„თბილისელების“ სამზარეულო
„ხილის სამოთხე“
საჭირო ინგრედიენტებია: 2 კვერცხის გული, 70 გრამი შაქარი, 200 მილილიტრი ანანასის „იოგურტი“, 100 გრამი დაკონსერვებული ანანასი, 1 ცალი გარგარი (ან ატამი), 200 გრამი ჟელატინი, 500 მილილიტრი 30-პროცენტიანი ნაღები, პიტნის ფოთლები – მოსართავად.
მომზადების წესი: კვერცხის გულები და შაქარი ერთად ათქვიფეთ ძალიან კარგად. დაუმატეთ იოგურტი და ათქვიფეთ ბლენდერით. ანანასის ნაჭრები დაწურეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით. გარგარს მოაშორეთ კურკა და რბილობი თხელ ფირფიტებად დაჭერით. ანანასისა და გარგარის ნახევარი ჩაყარეთ იოგურტის სოუსში, მეორე ნახევარი შეინახეთ. ჟელატინიც ათქვიფეთ ბლენდერში. როცა გაფუვდება, დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე და ფრთხილად ურიეთ, სანამ კარგად არ გადნება. შეურიეთ იოგურტს და ხილს, აურიეთ კარგად. ჩაასხით ფორმაში და გაყინეთ 4 საათის განმავლობაში. გამოიღეთ, მოასხით ზემოდან ნაღები და მორთეთ დარჩენილი ხილით. გამოიყენეთ პიტნის ფოთლებიც.