ანეგდოტები
***
დღეს გოგონა გავიცანი, კი არ უნდოდა, მაგრამ ჩემი გავიტანე?
– როგორ?
– ქუჩაში უცნობებს არ ველაპარაკებიო და სადარბაზოში შევათრიე.
***
რესტორანში.
– თუ შეიძლება, მომიტანეთ...
– იცით, ჩვენ მხოლოდ კატლეტი და პიურე გვაქვს.
– კი მაგრამ, მენიუში არაჩვეულებრივი კერძების ჩამონათვალია!
– ეს მადის აღსაძვრელად...
***
– კიდევ ვერაფერი დაიჭირე?
– ცდები, ვეებერთელა თევზი დავიჭირე.
– მერე, სად არის?
– სადღაც დაცურავს, ჩემს ანკესთან ერთად, დამპალი!..
***
ოპტიმისტი სწავლობს ქართულს.
პესიმისტი – რუსულს.
რეალისტი სწავლობს ბიზნესში დამკვიდრების მეთოდებს.
ინგლისურს სწავლობს ის, ვინც რეალობასთან გაწყვიტა კავშირი.
იარაღის მოხმარებას კი თვითმკვლელები სწავლობენ.
***
რესტორანში:
– ოფიციანტო, ანგარიში მომიტანეთ, უნდა გადავიხადო!
– ეცადეთ, ვნახოთ, როგორ გადაიხდით...