადასვალას აპირებდნენ, მაგრამ, ზინამ, რომელმაც იგრძნო, რომ უკვე გამარჯვებული იყო, საყვარელს შეუღრინა:

– ესენი ფეხსაც არ მოიცვლიან აქედან, თუ რამის თქმა გინდა, მათ წინ მითხარი, არა და, აქედან აახვიე!

– კარგი, კარგი, ზინიკო, ნუ ცხარობ!

– ზინიკო? – სიტყვა გააწყვეტინა ზინამ, – ასე შენს გომბიოს მიმართე, ჰმ, ზინიკოო, ვინაა შენი ზინიკო?

– კარგი, ბოდიში, ბატონო, რა ბუზმა გიკბინა?

– რაო, ბუზმა გიკბინაო? – ხმას აუწია ზინამ და მერე ისე დაუბრიალა თვალები, რომ ამ უკანასკნელს ჟრუანტელმა დაუარა სხეულში და ქალს უთხრა:

– ნუ ბრაზობ, ზინა. შენი ნახვა მინდა. ძალიან მომენატრე და იმიტომ გამოგედევნე.

– იმიტომ, ხომ? – ირონიულად ჩაეცინა ზინას, – ტოჟე მნე, რომეო, აკი, ჭორაობენ და მაინტერესებდაო?

– ჰო, ეგეცაა. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ მართლა ძალიან მომენატრე.

– მოგენატრე და მოგენატრე, რა, მერე?! შენც, ახლა, მონატრებულმა ოქროს ბეჭედი არ წამომაცვა თითზე.

– როგორ მიხვდი, ძვირფასო? – თქვა ჩინოვნიკმა და აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და, რომ დარწმუნდა, მისი დაცვის წევრები ვერ ხედავდნენ, ჯიბიდან რაღაც ამოაცურა, ზინას თითზე წამოაცვა და უთხრა:

– ეს შენ – ჩემგან. ბედნიერად ატარე!

ზინამ ოსტატურად ნაკეთები ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი სხვადასხვა მხრიდან შეათვალიერა. როდესაც მისი ცქერით დატკბა, კოტიკოს ჰკითხა:

– როგორია?

– ძალიან მაგარი, ძალიან გიხდება და ძალიან გემოვნებითაა შერჩეული ძალიან კარგი კაცის მიერ.

– ესე იგი, ძალიან, ძალიან, ძალიან, ხომ? – გაიმეორა ზინამ. შემდეგ საყვარელს მიუალერსა, ცხვირზე აკოცა და უთხრა: – ასე არ ჯობდა, ძვირფასო?

– მაცალე, რო, ზინა? – ყალბი სიამაყით თქვა ჩინოვნიკმა, რაც მათეზე და კოტიკოზე იყო გათვლილი, რადგან ზინასთან დუელი მას თავიდანვე წაგებული ჰქონდა და ამით მხოლოდ ღირსეული კაცის პოზის დაჭერას ცდილობდა.

– კარგი, შევრიგდეთ, ჩაგეთვალა, – უთხრა ზინამ, – მაგრამ, გახსოვდეს, თუ როდესმე ასეთ კონცერტს მომიწყობ, აღარ გაპატიებ. ახლა კი უნდა წავიდეთ, გვეჩქარება.

– კარგი, ზინიკო, გაემგზავრეთ, მაგრამ, ძალიან გთხოვ, რომ ეს შენი ბოლო რეისი იყოს და თბილისში აღარ წაიღო ტავარი.

– ძველებურებს აგრძელებ?

– არა, ზინიკო, ძველებურებს კი არ ვაგრძელებ, უბრალოდ, ძალიან მეშინია, ასე რომ დადიხარ. გრძელი გზაა მაინც და ყველაფერი ხდება.

– თუ ასე გეშინია, მაშინ, დაცვა გამომაყოლე. ამდენი მუტრუკი რაში გჭირდება?

