კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ყირიმელმა გოგონამ 18 წლის უნახავი მამა ერთ კვირაში და რატომ ნერვიულობს იგი საახალწლოდ საქართველოში ჩამოსვლის წინ

24 წლის სოფია ზაალის ასული ჯანელიძე  ეძებდა 47 წლის ზაალ იაგოს ძე ჯანელიძეს.

– სოფო, საინტერესოა, რა გახსოვს მამაშენზე, თქვენ ხომ ერთმანეთი მთელი 18 წელი არ გყავდათ ნანახი. მოგვიყევი, რა რეაქცია გქონდა, როდესაც დაგირეკე და გითხარი, მამაშენი ნაპოვნია და ელოდება შენს ზარს-მეთქი?

– როდესაც პატარა ვიყავი, დედა ხშირად მიყვებოდა მამაზე, მიამბობდა, როგორ მატარებდა იგი ხელში აყვანილს, როგორ ვუყვარდი მამას. უმამოდ ვიზრდებოდი, მაგრამ ყოველთვის მახსოვდა და მიყვარდა, ყოველთვის მინდოდა მისი ნახვა, მასთან შეხვედრა, მასთან თამაში, ისე, როგორც სხვა ბავშვები თამაშობდნენ თავიანთ მამებთან. პატარაობაში სულ ბიჭებთან მიწევდა მეგობრობა, რადგან „ქალაბიჭა“ ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, ფეხბურთსაც ვთამაშობდი და კლასში ყველა ბიჭთან ჩხუბშიც ვარ შეჯიბრებული. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ყოველთვის მინდოდა მამა გვერდით მყოლოდა და ამის კომპენსაციას ვახდენდი ჩემი, ასე ვთქვათ, „ბიჭობით“. ჩემს ცხოვრებაში არც ერთი დაბადების დღე არ გასულა ისე, რომ მამაჩემის მოლოდინში არ ვყოფილიყავი, სულ მეგონა, რომ ახლა გააღებს კარებს და შემოვა, დამიბრუნდება, მომილოცავს-მეთქი. ამ ყველაფრის ფონზე თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდა, როდესაც დამირეკეთ და შემატყობინეთ, რომ მამაჩემი იპოვეთ და რომ ის ჩემს ზარს ელოდება. სიხარულისგან ტირილი დავიწყე, ძალიან ბევრი გრძნობა მომერია ერთდროულად: უპირველესად – სიხარული, ბედნიერება, ინტერესი, თუ რას მეტყვის, რას ვეტყვი; სევდა იმის გამო, რომ ამდენი წლის განმავლობაში დაშორებულები ვიყავით და, ბოლოს, რა თქმა უნდა, დიდი რიდი – მეშინოდა კიდეც, იქნებ სულ არ უნდოდა ჩემს მამიკოს, რომ მე ის მეპოვა…

– როგორი იყო თქვენი პირველი საუბარი? როგორც მამაშენმა მითხრა, ისიც გეძებდა. რას გეგმავთ ამჟამად, სად და როდის უნდა შეხვდეთ ერთმანეთს?

– ძალიან განვიცდიდი, მთელი დღე შინაგანად ვემზადებოდი, ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა მამაჩემისთვის. როგორც იქნა, დადგა საღამო და დარეკვა გავბედე. მამაჩემმა მაშინვე მიცნო ხმით. ორივე ძალიან ემოციურად ვიყავით განწყობილი. მე ჩემი ცხოვრების შესახებ მოვუყევი, მან – თავის ცხოვრებაზე. სუნთქვა მეკვრებოდა, ისე განვიცდიდი და ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მამაჩემს, როგორც ვფიქრობდი, ჰყავს თავისი ოჯახი, მაგრამ მე დავიწყებული არ ვყოლივარ და ჩემი მოძებნა უნდოდა. ორივეს გაგვიკვირდა, რომ ამდენი ხნის დაკარგულ მამა-შვილს ასე მოკლე დროში გვაპოვნინეთ ერთმანეთი. დიდი მადლობა ამისთვის თქვენ და ჟურნალ „თბილისელებს“. თქვენ რომ არა, ჩვენ ასეთი ბედნიერები არ ვიქნებოდით. მამამ მითხრა, რომ მისი ოჯახის წევრებმაც იციან ჩემ შესახებ და უნდათ ჩემი გაცნობა. მათთან ჩამოსვლას და მათ გაცნობას ახლო მომავალში ვაპირებ, შეიძლება, საახალწლოდაც მოვახერხოთ და მე და მამაჩემი საქართველოში ერთად ჩავიდეთ და სამტრედიასაც, მამაჩემის მშობლიურ ქალაქსაც ვნახავ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ მამაჩემის მეორე ოჯახი ასე თბილად მიიღებდა ჩემ გამოჩენას და ნახვასაც მოინდომებდა, ეს ყველაზე მეტად მახარებს. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და როდის გავიცნობ ჩემს ნათესავებს და გულში ჩავიკრავ ჩემს ბებია მაგულისა და ბაბუა იაგოს. ძალიან გამიხარდა, რომ ისინი ცოცხლები არიან და ჩემ ჩამოსვლას ელოდებიან.

– სოფო, შენ მამას საქართველოში ეძებდი და, მოხდა ისე, რომ მამაშენი რუსეთში მოგიძებნე. ელოდი ამას?

– ნამდვილად არ მეგონა, თუ მამაჩემი რუსეთში იქნებოდა, მეგონა, რომ სამტრედიაში იყო. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედით დაგიკავშირდით თქვენ. საერთოდ, მამაჩემის მოძებნა რომ გადავწყვიტე, თავიდან „ჟდი მენიაში“ გავგზავნე წერილი, იმედი მქონდა, რომ ისინი დამეხმარებოდნენ, მაგრამ დაკარგული ადამიანების დიდი სიმრავლის გამო ჩემს ისტორიას ასეთ მოკლე ვადაში, ალბათ, ვერც წაიკითხავდნენ. ამიტომაც დაგიკავშირდით თქვენ. ძალიან გამიხარდა, როდესაც გამომეხმაურეთ და ჩემი ისტორიით დაინტერესდით. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მამას ასე მალე მიპოვიდით. გისურვებთ, ყოველთვის გულისხმიერი და კეთილი ადამიანები შეგხვედროდნენ ცხოვრების გზაზე. მე ამაში გამიმართლა და 18 წლის დაკარგული მამა მაპოვნინეთ. ეს სასწაულს ჰგავს. მამაჩემიც და მეც დიდ მადლობას გიხდით. თქვენი წყალობით ვიპოვეთ ერთმანეთი. ერთი სული მაქვს, როდის მოვა ახალი წელი, რომ საქართველოში ჩამოვიდე და ჩემი ნათესავები გავიცნო.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.



ნატალია მახარაშვილი


скачать dle 11.3