„თბილისელების“ სამზარეულო
კოქტეილი „ვარეკაი“
საჭირო ინგრედიენტებია: 50 მილილიტრი არაყი „გრეი გოსი“, 50 მილილიტრი პურის ბურახი, 50 მილილიტრი ვანილის ნაღები, ყინული.
მომზადების წესი: არაყი, ბურახი და ყინული აურიეთ შეიკერში. ჩაასხით წინასწარ გაცივებულ ბოკალში („მარტინის“ ბოკალში), ზემოდან ერთ ფენად მოასხით ნაღები. მორთეთ შოკოლადის ბურბუშელით.