ვუდსის იდილია დასრულდა
ბევრს ეცადა ტაიგერ ვუდსი ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა. მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი სპორტსმენი იძულებული გახდა სასამართლოში მისულიყო და ადვოკატებთან ერთად განქორწინების პროცესი დაეწყო. ყველაფერი კი მას შემდეგ აირია, რაც ვუდსის მეზობელი ქალი, ვინმე რეიჩელ კუდრიე ალაპარაკდა. მოგეხსენებათ, ვუდსს ცოლი გაექცა, თუმცა ტაიგერმა მოახერხა და მეუღლე შემოირიგა. ჰოდა, ცოლმა პრესასთან აღიარა, ქმარს იმიტომ შევურიგდი, რომ ყველა ღალატში გამოტყდა და საერთო ჯამში, ექვსი ქალი ჰყოლიაო. სკანდალიც ამის შემდეგ აგორდა.
„ექვსი ქალი? ეს რომ წავიკითხე, კინაღამ სიცილით გავიგუდე. მეშვიდე მე ვარ და საერთოდ, ვუდსი ამბობდა, აღრიცხვას ვაწარმოებ და ას ქალს უკვე გავცდიო“, – ეს განცხადება რეიჩელ კუდრიევს ეკუთვნის.
ჰოდა, ცოლმა ამდენი ვერ აიტანა და განქორწინებაზე სარჩელიც შეიტანა. მეორე მხრივ, ვუდსსაც უნდა გავუგოთ, – როგორი საქმეა ასი ქალის დამახსოვრება, რაც ახსოვდა, ის აღიარა, რა.