კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალგაზრდა მილიონერებს მანჰეტენზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ბინა ეკუთვნით


ამერიკული პრესის ინფორმაციით, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ცათამბჯენში ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა _ სილვეინ მიროჩნიკოფმა და რებეკა მერსერმა სარეკორდოდ დიდი საცხოვრებელი ბინა შეიძინეს, რომლის მასშტაბებმაც ბევრის მნახველი ამერიკელებიც კი გააკვირვა. მათ რივერსაიდის ბულვარში მდებარე შენობაში 3 სართულზე განლაგებული 6 ელიტური ბინა შეისყიდეს და ერთ ბინად გაერთიანებას აპირებენ. საცხოვრებელი ბინის ფართობი, რომელშიც 17 საძინებელი ოთახია, 1,3 ათასამდე კვადრატული მეტრია, რაც ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ქალაქ ნიუ-იორკის მერის რეზიდენცია და მეოთხედით დიდი – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციაზე თეთრ სახლში. სილვეინ მიროჩნიკოფსა და რებეკა მერსერს 16 თვე და 28 მილიონი დოლარი დასჭირდათ იმისთვის, რათა 41-სართულიან ცათამბჯენში, რომელიც მდინარე ჰუძონს გადაჰყურებს, 6 აპარტამენტი შეეძინათ. ისინი კიდევ უფრო დიდი ფართობის შეძენასაც აპირებდნენ, მაგრამ მეზობელი ბინების მფლობელებმა კატეგორიული უარი განაცხადეს თავიანთი საკუთრების გაყიდვაზე. რეალტორები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა წყვილის ახალი საცხოვრებელი ბინა ყველაზე დიდია მსოფლიოში. სილვეინ მიროჩნიკოფი და რებეკა მერსერი, რომლებიც 2003 წელს შეუღლდნენ, პრესასთან საუბარს თავს არიდებენ.


скачать dle 11.3