კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საშიშროება ემუქრება მამაკაცს ნანკა კალატოზიშვილთან მიახლოებისას


ნანკა სხეულს და სხეული ნანკას, როგორც ჩანს, არ ემორჩილება, რადგან ხიფათი – ცხვირის გატეხვა, ფეხების დალეწვა და თვალებზე გაურკვეველი წარმომავლობის წარმონაქმნები მისი ცხოვრების მუდმივი თანმდევია. ტკივილებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ნანკამ გამონახა დრო და პირდაპირ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, რეპეტიციის დროს, ჩავწერეთ ინტერვიუ. თუმცა, ფოტოს გადაღებაზე მაინც ვერ დავითანხმე, მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე გავწექი და არ ვაპირებდი ადგომას, სანამ ჟურნალისთვის ფოტოს არ გადამაღებინებდა. მაგრამ, ნანკა რისი ნანკაა, თუ გამოსავალი ვერ ნახა... სცენაზე გაწოლილს მუხლის ჩოქებზე დამიდგა და ნამუსზე ამაგდო. მეც სხვა რა გზა მქონდა? სცენა ისევ მსახიობს დავუთმე.


ნანკა კალატოზიშვილი: თვალი მტკივა იცი, როგორ? ფეთქავს და ტვინში მირტყამს. ადრეც ხომ დამემართა რაღაც და არ გაიწოვა. ახლა ნემსებს მირჭობენ, რომ არ გაჭრან. თორემ თუ გაჭრეს, მერე 10 დღე „ფინგალით“ უნდა ვიარო და არ მაქვს ეს 10 დღე. დამწყევლეს, თვალი მეცა. გიშერი უნდა დავიკიდო კისერზე. ვერანაირ ფოტოს ვერ გადავიღებ, თან ცუდ ხასიათზე ვარ, ოღონდ არ შეიმჩნიო.

– ლამაზი და სექსუალური ხარ, ჭკვიან ქალადაც თუ მიიჩნევ თავს?

– ნუთუ ლამაზიც ვარ? არა. მართლა, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, სულ მგონია, რომ „ღადაობენ“, როცა ამბობენ – ნანკა ლამაზიაო. ჭკვიანი? არა, ჭკვიანიც არ ვარ. მინდა, ვიყო, მაგრამ არ ვარ. თუმცა, გააჩნია, ჭკვიანში რას ვგულისხმობ. შეიძლება, იყო განათლებული და არ იყო ჭკვიანი, ან პირიქით, შესაძლოა, საკუთარი ფილოსოფია გქონდეს ადამიანს და ძალიან ჭკვიანი იყო.

– ესე იგი, მერობის კანდიდატად არ გამოდგები?

– არა. ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ. პრეზიდენტს მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვს და ვაფასებ ამას.

– გათხოვებაზე ვიცი, რომ ჯერ არ ფიქრობ, რადგან ქორწინების უამრავი ცუდი მაგალითი გაქვს და ამიტომაც უფრთხი. როგორია შენთვის სამაგალითო ქორწინება?

– არა, არაფერსაც არ ვუფრთხი, უბრალოდ, არ შემხვდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც დარწმუნებული ვიქნები, რომ ოჯახის შექმნა მინდა. შევქმნა და ერთ თვეში, ან ერთ წელში დავიშალოთ, ეგეთი არ მინდა. ქორწინება რა აუცილებელია?! მთავარია, ერთად ჰარმონიულად ვიცხოვროთ, თორემ ქორწინება, ხელის მოწერა და რაღაცეები, რა ვიცი, ისეთი საკითხია... მთავარია, ერთ ენაზე ვმეტყველებდეთ ორივე და სხვადასხვა პოლუსებიდან არ ვიყოთ. თან, ტიპს უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, საკუთარ თავზე გაცინება თუ არ შეუძლია, მაშინ გამორიცხულია... მაგალითად, მე მიყვარს ჩემს თავზე სიცილი და იმასაც უნდა შეეძლოს.

– შეგიძლია, იჯდე მარტო და საკუთარ თავზე იცინო?

– ნებისმიერ რამეზე შეიძლება გამეცინოს, ყველაფერი მე მემართება. სცენაზე რომ ხმაურია, ეგრევე ჰგონიათ, რომ მე ვარ, იმიტომ რომ სულ რაღაც ილეწება ჩემი მიზეზით. იმ დღესაც რაღაც დავლეწე. თავზე დამეცა ყველაფერი და მე გადავრჩი. მაგარი ხიფათიანი ვარ. აი, ვერ ხედავ, თვალი და ფეხი რა დღეში მაქვს? სულ რაღაც მჭირს.

