კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 19 აგვისტოს, დილის ექვს საათსა და ოც წუთზე. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის სასურველი, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება, რა არის მისი კარმული მისია, რა დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება და რომელ უცხო ქვეყანაში მიაღწევს წარმატებებს?

პასუხი: ეს პიროვნება ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. დაავადებების მხრივ, მისთვის მეტად საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რადგან შესაძლოა, არტერიულ წნევასთან დაკავშირებით შეუქმნას მას პრობლემები. რაც შეეხება მის კარმულ-კოსმიურ მისიას: მან მეტად უნდა გამოავლინოს ხასიათში დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, ორგანიზებულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანად ხარჯვისა და გადანაწილების შესაძლებლობა. აუცილებლად უნდა იყოს უხალტურო მუშაკი. არ უნდა იზარმაცოს. როგორც მარტოხელა მებრძოლი, საქმეს უნდა მიუდგეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით. დაეყრდნოს დემოკრატიულ პრინციპებს. არჩევანის უფლება დაუტოვოს სხვებსაც. უნდა შეეძლოს სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება, დიპლომატიურობა, უანგაროდ დახმარება. ასევე, უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ეს ყოველივე მისი კოსმიური მისიაა და მეტად განაპირობებს მის ცხოვრებისეულ წარმატებებს. სასიყვარულო ურთიერთობაში კი მისთვის მისაღებია სასწორის, მერწყულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მოერიდოს ურთიერთობას კუროს, მორიელისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. უცხოეთი მისი კოსმიური მისია არ არის, თუმცა არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილო ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, ჩილე, შვედეთი, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, კანადა, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი. პროფესიებიდან კი კარგია და მისთვის წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა, სოციოლოგია, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობა, მობილური, აუდიო-ვიდეო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო საქმე.

კითხვა: დავიბადე 1993 წელს, ოთხშაბათს, ექვსის ნახევარზე. ვარ ინვალიდი, არ შემიძლია დამოუკიდებლად თავის მოვლა, არც სიარული შემიძლია. გონებრივად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მაინტერესებს მომავალი მაქვს თუ სულ სხვაზე უნდა ვიყო დამოკიდებული? მირჩიეთ რამე.

პასუხი: მართალია დაბადების წელი მიუთითეთ, მაგრამ საჭიროა დაბადების დღეც მიუთითოთ, რათა საჭირო და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია ერთი რამ დანამდვილებით გითხრათ, კერძოდ, არ უნდა დაკარგოთ ოპტიმიზმი, შეძლების ფარგლებში უნდა დაკავდეთ რაიმე საქმეთი. კარგი იქნება თქვენთვის ხელოვნებასთან ურთიერთობა. ცხოვრების იმედი კი ნამდვილად არ უნდა დაკარგოთ. თქვენ სახლშიც შეგიძლიათ აკეთოთ ისეთი რამ, რისი გაყიდვაც შეგიძლიათ. შეიძლება ადამიანი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდეს, მაგრამ აკეთოს სასიკეთო საქმე.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 29 ოქტომბერს, დილის ექვსი საათიდან შვიდ საათამდე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სამომავლოდ წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფია, იურისპრუდენცია, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, პოლიტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ასევე, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების და საკონსულოების დონეზე. ამ სფეროებში მეტად გელით სამომავლოდ წარმატებები.


скачать dle 11.3