აპირებენ თუ არა დაქორწინებას ქსენია სობჩაკი და ევგენი პაპუნაიშვილი
ქსენია სობჩაკი, არასდროს ყოფილა „სახლის გოგონა“, რომელიც მხოლოდ ოჯახურ სიმყუდროვეზე ოცნებობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეტაპობრივად თავისი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადის. რუსულ შოუ-ბიზნესში უკვე აქტიურად ჭორაობენ იმის შესახებ, რომ ის და ცნობილი მოცეკვავე ევგენი პაპუნაიშვილი, რომელთან ერთადაც მონაწილეობს პროექტში „ცეკვები ვარსკვლავებთან“, დაქორწინებას აპირებენ. ცნობილმა ინტერვიუმ ევგენის დედასთან ეს ჭორები კიდევ უფრო გააასმაგა, როდესაც ქალბატონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გაიცნო მან ქსენია, როგორ მიიღებს მას ოჯახში და როგორი თბილი გოგონაა. კითხვაზე – გააცნო თუ არა ჟენიამ ოჯახს ქსიუშა, როგორც შეყვარებული, ლუდმილა დავიდოვნამ უპასუხა: ასეთი ოფიციალური გაცნობა არ მომხდარა, თუმცა, ვიცი, რომ ჟენიაც იცნობს ქსიუშას დედას. მე, როგორც დედას, ძალიან მინდა, რომ ჟენიამ თავისი ბედნიერება იპოვოს და, თუ ეს ბედნიერება ქსიუშაა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. თუ ერთად კარგად გრძნობენ თავს და ერთმანეთი შეუყვარდებათ, ძალიან გამიხარდებაო.
ფაქტი ერთია, რომ შეყვარებულები პროექტის დასრულებისთანავე იტალიაში გაემგზავრნენ დასასვენებლად. მათ იტალიაში საინტერესო ერთი კვირა გაატარეს, ყოველ ღამეს სხვადასხვა ქალაქში ათევდნენ ღამეს და სიყვარულით ტკბებოდნენ.