კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინელები სიკვდილით დასჯილთა ორგანოებს ყიდიან


ჩინეთის ხელისუფალნი სიკვდილით სულ უფრო მეტ პატიმარს სჯიან, რათა მათი შინაგანი ორგანოები უცხოეთში გაყიდონ. თუ ადრე სიკვდილით ძირითადად, აკრძალული კვაზიბუდისტური ორგანიზაციის „ფალუნგუნის“ წევრებს სჯიდნენ, ახლა ეს პრაქტიკა ტიბეტელებზე, ქრისტიანებზე, არაოფიციალური „ოჯახის ეკლესიების“ მიმდევრებსა და მუსლიმ უიგურებზეც ვრცელდება.

მხილებებით გამოვიდნენ ებრაელების ორგანიზაცია „ბნაი ბრიტის“ კანადის განყოფილების წარმომადგენელი, ადვოკატი დევიდ მეიტასი და „დემოკრატიის დაცვის“ ორგანიზაციის წარმომადგენელი – იტან გატმენი. მათი განცხადებით, კვლევების საფუძველზე გამოააშკარავეს ფაქტები, მაგალითად, „ფალუნგუნის“ დაახლოებით 9 000 წევრი სიკვდილით დასაჯეს მხოლოდ იმისთვის, რომ მათი ფილტვები, ღვიძლი, თირკმელები და კანი გამოეყენებინათ.

გატმენის სიტყვებით, ერთი ადამიანის ორგანოებში მსოფლიო ბაზარზე 100 ათას დოლარს იხდიან. დანაშაულის მხილება ორგანოების ამოღების შესახებ ყოფილი პატიმრებისა და მათი ნათესავების საუბარზე დაყრდნობით მოხდა. ასევე გამოიყენეს სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ჩინეთის მთავრობამ გამოაქვეყნა.

თავის მხრივ, ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვან ბაოდლენმა განაცხადა: „ორგანოების ამოღების შესახებ ცნობა მტკნარი სიცრუეა – ეს „ფალუნგუნის“ პროპაგანდისტული ტაქტიკაა“. მან ამ მოძრაობას საზოგადოებისთვის მავნე უწოდა. მისი თქმით, ეს ორგანიზაცია ცდილობს, დაარღვიოს სოციალური სტაბილურობა ჩინეთში და გააუარესოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის.

გავიხსენოთ, რომ ამ წლის მარტში მადრიდში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია დონორის ორგანოების ტრანსპლანტაციის შესახებ. მასში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ხუან ჟეფუმ. იგი დაწვრილებით შეჩერდა იმ ძალისხმევაზე, რომელსაც ჩინეთის მთავრობა ახორციელებს ორგანოებით არალეგალურ ვაჭრობასთან ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, იგი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ჩინეთში „ძველებურად მუშაობს საავადმყოფოები, სადაც დონორის ორგანოებით არაკანონიერად ვაჭრობენ“. თუმცა ტრანსპლანტოლოგების არაკანონიერი მოქმედების შედეგად რვა საავადმყოფომ უკვე დაკარგა ლიცენზია.


скачать dle 11.3