კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თბილისელების“ სამზარეულო


სალათა „ვიტამინი“

საჭირო ინგრედიენტებია: 2 ცალი სტაფილო, 1 ჭარხალი, 2 ცალი კარტოფილი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 1 ცალი ყვითელი ხახვი (მომცრო ზომის), 2 ცალი ცოცხალი კიტრი, 1 ცალი წითელი ხახვი, 1 კონა ოხრახუში, 1 სადილის კოვზი ღვინის ძმარი, 1 სადილის კოვზი მდოგვი, 300 გრამი მაიონეზი, 100 გრამი კომბოსტოს მწნილი (ჩხირებად დაჭრილი), რამდენიმე ცალი ზეთისხილი, მარილი, შავი პილპილი.

მომზადების წესი: სტაფილო, ჭარხალი და კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ. გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. ჭარხალი მოათავსეთ ცალკე, დაასხით 1 სადილის კოვზი ზეთი და შედგით მაცივარში.

ყვითელი ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად. კიტრი დაჭერით კუბიკებად. წითელი ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად, მწვანილიც კარგად გარეცხეთ, შეაშრეთ და ძალიან წვრილად დაჭერით.

სოუსისთვის ერთმანეთში აურიეთ ძმარი, მდოგვი და მაიონეზი. შეაზავეთ ცოტა მარილითა და შავი პილპილით. სულ ურიეთ და ისე ჩაამატეთ დარჩენილი ზეთი.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ თასზე. მოაყარეთ კომბოსტოს მწნილი, მოასხით სოუსი, გადაურიეთ და მოაყარეთ ოხრახუში, მორთეთ ზეთისხილით.


скачать dle 11.3