კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ კანს თვალების გარშემო


კანი თვალების გარშემო ძალზე ნაზი და თხელია, ამიტომ, ყველაზე ადვილად ემორჩილება სიბერეს. მთლიანობაში, მისი სტრუქტურა არ განსხვავდება დანარჩენი კანის სტრუქტურისგან, მაგრამ, სახის ამ მონაკვეთზე, პრაქტიკულად, არ არსებობს კანქვეშა ცხიმი და კუნთები. ამიტომაც, კანი თვალების გარშემო ადვილად წელვადია და სწრაფად იფარება ნაოჭებით. ამ შედეგისგან მექანიკური დაცვაა მზის სათვალის ტარება.

ასაკის მატებასთან ერთად, ქალების ძირითადი პრობლემაა – თვალების ქვედა ქუთუთოების ძირში ჩამოკიდებული „ტომრები“, შავი წრეები თვალების ქვეშ და ნაოჭები.

გაიუმჯობესებთ მდგომარეობას, თუ თვალების გარშემო წაისვამთ რძისა და წყლის თანაბარი რაოდენობისგან დამზადებულ ყინულის კუბიკებს. ეგრეთ წოდებული „ტომრების“ მოსაშორებლად კი კარგია ოხრახუშის, კამის ან ცაცხვის ნახარში, ასევე, სალბის ჩაის გრილ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონის საფენები (დაიდეთ 5-10 წუთის განმავლობაში). ამავე მიზნით, შეგიძლიათ, თვალებზე 10-15 წუთით დაიდოთ ორმაგ დოლბანდში გახვეული გახეხილი უმი კარტოფილი.

თვალების გარშემო კანი რომ სათანადოდ კვებოთ, აუცილებლად ისარგებლეთ სპეციალური კრემებით. მათ შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: გლუკოზა, A და E ვიტამინები, ოხრახუშის ექსტრაქტი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ის კრემები, რომელიც შეიცავს ლანოლინს, რადგან შეიძლება, კანი შეგისივდეთ და გაგიწითლდეთ.

სახის კანის მასაჟის დროს დაიცავით შემდეგი წესები:

1. არ დაიმასაჟოთ ქუთუთოები, რადგან მათი კანი უაღრესად ნაზი და წელვადია;

2. ნუ წაისვამთ კრემებს თვალის ჭრილთან ახლოს, რომ თვალში არ ჩაგივიდეთ;

3. სახის მასაჟის დროს თვალებზე დაიდეთ ცაცხვის ან გვირილის გრილ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები.

ხოლო იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ნაადრევი ნაოჭები, გახსოვდეთ:

ა) ნუ მოწკურავთ თვალებს;

ბ) ნუ შეჭმუხნით შუბლსა და წარბებს;

გ) დაემშვიდობეთ სახის მიმიკებს, განსაკუთრებით – უარყოფითი ემოციით გამოწვეულს;

დ) გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ თვალების გარშემო კანისთვის განკუთვნილი კრემი და გელი.

ე) კრემი წაისვით ნაზად, რბილი მოძრაობით: თვალის შიდა ჭრილიდან წარბის ქვეშ გავლით მიხვალთ თვალის გარე კუთხემდე, შემდეგ კი, ქვედა ქუთუთოს გავლით – ისევ თვალის შიდა კუთხემდე.

დაღლილობის მოსახსნელი ნიღაბი ქუთუთოებისთვის:

ერთმანეთში აურიეთ 1 ცალი საშუალო ზომის გახეხილი (უმი) კარტოფილი, 2 ჩაის კოვზი პურის ფქვილი და 1 სადილის კოვზი ადუღებული რძე. მიღებული მასა დაიდეთ თვალების გარშემო 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თვალის გელი.


скачать dle 11.3