კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


თოფაძე

ისტორიულ წყაროებში გვხვდება ჩანაწერი: მეჯვრისხეობის მახლობლად განჩინებაში მოწმედ და დამსწრედ დასახელებულია „ბაღდანდორელელი ხინჩილაშვილი თოფი, იმის მამა შიო. მამა-შვილი შიო და თოფი ნამდვილად ქართველი მთიელები არიან. ხინჩლაშვილ-ხონჩლაშვილი და მათი სახელი – ინჩლა, მხოლოდ და მხოლოდ ქართული გვარ-სახელებია.

ასე რომ, თოფაძეების გვარის ფუძეა სახელი თოფი.

ასევე, გვხვდება გვარები: თოფჩიშვილი, თოფჩიევი, თოფჩიაშვილი, თოფჩიძე, მეთოფიშვილი. თოფჩი მეთოფეს ნიშნავს.

თოფჩიაშვილი კი ებრაული გვარია.

საქართველოში 53 თოფაძე ცხოვრობს: თბილისში – 35, საგარეჯოში – 13, ბათუმში – 1. არიან სხვაგანაც.

ჩალათაშვილი

კახური საგვარეულოა. გვარის ფუძეა მეტსახელი ჩალათა, დაფიქსირებულია შოშიაშვილის სახინჯარში.

საკუთარი სახელიდან ჩალა კი, რამდენიმე ქართული გვარია ნაწარმოები, მაგალითად, ჩალაძე. ჩალაძეთა წინაპრები სიდამონიძეები ყოფილან. ქართლიდან ბატონს გამოქცევიან და პირველად ნაკიეთში დასახლებულან.

კახეთში, კერძოდ კი სიღნაღშია წარმოშობილი გვარი ჩალაბაშვილი, აქაც ფუძეა ჩალა-ბა და ძე.

რაც შეეხება ჩალათას, ხელობა-საქმიანობიდან უნდა იღებდეს სათავეს. წინაპრები, როგორც ჩანს, მშვილდისა და შუბის ბუდეების მკეთებელნი ყოფილან. სულხან-საბა ბრძანებს, „ჩალათა ესე არს მშვილდისა და შუბისა და მისთანათა შთასადებელი, განა წიგნთა და უსტართა შთასადებელი, რომელსა მსოფლიონი ბუდედ უწოდებენ“.

საქართველოში 739 ჩალათაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 417, თბილისში – 136, საგარეჯოში – 70. არიან სხვაგანაც.

შამილიშვილი

ჩრდილოკავკასიის ხალხების გამოჩენილმა წინამძღოლმა, სახელად შამილმა, რომელიც წინ აღუდგა რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას და საყოველთაო შეიარაღებული ბრძოლა გააჩაღა, კიდევ უფრო გააღრმავა ხალხის სურვილი, რომ შვილებისთვის სახელად შამილი დაერქმიათ. შამილი უფრო ფართოდაა გავრცელებული აჭარაში. გაჩნდა გვარი შამილაძე და შამილიშვილი.

ზოგი გორგაძე შამილაძედ ჩაწერილა, ისეც მომხდარა, რომ არაბული სახელი შამლუ შამილაძედ გადაკეთებულა.

იოსებ ბექირიშვილის მიხედვით, შამილი დაღესტნიდან მომდინარეობს, რომელიც მიღებულია ძველებრაულ სამოელ-სამოილიდან, ისე, როგორც ქართული გვარი სამველიძე, რაც ღმერთის მიერ შესმენილს ნიშნავს.

საქართველოში 315 შამილიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 267, ბათუმში – 32, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.

მარიამული – მარინდაშვილი

მარიამული და მარინდაშვილი ერთი და იგივე გვარია. მარიამი ძველებრაული სახელია და, მოეპოვება რამდენიმე განმარტება: „შეუპოვარი“, „დაუმორჩილებელი“, „უარმყოფელი“, „მწარე“, „ქალბატონი“, „საყვარელი უფლისა“. ყველაზე სავარაუდოდ კი ითვლება პირველი მნიშვნელობა.

