კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საფრთხემ ჩაგვიქროლა


ასტეროიდი, რომელმაც 19 აპრილს დედამიწიდან 2,4 მილიონ კილომეტრზე ჩაიქროლა, ორჯერ უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ასტრონომები მოელოდნენ. ციური სხეული სახელწოდებით 2005YU55, 2011 წელს ისევ ჩაუქროლებს დედამიწას, მაგრამ უფრო ახლოს, ვიდრე ახლა.

ოთხი დღის განმავლობაში რადიოტელესკოპის საშუალებით ასტრონომები აკვირდებოდნენ ასტეროიდის მოძრაობას – ქალაქ პუერტო-რიკოს არესიბოს ობსერვატორიიდან; ასევე, „ნასას“ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადინაში მდებარეობს; კორნელის უნივერსიტეტიდან, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და მენის შტატის უნივერსიტეტიდან. მათ დაასკვნეს, რომ ობიექტი არის ნამსხვრევი, რომლის დიამეტრი 400 მეტრია და ამდენივეა სიგრძეში. აქამდე ითვლებოდა, რომ მოცემული ასტეროიდის ზომები ორჯერ უფრო მცირე იყო.

2005YU55 აღმოაჩინა რობერტ მაკმილანმა 2005 წლის 28 დეკემბერს. მაშინ ციურმა სხეულმა დედამიწას იმ მანძილზე ჩაუქროლა, რომელიც ექვსჯერ აღემატება დაშორებას დედამიწასა და მთვარეს შორის.

ასტეროიდი მზის ირგვლივ მოძრაობს და 2011 წლის 8 ნოემბერს კვლავ ჩაუვლის დედამიწას, მაგრამ გაცილებით ახლოს, 307 577 კილომეტრის მანძილზე. ასტრონომების შეფასებით, ამ ობიექტის დედამიწასთან შეჯახების საშიშროება შემდეგ წელსაც არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კოსმოსიდან მოსული ობიექტის დაბრუნებას ასტრონომები ფხიზლად დააკვირდებიან.

2005 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა დაავალა „ნასას“ მოამზადოს იმ ასტეროიდებზე დაკვირვების გეგმა, რომელთა დედამიწასთან შეჯახებამ, შეიძლება, კატასტროფულ შედეგებამდე მოგვიყვანოს.


скачать dle 11.3