კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პანუჩიმ ისევ დასვენება გადაწყვიტა


იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, კრისტიან პანუჩის წლევანდელი სეზონი აშკარად ჩაუვარდა. მან სეზონი „პარმაში“ დაიწყო, მაგრამ მერე გუნდი დატოვა და დღემდე ახალი კლუბის ძიებაშია. პარალელურად, პანუჩის წარუმატებელი ხაზი სასიყვარულო ურთიერთობაშიც დაეწყო. მისმა საცოლემ როზარია კანავომ და კრისტიანმა ერთმანეთს ისევ „დასცხეს“. წყვილმა შერიგება რომანტიკულ მოგზაურობაში გადაწყვიტა და ორი კვირა მალდივის კუნძულებზეც გაატარა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

„სამწუხაროდ, ისევ დასვენების დრო მოვიდა. ჩვენ პერიოდულად ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ერთმანეთისგან ვისვენებთ, მერე კი ისევ ერთად ვართ. ამჯერად დაშორება მეოთხედ მოგვიწევს, მაგრამ მჯერა, მალე კვლავ ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებთ“, – განაცხადა პანუჩიმ და ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ წინა სამ შემთხვევაში, სანამ გული ისევ ერთმანეთისკენ გაუწევდათ, კრისტიანსაც და როზარიასაც სხვებთან ჰქონდათ ორთვიანი რომანი გაჩაღებული.


скачать dle 11.3