– უკეთესი მოვიფიქრე.

– აბა, ამოღერღე.

– პირად ბაზრობას გაგიხსნი და თბილისში სიარული აღარ დაგჭირდება.

– ეგ უკვე სულ სხვა პონტია, ყოჩაღ, მომწონს! თუ ბაზრობას გამიხსნი, მაშინ, ფეხსაც არსად მოვიცვლი და შენთვისაც მეტი დრო მექნება. როდის აპირებ?

– დღეის სწორს, ზინიკო. თითქმის ყველაფერი მზადაა და მცირე სამუშაოებიღა დარჩა.

– ძალიან კარგი. ერთ კვირაში ვნახოთ. ახლა კი უნდა წავიდეთ, გვეჩქარება.

– აბა, შენ იცი, ზინიკო, ფრთხილად, – უთხრა ზინას საყვარელმა და კოტიკოს მიუბრუნდა, – ყურადღებით იარეთ, მეგობარო, ფრთხილად იყავით! იცოდეთ, ამ ქალს გაბარებთ...

– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო ჩემო, – უპასუხა კოტიკომ, მანქანა ადგილიდან დაძრა და გზა განაგრძო, ზინას კი უთხრა, – ყოჩაღ, ზინაიდა, რა მაგრად გყოლია გამოჭერილი ეს მეფისტოლა კაცი!

– ამ სირს რა გამოჭერა უნდა, – ჩაეცინა ქალს, – შენ ლოგინში უნდა ნახო, როგორ იქცევა! რასაც ვეტყვი, ყველაფერს ასრულებს და, როგორც მინდა, ისე ვაჭენებ.

– სულ მალე ბაზრობის მეპატრონე გახდები და ჩვენისთანა ხალხს, ალბათ, არც კი შეხედავ.

– არ გრცხვენია, კოტიკო? – სერიოზული სახით თქვა ზინამ, – მე ჩემს მეგობრებს არასდროს ვივიწყებ და, სადაც მე ვიქნები, შენც იქ წაგიყვან. ჩათვალე, რომ უკვე ბაზრობაზე მუშაობ, კარგ პონტში.

– ვნახოთ, ვნახოთ, სულ რაღაც ერთ კვირაში გაირკვევა ყველაფერი.

ზინამ არაფერი უპასუხა კოტიკოს, კოპები შეიკრა და ჩაფიქრდა, თითქმის მთელი გზა კრინტი არ დაუძრავს და თბილისში რომ შედიოდნენ, წარბებაწეულმა, მედიდურად უთხრა კოტიკოს:

– ტავარს რომ ჩავაბარებთ და ფულს ავიღებ, ვაკეში წამიყვანე.

– ვაკეში რა გინდა?

– იქ მდიდრების მაღაზიაა და ჩემი შესაფერისი ტანსაცმელი უნდა ვიყიდო. ასე სიარული აღარ მეკადრება, – განუმარტა კოტიკოს ზინამ და იაფფასიან, თურქულ სამოსზე დაიხედა.

– ხედავ შენ? – ჩაეცინა კოტიკოს, – უკვე დაგეტყო, რომ ბაზრობის მფლობელი ხარ.

– ჯერ არა, მაგრამ, სულ მალე დამეტყობა.

– შენ ისე არ ქნა, ზინა-ჯან, რომ მერობა მოინდომო, თორემ, ამასაც კი არ შეგისრულებს შენი კაცი, – იხუმრა კოტიკომ.

– უნდა შეასრულებინო, – სერიოზული სახით თქვა ქალმა, – თორემ, თავისი ნებით არავინ არაფერს გაგიკეთებს.

– ვა, ზინა-ჯან, პოლიტიკაში აპირებ გაჩითვას? – არ ცხრებოდა კოტიკო.

– რატომაც არა? რა, პოლიტიკაში ცოტა ბოზი მოღვაწეობს?

