კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სუზანა ცემას გადარჩა


ბარსელონა-ინტერის შეხვედრა მასპინძლებმა კი მოიგეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ორი მატჩის ჯამში, იტალიელები გავიდნენ. შეხვედრის შემდგომ „ინტერის“ ფეხბურთელთა ოჯახის წევრები მილანში სპეცრეისით ბრუნდებოდნენ. მათ შორის გუნდის კიპერის, ჟული სეზარის ცოლი, სუზანა ვერნერიც იყო. სუზანა ის ქალია, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიელ რონალდოს რომ ყვარობდა და ტელეკამერებიც მას ხშირად აფიქსირებდნენ.

მოკლედ, სუზანა აეროპორტში მივიდა და გაარკვია, რომ თვითმფრინავს გაფრენა ერთი საათით აგვიანდებოდა. ვერნერმაც აეროპორტის ფოიეში ფოტოების გადაღება დაიწყო და მას მაშინვე უშიშროების სამსახური ეახლა. აქაოდა, უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტის შიდა ტერიტორიის გადაღება აკრძალულიაო. სუზანამ აპარატი შეინახა და თან დააყოლა, ჟულიო სეზარის ცოლი ვარო.

„ამხელა ქალი ხარ და არ იცი, რომ გადაღება არ შეიძლება? თუ ტვინი საერთოდ არ გაქვს“, – ასე მიმართა მას პოლიციელმა.

„თავიდან ისინი ძალიან გულისხმიერად მექცეოდნენ, მერე კი, როცა ჩემი ვინაობა დავასახელე, აგრესიულები გახდნენ. მგონი, წაგება ყველას უნდა შეეძლოს. ახლა ვხვდები, რომ ცემას გადავრჩი“, – ეს განცხადება სუზანამ იტალიაში ჩასვლის შემდეგ გააკეთა.


скачать dle 11.3