„მარიამული დემეტრე იყო მოწმე გიორგი ზანდარაშვილის მიერ დიღმის წმიდა გიორგის ეკლესიისთვის მიცემული მამულისა და კულუხის შეწირულობის წიგნისა“ (1606-1615 წლები).

„მარიამული ესტატე, იგივე მარინდაშვილი ესტატე, მოწმე იყო დათუნასი მიწის ნასყიდობის წიგნში“ (1669 წელი).

მარინდაშვილი (იგივე მარიამული), თანდილა კი მოიხსენიება 1656 წელს.

საქართველოში 102 მარიამული ცხოვრობს: თბილისში – 24, მცხეთაში – 78; მარინდაშვილები კი დღეს აღარ ჩანან.

მარდალეიშვილი

ვარაუდით, გვარის ფუძეა ბერძნული საკუთარი სახელი მარდალი (წმიდა მოწმე მარდარი).

გვარი პირველად მოიხსენიება 1545 წელს. გვხვდება ფორმით – მარდალაიშვილი.

„მარდალაიშვილი მაღლაკს მცხოვრებს, ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა: სადილით პურის ჭამა და ფარეშობით სამჩხური“ (1578 წელი).

„მარდალაშვილი გოგილთა ფარცხანაყანევს მცხოვრები, ბაგრატ მეფემ შესწირა გელათის ეკლესიას. ევალებოდა ორმოცი კოკა ღვინო, ორი თეთრი“ (1545 წელი).

„მარდალასშვილი დედულისა, ფარცხანაყანევს მცხოვრები, ევალებოდა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ორმოცი კოკა ღვინო, ორი თეთრი“ (1621 წელი).

საქართველოში 810 მარდალეიშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 386, წყალტუბოში – 245, თბილისში – 98. არიან სხვაგანაც.

ელიაური – ილურიძე

გვარი სათავეს იღებს ბიბლიური სახელიდან – ელია. ამავე ძირისაა გვარები: ელიავა, ელიაური, ელიაძე, ელიკაშვილი, ელიკაური, ელვაშვილი.

ელიაური ილურიძეებიდან წარმოშობილ გვარადაა მიჩნეული. კერძოდ, ჭურთიდან გადმოსახლებული ილურიძეების შთამომავლებად ითვლებიან.

ჭურთის ხევს, ილურთ კარს, ქსნის ერისთავთა ყმებად მოიხსენიებიან: ილურიძე, გიორგიშვილი, ნიკოლოზიშვილი, ბიბილასშვილი, აბრამისშვილი, ილურისძე, ქიტიასშვილი, ბერიშვილი, შიოშვილი, გოდერძიშვილი, მანძულაშვილი, ხუტიაშვილი, ლევანაშვილი, ქურთაულისშვილი. ყველა ზემოთ მოხსენიებული გვარი ილურიძეთა ნაყარი გვარებია.

ილურიძიდანაა ნაწარმოები გვარი დათუნაშვილი.

საქართველოში 376 ელიაური ცხოვრობს: გორში – 291, თბილისში – 81, მარნეულში – 4.

2 005 ილურიძე: თბილისში – 712, კასპში – 452, გორში – 262. არიან სხვაგანაც.

ხოხობაშვილი

ხოხობაშვილებს მიაჩნიათ, რომ მათი გვარი თბილისის დაარსებასთან და თბილ წყლებში ჩავარდნილ ხოხობთანაა დაკავშირებული.

კეკელაშვილები აშოტ კეკელასა და მისგან ბაგრატიონებს მიიჩნევენ წინაპრებად, კუხიდან წარმოშობილად მიაჩნიათ გვარი კუხალაშვილებსა და კუხალაიშვილებს და ასე შემდეგ.

ხოხობაშვილების სამშობლოა მატანი, ახმეტის რაიონი. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან ხოხობა. ამავე ძირისაა გვარი ხოხობაია.

საქართველოში 651 ხოხობაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 500, თბილისში – 79, თელავში – 18. არიან სხვაგანაც.

25 ხოხობაია: ფოთში – 19, მარტვილში – 6.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3