– მე რომ მკითხო, იქ ყველა ბოზია, მაგრამ, შენ რა შუაში ხარ, გინდა, თქვა, რომ ბოზი ხარ? – გადაიხარხარა კოტიკომ.

– ახლა უკვე ბაზრობის მეპატრონე, – თვალი ჩაუკრა ზინამ კოტიკოს, – თანაც მომავალი პოლიტიკოსი და, ქალაქის მერი რომ გავხდები, ჩემი მეგობრებიც ჩემთან იქნებიან.

– „კამანდას“ აგროვებ, ჯიგარო?

– შენ იცინე, იცინე და, მერად თუ არ გავიჩითო, მაგასაც ნახავ!

– ღმერთმა ხელი მოგიმართოს, – უთხრა კოტიკომ ზინას და მანქანა იმ საწყობთან გააჩერა, სადაც ზინა ფოთიდან ჩამოტანილ საქონელს აბარებდა.

– აქ დამელოდეთ, გადავალ და „გავაიასნებ“, სად უნდა დავცალოთ ტავარი, მერე კი რესტორანში წავიდეთ, მე გეპატიჟებით, – თქვა ზინამ, მანქანიდან გადავიდა და საწყობისკენ გაემართა.

– ხედავ, ეს წაკლა რა ჩამოსხმაა? – უთხრა კოტიკომ მათეს, – მერობა არ მომინდომა?

– მოკლედ, ასე, ჩემო კოტიკო, – თქვა მათემ, ყველაფრისთვის მადლობა. ახლა კი უნდა წავიდე. მადლობა უთხარი კარლოსაც და პატივისცემა ჩემზე იყოს, ვალში ვარ თქვენთან და გადამეხადოს.

– სად მიდიხარ, ბონდო, ცოტაც მოიცადე და სადაც მეტყვი, იქ მიგიყვან.

– არა, ძმაო, ასე უფრო მაწყობს. ნახვამდის, – უთხრა მათემ კოტიკოს, გადაეხვია, გამოემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას...

***

მათე დიღმის გზატკეცილზე იდგა, მანქანის გაჩერებას ცდილობდა და გონებაში იმ გეგმის დეტალებს აზუსტებდა, რომელიც ფოთიდან თბილისამდე მგზავრობისას მოულოდნელად მოუვიდა თავში.

უკვე ბინდდებოდა, როდესაც ზვიადმა ჭონქაძის ქუჩაზე გააჩერებინა მანქანა მძღოლს და, რომ გაისტუმრა, ფეხით ფრთხილად აუყვა გზას ტყისკენ. შემდეგ ნაცნობ ბილიკს გაჰყვა, რომელსაც მშვენივრად იკვლევდა სიბნელეში, უზარმაზარ ლოდთან მდებარე საიდუმლო ხვრელში შეძვრა და მხოლოდ ამის მერე აანთო მაღაზიაში ნაყიდი ფანარი და გამოქვაბულში დამალული ალუმინის კეისი აიღო, ფრთხილადვე გამოძვრა უკან და მთაწმინდის ვიწრო ქუჩებით ქვევით დაეშვა.

მათემ საათს დახედა. ისრები შუაღამეს უჩვენებდა და ნაბიჯს აუჩქარა. უცებ კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომელიც საშინელ სეტყვაში გადაიზარდა და მათე იძულებული გახდა, რომ ერთ-ერთ სადარბაზოს შეფარებოდა.

– ეს რა ჩიტი მოფრენილა ჩვენს გალიაში? – მოესმა მათეს ქალის ხმა, შეტრიალდა და კიბეებთან მდგომ ქალ-ვაჟს მოჰკრა თვალი.

– წვიმას მოერიდა, რა, – განუმარტა გოგონას ვაჟმა, – მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენს ბადეში გაება!

– მოდი აქ, ბიძა-ჯან, შემოგვიერთდი! – ირონიული ღიმილით მიიხმო გოგონამ მათე და თითი დაუქნია.

