კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: ვარ 17 წლის. სახეზე მაქვს ჩირქოვანი გამონაყარი. არანაირმა ნაყიდმა კრემმა დიდი შედეგი არ გამოიღო. გთხოვთ, მასწავლოთ რამე საშუალება, რომ სახე გამეწმინდოს.

პასუხი: პირველ ყოვლისა, დილას და საღამოს სახე გაიწმინდეთ გვირილის ან სალბის ნაყენით, შემდეგ კი წაისვით ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ (სასურველია, გარეთ გასვლის წინ არ წაისვათ):

კოსმეტიკურ როდინში კარგად ჩასრისეთ 10 გრამი ტალკი, 10 გრამი მაგნეზია (შეგიძლიათ, შეცვალოთ მაგნიუმ-სულფატით), 15 გრამი სახამებელი, 15 გრამი თეთრი თიხა, 2,5 გრამი ბორის მჟავა, 1,5 გრამი შაბი. შემდეგ ეს მასა გახსენით 3-პროცენტიან „პერეკისში“ (უნდა მიიღოთ საშუალო სისქის ფაფისებური მასა). წაისვით გაწმენდილ სახეზე, პრობლემურ ადგილებზე (თვალების გარშემო ნუ წაისვამთ) და გაიჩერეთ 20 წუთი. მოიშორეთ ჯერ მშრალი, შემდეგ კი კარგად გაწურული ტამპონით. თუ სახლიდან აღარ გადიხართ, არ ჩამოიბანოთ. დილას სახე გაიწმინდეთ გვირილის ნაყენით და ისევ საცხი წაისვით.

ნიღბის მოქმედების გასაძლიერებლად, შეგიძლიათ, გააკეთოთ სპეციალური ხსნარი: 5 მილილიტრი გლიცერინი, 15 მილილიტრი სპირტი და 50 მილილიტრი წყალი ერთმანეთში კარგად აურიეთ. ამ ხსნარის გამოყენება შეიძლება გამხსნელად, 3-პროცენტიანი „პერეკისის“ ნაცვლად.

კითხვა: დღის განმავლობაში, როდის როგორი პუდრი უნდა წავისვა?

პასუხი: თუ სახლში იმყოფებით და სადმე წასვლას არ აპირებთ, უმჯობესია, პუდრი საერთოდ არ წაისვათ. მაგრამ, თუ აუცილებლად გინდათ სახე შეიპუდროთ, მაშინ, უმჯობესია, გამოიყენოთ ფხვიერი პუდრი და წაისვათ ნატურალური ბეწვის ფუმფულა, რბილი ფუნჯით. სახლიდან გასვლის წინ კი კომპაქტურ პუდრს გირჩევთ. თუ თქვენი კანის ფერი არ საჭიროებს კორექტირებას, მაშინ, ჯობია, წაისვათ გამჭვირვალე პუდრი, რომელიც წელიწადის ყველა დროს, ნებისმიერ კანს მოუხდება.

კითხვა: ვერასდროს ვახერხებ, ზომიერად და თანაბრად წავისვა რუჟი („რუმიანა“) – ხან ძალიან მუქად წასმული გამომდის, ხან – არათანაბრად. რას მირჩევთ?

პასუხი: რუჟის წასმის წინ წარმოსახვით უნდა „მოხაზოთ“ სამკუთხედი: მარცხენა წარბის დაბოლოებიდან მარჯვენა წარბის დაბოლოებამდე „გაავლეთ“ ხაზი და ორივე წვერი შეუერთეთ ნიკაპის ცენტრს. სწორედ ამ წარმოსახვით ხაზებზე – ყვრიმალებზე უნდა წაისვათ რუჟი. თუ გსურთ, ვიზუალურად დააპატარაოთ სახის ესა თუ ის ნაწილი, იმ ადგილას წაისვით ოდნავ მუქი რუჟი. სახის იმ მონაკვეთებზე კი, რომლებზეც ყურადღების მიქცევა გსურთ – უფრო ბაცი ტონალობის. საღამოს (სადღესასწაულო) მაკიაჟისთვის, შეგიძლიათ, მოოქროსფერო რუჟი გამოიყენოთ: ძალიან მსუბუქად გადაისვით ყვრიმალებზე, შუბლზე, ნიკაპსა და დეკოლტეზე.

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ სხვადასხვა დანიშნულების მცენარეული ნიღაბი ასაკოვანი სახის კანისთვის.

პასუხი: გთავაზობთ მცენარეული ნიღბის რამდენიმე რეცეპტს:

კანისთვის ელასტიკურობისა და ხავერდოვნების მისანიჭებლად 1 ცალ უმ კვერცხს დაუმატეთ 10 წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ნიღაბი ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით და წაისვით თვალის გელი.

ფორების გასაწმენდად, საკვებად და სისხლის ნორმალური ცირკულაციის აღსადგენად კარგია შემდეგი ნიღაბი: 3 ჩაის კოვზი ცხიმიანი ხაჭო კარგად ასრისეთ 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად. შემდეგ ათქვიფეთ ქაფის გაკეთებამდე და თხელ ფენად წაისვით სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ მოიწმინდეთ ბალახების ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით.

ფინური ნიღაბი კი კვებავს კანს თვალების გარშემო. შეურიეთ ერთმანეთს 1 სადილის კოვზი დაფქული „ჰერკულესი“ და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებულ მასას ჩაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თხევადი თაფლი და წაისვით. 30-40 წუთის შემდეგ იმავე მეთოდით მოიწმინდეთ.


скачать dle 11.3