კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრინც ჰარის ოცნება


ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ წარმატებით დაამთავრა ვერტმფრენის პილოტთა მომზადების კურსი და ახლა შეძლებს აისრულოს ოცნება – დაბრუნდეს ავღანეთში.

სენტ-ჯეიმსის სასახლეში, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ჩარლზის ორი შვილის რეზიდენციაში, ჰარიმ ჩააბარა საკვალიფიკაციო ჩათვლა – ორი საბრძოლო ვერტმფრენის Links-ის და Apoche-ის მართვაზე. უახლოეს დღეებში კი მან უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელ მანქანაზე სურს გააგრძელოს სამხედრო სამსახური.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჰარიმ უახლოეს პერიოდში უნდა განაცხადოს, კერძოდ, როდესაც ახალბედა პილოტების გამოშვების ცერემონია ჩატარდება და იგი მფრინავის დიპლომს მიიღებს. 25 წლის პრინცის სურვილს აუცილებლად გაითვალისწინებენ მეთაურები, როდესაც ბრძანებას გასცემენ ჰარის დანიშვნის შესახებ.

ლეიტენანტ ჰარის უკვე აქვს ერთი სამხედრო სპეციალობა – მსუბუქი სადაზვერვო ტანკის მეთაურისა. სახელდობრ, ამ ხარისხში მან სამხედრო სამსახური ავღანეთში 2007-2008 წლებში გაიარა.

გასული წლის ივნისში, როდესაც ის სწავლებას მფრინავის ოსტატობაზე გადიოდა, ჰარიმ განაცხადა: „როგორც ყველასთვის ცნობილია, დიდი სურვილი მაქვს, დავბრუნდე წინა ხაზზე. მე არ ვიცი, არის თუ არა ეს ვარიანტი უსაფრთხო. მაგრამ, უბრალოდ, შესანიშნავია დავბრუნდე ავღანეთში და ყველაზე კარგი შესაძლებლობა ამისთვის ვერტმფრენის მართვის ათვისებაა“.


скачать dle 11.3