კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამხედროები ინდოელი იოგას შიმშილობის მეთოდით დაინტერესდნენ


ინდოეთში 82 წლის იოგას მიმდევარი მამაკაცი ამტკიცებს, რომ 70 წლის განმავლობაში არსებობდა წყლისა და საკვების გარეშე და მხოლოდ ღვთის ელექსირით იკვებებოდა. პრალად ჯანი უკვე ექვსი დღეა ქალაქ აჰმადაბადის საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება, მედიკოსების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.

ექიმების მტკიცებით, მას ლეთარგიის არავითარი ნიშანი არ აღენიშნება, არ დაუკარგავს წონა, არ შეიმჩნევა გაუწყლოება, თავს შესანიშნავად გრძნობს.

ჯანი ყვება, რომ ექვსი წლის წავიდა სახლიდან და სწორედ ხეტიალის დროს შეიძინა უნარი გაეძლო საჭმლისა და სასმლის გარეშე. იკვებებოდა ღვთიური ელექსირით, რომელსაც მას ზეციდან უგზავნიდნენ.

ჯანის ისტორიით სამხედროები დაინტერესდნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ კვლევები მათ მისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობების ამოცნობაში დაეხმარება. ისინი ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში, შეიძლება ისეთი მეთოდის პოვნა, რომლის დახმარებითაც ჯარისკაცები და ნებისმიერი ადამიანი, რომლებიც სტიქიური უბედურების მსხვერპლნი გახდნენ, შეძლებენ საკვების გარეშე დიდი ხნის განმავლობაში გაძლონ, სანამ მაშველები იპოვნიან.

ექიმები ჯანის უკვე 15 დღეა აკვირდებიან. ადამიანების უმრავლესობას არ შეუძლია საკვების გარეშე 50 დღეზე მეტხანს გაძლოს. ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობა, რომელიც დარეგისტრირდა 74 დღეს შეადგენს.


скачать dle 11.3