„ეს ნაბიჭვრებიღა მაკლდნენ“, – გაიფიქრა მათემ და შარის თავიდან ასაცილებლად წასვლა დააპირა, მაგრამ ვაჟმა მას პისტოლეტი მიუშვირა:

– არც იფიქრო, ბიძაჩემო! ჩემოდანი მომეცი და ჯიბეები ამოაბრუნე!

მათეს კეისში 300 ათასი დოლარი ჰქონდა, რომელიც ექსტრემალური სიტუაციისთვის გადამალა თბილისში ყოფნის დროს და, ქალ-ვაჟს რომ თანხა ენახა, ზვიადს ცოცხალს არ დატოვებდნენ, თანაც, მათე უიარაღო იყო და შეიარაღებულისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. ამიტომ, სიტყვით სცადა მძარცველების შეჩერება და უთხრა:

– კეისში მხოლოდ და მხოლოდ ჭუჭყიანი საცვლები მიწყვია და, არ მგონია, მათი ნახვა მოგეწონოთ. ჯიბეები კი ცარიელი მაქვს, შეგიძლიათ, გამშმონოთ.

– ჩემოდანი მოიტა და ჩვენ თვითონ ვნახავთ, – უთხრა მათეს გოგონამ და კეისს წაეპოტინა, ვაჟმა კი ზვიადს პისტოლეტი მიაჭირა წელზე და აიძულა, რომ კეისისთვის ხელი გაეშვა.

გოგონამ კეისი იატაკზე დადო, გახსნა და აღტაცებით წამოიძახა:

– ნახე, რამდენი მაყუთია?! ღმერთო, ჩემო, ეს რა ბედნიერ ფეხზე ავმდგარვართ დღეს!

ფულის დანახვაზე, პისტოლეტმომარჯვებულმა ყმაწვილმა პირი დააღო და მათე გადაავიწყდა. ზვიადმა კი ამით ისარგებლა. ბიჭს პისტოლეტი წაართვა, გოგონას ხელი ჰკრა, კეისი დაკეტა და ქალ-ვაჟს უთხრა:

– ნაბიჭვრებო, იოლად გამდიდრება გინდათ, არა? ეგრე სადაა, ფული ძნელად იშოვება.

– ოღონდ, არა ჩვენთვის, – კბილებში გამოსცრა გოგონამ და მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნა მათეს პისტოლეტიდან, რომელიც ჯიბეში ედო.

ზვიადი არ მოელოდა ასეთ გაგრძელებას, მაგრამ არ დაბნეულა და გოგონას კეისი ესროლა, კბილებში მოარტყა და უგონოდ დააგდო. შემდეგ, პისტოლეტი აართვა და ქამარში გაირჭო. კეისს ხელი დაავლო, წასვლა დააპირა, მაგრამ სადარბაზოსთან საპატრულო მანქანა გაჩერდა, იქიდან ორი შეიარაღებული პოლიციელი გადმოხტა და სადარბაზოს მიაშურეს. ერთი პოლიციელი კიბესთან დარჩა, პარტნიორის დასაზვერად, მეორე კი პისტოლეტმომარჯვებული შევარდა სადარბაზოში, მათეს იარაღი მიუშვირა და იღრიალა:

– იარაღი დააგდე!

მათე კარგად იცნობდა იმ სახლს, რომლის სადარბაზოშიც იმყოფებოდა და იცოდა, რომ იქ ორი სათადარიგო გასასვლელი იყო. ამიტომ, კიბეებისკენ გაიქცა. პოლიციელმა კი მათეს ცეცხლი გაუხსნა და ერთი ტყვია კეისს მოარტყა კუთხეში. მათემ კი, პოლიციელის მიმართულებით ორჯერ ისროლა, ფეხში მსუბუქად დაჭრა და კიბეებს სწრაფად აუყვა.

