კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ჭამოთ დღეში ორი ვაშლი, ორი კბილი ნიორი, ასი გრამი შოკოლადი და კვირაში სამჯერ თევზი


ცხოვრების ორომტრიალში ჩაბმულებს ხშირად გვავიწყდება საკუთარ თავზე ზრუნვა და მხოლოდ მაშინ ვიცლით, როცა უკანასკნელ ძალებს კარგავს ჩვენი ორგანიზმი.

ამას თავიდან აიცილებთ, თუ ქოლესტერინის დონეს გააკონტროლებთ. ქოლესტერინს კი კარგად არეგულირებს ვაშლი. დღის განმავლობაში ჭამეთ ერთი ან ორი ცალი ვაშლი ან დალიეთ ახალგამოწურული ვაშლის წვენი. სამი თვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ქოლესტერინი საჭირო დონეზე დგას და შრომის უნარიც საკმარისად გაქვთ.

ასევე, ვაშლის გარდა, თაფლიც სასიკეთოდ მოქმედებს ქოლესტერინზე. ამისთვის კი ყოველდღიურად უნდა დალიოთ ერთი ჭიქა ცივ წყალში გახსნილი სამი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. უმჯობესია, თუ მას დილით, უზმოზე დალევთ.

სანამ წამლებში უამრავ ფულს დახარჯავთ, დაფიქრდით, იქნებ უმჯობესია, საკუთარ ორგანიზმს იოლად და ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებებით დაეხმაროთ.

მეცნიერთა ჯგუფმა, კვლევების და დაკვირვებების შედეგად, გამოავლინა ისეთი პროდუქტები, რომლებიც თავისი ეფექტურობით სერიოზულ კონკურენციას უწევენ მედიკამენტებს. ამ სამკურნალო ნაკრებში კი შედის თევზი, მწარე შოკოლადი, წითელი ღვინო, ხილი, ბოსტნეული, ქატო, ბარდა, სიმინდი, მწვანე ჩაი.

ასევე, მეცნიერებმა შეიმუშავეს დოზები, თუ რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები დღეში, რომ დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვროთ. კერძოდ, ყოველდღიურად უნდა მიირთვათ 150 მილილიტრი წითელი ღვინო გულ-სისხლძარღვთა რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა, რადგან ამ დროს დაახლოებით, 30 პროცენტით მცირდება რისკი, 100 გრამი შავი შოკოლადი, 115 გრამი თევზი კვირაში სამჯერ მაინც, ორი კბილი ნიორი დღეში და ასე შემდეგ. ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღიურად მიღება კი ხელს უწყობს წნევის დაწევას. ნუში და ნიორი ამცირებენ ქოლესტერინის დონეს.

ასე რომ, მიირთვით ჯანმრთელობისთვის საჭირო და აუცილებელი პროდუქტები და იცოცხლეთ დიდხანს, ავადმყოფობის გარეშე.


скачать dle 11.3