ანეგდოტები
***
ქმარი: მოდი, საწოლზე ვიხტუნაოთ, მეზობლებს ეგონოთ, რომ სექსი გვაქვს!
ცოლი: ხვალ დილით კი თეფშებზე ჩანგლები ვაწკარუნოთ, ეგონოთ, რომ საუზმე მოგიმზადე!
***
მამაკაცს, რომელიც იპარსავს დილით – უფროსობა უყვარს.
მამაკაცს, რომელიც იპარსავს საღამოს – უყვარს ქალი.
მამაკაცს, რომელიც იპარსავს დილასაც და საღამოსაც – უფროსობაც უყვარს და ქალიც.
მამაკაცი, რომელიც უფრო ხშირად იპარსავს – მაზოხისტია.
მამაკაცი, რომელიც საერთოდ არ იპარსავს – ეგოისტი.
***
წარწერა გადასასვლელზე:
„დაფიქრდით ქუჩაზე გადასვლის წინ, გადასვლის შემდეგ იმქვეყნად არ აღმოჩნდეთ“.
***
სექსი ტელეფონით:
– ო, ჩემი გულის ოცნებავ, შეუდრეკელო სუპერმენო, მაგარი ხარ! მე უკვე ფეხების მოხდენილი მოძრაობით ფეხსაცმელები იატაკზე დავყარე, ახლა კოლგოტს ვიხდი, აი, ლიფი გავიხსენი და ვისვრი ოთახის კუთხისკენ...
– სტოპ! ახლავე აკრიფე ყველაფერი და აკურატულად დააწყვე!