დაზღვევაზე მყოფი პოლიციელი სადარბაზოში შევარდა, ძირს დაგდებულ კოლეგას დაადგა თავზე და ჰკითხა:

– დაჭრილი ხარ?

– ძალიან მსუბუქად. არა უშავს. მიდი, გაეკიდე და ააგდე!

პოლიციელი მათეს გაეკიდა. იატაკზე მწოლარე მძარცველმა ქალ-ვაჟმა კი პოლიციელს მიაძახეს:

– მიდი, მიდი, ააგდე, ჩემოდანში ბევრი ფული აქვს!

მათემ სამი სართული აირბინა, სახურავეზ ავიდა და მარცხნივ გაიქცა, სადაც მეზობელი სახლის სახურავზე გადასასვლელი ეგულებოდა. ახალგაზრდა პოლიციელი მარდად მისდევდა ზვიადს. რადგან, ერთი მხრივ, შეიარაღებული დამნაშავის შეპყრობის დაუოკებელი წყურვილი კლავდა, მეორე მხრივ კი, დაჭრილი კოლეგის გამო შურისძიება უნდოდა.

– შეჩერდი, შე ბოზო! – უყვიროდა პოლიციელი მათეს და რამდენჯერმე ესროდა. თუმცა, ერთი ტყვიაც ვერ მოარტყა.

ზვიადმა ოსტატურად გაირბინა სველი სახურავის „კარნიზზე“, მეზობელი სახლის სახურავზე გადახტა და თვალს მიეფარა. პოლიციელმა კი მაშველი ძალა გამოიძახა, კოორდინატები გადასცა და ბოლოს დაამატა:

– მეწყვილე დამიჭრა, შეიარაღებული და ძალიან საშიშია, ფრთხილად!

პოლიციელმა რაცია გათიშა და სირბილით გაჰყვა მათეს კვალს, მეზობელ სახურავზე გადახტა და ტემპს მოუმატა, მაგრამ უცებ ალუმინის კეისი მოხვდა კბილებში, სველ სახურავზე დაეცა და პისტოლეტი ხელიდან გაუვარდა. მათემ ყბაში მუშტი ამოჰკრა, გათიშა და გაიქცა.

ზვიადი ძალიან სწრაფად, ზუსტად მოძრაობდა და კარგად იცოდა, როგორ უნდა დასხლტომოდა ხელიდან პოლიციას, მაგრამ დაინახა, რომ იქაურობა თხუთმეტამდე საპატრულო მანქანით აივსო და სამოცამდე შეიარაღებულმა პოლიციელმა ალყაში მოაქცია ის კუთხე.

„დავაგვიანე. რა ოპერატიულად მოქმედებენ ეს ბოზები! – გაიფიქრა მათემ და გადაწყვიტა, რომ პირველივე ბინაში დამალულიყო და იქიდან ეცადა გაქცევა. ამიტომ, სწრაფად შეძვრა სხვენში, კიბეებზე დაეშვა და მესამე სართულზე მდებარე ბინაში დარეკა. ზვიადი ინსტინქტურად მოქმედებდა და არ ეგონა, თუ ასე მალე გაუღებდნენ კარს, მაგრამ რკინის შავი კარი გაიღო და ოცდაათიოდე წლის გოგონამ, რომელიც ვარდისფერ ხალათში იდგა ზღურბლზე, მათეს უთხრა:

– ჩქარა, შემოდით!

– მათე უზარმაზარ ბინაში შევიდა, რომელიც ლამაზად იყო გარემონტებული და მოწყობილი და ქალს უთხრა:

– გმადლობთ, რომ შემიფარეთ. გარეთ ისე წვიმს, რომ გაჩერება არ შეიძლება.

– ეს თქვენ გეძებენ პოლიციელები?

– დიახ.

– რა დააშავეთ?

– მძარცვავდნენ და თავი დავიცავი.

– კარგი – სანამ წავლენ, შეგიფარებთ!

– მადლობელი ვარ, მაგრამ, თქვენ გარდა აქ კიდევ არის ვინმე?

– არა, მარტო ვცხოვრობ.

– ასეთი მშვენიერი ქალი და მარტო ცხოვრობთ?

– რას იზამ, ჩემო კარგო. პოლიციელი ვარ და ყველა მერიდება, განსაკუთრებით კი – კაცები.

– პოლიციელი ხართ? – გაიმეორა მათემ და ქალს შეხედა, მაგრამ იარაღის ამოღება არც უფიქრია, რადგან ითაკილა და ჰკითხა: – დაპატიმრებას მიპირებთ?

– მე პოლიციელი ვარ და არა ჩამშვები. ზოგისთვის ეს ერთი და იგივეა, მაგრამ, არა ჩემთვის. თქვენი შეპყრობა რომ მდომოდა, უკვე გაკოჭილი მეყოლებოდით, – უთხრა ქალმა მათეს და მოულოდნელად ბორკილები დაადო ხელებზე, გაუღიმა და დაამატა: – აი, ხომ გითხარით!

მათე მოულოდნელობისგან გაშრა, ქალს ზიზღნარევი მზერა ესროლა და უთხრა:

– ვნანობ, რომ გენდეთ!

– სულ ტყუილად, – გაეცინა ქალს, მათეს ხელბორკილები მოხსნა და უთხრა: – უბრალოდ, გიჩვენეთ, რა შემიძლია. ჩემი სიტყვა ძალაში რჩება და როგორც კი პოლიციელებს გავისტუმრებ, გავახშმებთ. მერე კი მოგასვენებთ და ბოლოს თქვენს გზაზე გაგიშვებთ.

– პოლიციელებს გაისტუმრებთ? – გაიმეორა მათემ.

– დიახ, მათ, – გაიღიმა ქალმა და კარისკენ თითი გაიშვირა, საიდანაც ზარის ხმა გაისმა, – აი, ისინიც. თქვენ ჩემს საძინებელში დაიმალეთ. მე კი მათ გავისტუმრებ და მოგხედავთ.

მათე მიხვდა, რომ ქალი სიმართლეს ამბობდა, ამიტომ კეისს ხელი დაავლო და ქალის საძინებელში გაუჩინარდა. დიასახლისმა კი კარი გააღო და დერეფანში გამოჩენილ პოლიციელებს ჰკითხა:

– რაშია საქმე?

– გვაპატიეთ, ქალბატონო, მაგრამ თქვენი ბინა უნდა დავათვალიეროთ, – უთხრა ქალს კაპიტნის სამხრეებიანმა პოლიციელმა.

– რატომ?

– იმიტომ, ქალბატონო, რომ ეჭვი გვაქვს, თქვენთან შეიარაღებული ბოროტმოქმედი შემოიჭრა, რომელმაც პოლიციელი დაჭრა.

– რა სისულელეა, კარი მაგრად მაქვს ჩაკეტილი და ფხიზელი ძილი ვიცი. ვინმე რომ შემოსულიყო, აუცილებლად გავიგებდი. გარწმუნებთ, კაპიტანო, რომ აქ არავინაა და მისამართი შეგეშალათ.

– სისულელეა თუ არა, ამას ახლავე შევიტყობთ, – ლაპარაკში ლეიტენანტი ჩაერია და ძალით დააპირა ბინაში შეჭრა, მაგრამ ქალმა სილა გააწნა მას, ცხვირზე მაიორის საბუთი ააფარა და კბილებში გამოსცრა: – კრეტინო, მაგ პაგონებს ჩამოგახევ! შეიარაღებული დამნაშავე რომ აქ მოსულიყო, უკვე აგდებული მეყოლებოდა!

პოლიციელები გაშრნენ, მოიბოდიშეს და გაიძურწნენ. დიასახლისი კი საძინებელში შევიდა და მათეს გაუღიმა:

– კრეტინები! ძალით მომინდომეს სახლში შემოსვლა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3