– რა კითხვას დაუსვამდი სიმართლის დროში შენს საქმროს?

– საერთოდ არ მაქვს სურვილი დეტექტორზე გადავამოწმო ჩემი რჩეული. თუ არ ვენდობი და გადამოწმება მჭირდება, სულაც არ მინდა ეგეთი ურთიერთობა. რასაც მეტყვის, მინდა, დავუჯერო. უნდა მჯეროდეს იმ ადამიანის. აუ, რა „საშინელი“ რამე მკითხე. „მხიარულ ოჯახში“ მითხრეს ბავშვებმა, საქმროს რომ იპოვი, დასვი სკამზე და გაარკვიე, ვინ არისო. გამიკვირდა რა იდეები გაწუხებთ, ბავშვებო-მეთქი...

– ესე იგი, მე და ბავშვებს ერთი იდეა მოგვსვლია?

– თუ კარგია, შენ მითხარი, რას ეკითხები ხოლმე ან რას გეკითხებიან? რას ჩამაცივდი (იცინის)? ასე უცებ, საიდან მოვიგონო კითხვა? რა „სიმართლის დრო“ მომიწყვე, რამე მარტივი კითხვა დამისვი (იცინის), არ ვიცი, აზრადაც არ მომდის, საერთოდ ძალიან გახსნილი ურთიერთობა მაქვს: ყველაფერს ვეკითხები, ყველაფერს მეკითხებიან და დეტექტორზე გადამოწმება რაში უნდა დამჭირდეს? (გაბრაზებული სახით) არ ვკითხავდი არაფერს, გადავწვავდი იმ დეტექტორს (იცინის).

– სანამ გულის კარს გაუღებ, „ფეის კონტროლს“ რა კრიტერიუმებით გაატარებ?

– არა მარტო „ფეის კონტროლს“ გავატარებ. კეთილი, ძალიან თბილი ადამიანი უნდა იყოს და არა კომპლექსებიანი. არ მიყვარს სნობები, ასეთ ხელოვნურ ხალხს ვერ ვიტან. ჩვეულებრივი, ბუნებრივი ტიპი უნდა იყოს – ის, ვინც არის და არა პათოსით და მაღალფარდოვნებით აღსავსე. კეთილშობილება, განათლება და სითბოს გაცემის უნარი უნდა ჰქონდეს... კიდევ, იუმორის გრძნობა. ისეთი უნდა მოვწონდე, როგორიც ვარ და „ფეის კონტროლს“ იქით არ უნდა მიტარებდეს (გულიანად იცინის).

– და როგორი ხარ?

– აი, როგორიც ვარ. წლები რომ მიცნობ, ვარდისფერი სპილო არ უნდა მაჩუქო – არ წარმომიდგინო სხვანაირად და არ გინდოდეს, რომ ვიყო სხვანაირი. ძირითადად, ისეთი ვუყვარდები, როგორიც ვარ და მერე უცებ ვარდისფერ სპილოს მაჩუქებენ. ამ შემთხვევაში, ცოტა ვერ ვხვდები ხოლმე, იუმორს. ესე იგი, არ მიცნობ და არ აღმიქვამ ისეთად, როგორიც ვარ და, რა აზრი აქვს ასეთ ადამიანთან ურთიერთობას?! მე რომ წარმოვიდგინო, რომ ის არის თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი და რაღაც ამდაგვარი, ის ხომ სინამდვილეში ასეთი არ არის და ვერც ვერასოდეს გახდება, არა?! აი, ეგ ამბავია, რა...

– ბიჭთან ურთიერთობას გაპრანჭვით და კეკლუცით თუ არ იწყებ, რა ხერხს იყენებ ამისთვის?

– ჰო, ეს ნამდვილად არ არის ჩემი სტილი. მეგობრობით ვიწყებ, კონტაქტით – ან მეგობრის მეგობარი უნდა იყოს ან საერთო წრიდან ნაცნობი. თორემ აი, ისე, უცხო რომ გამეცნო ტელეფონით ან ინტერნეტით და შევხვედროდი, ასეთი არასოდეს მქონია და არც მაქვს სურვილი, რადგან ისედაც ბევრს ვიცნობ. ინტერნეტით რომ ვეძებო, გამორიცხულია. ჰოდა, ასე იწყება მეგობრობა-ახლობლობით და სადღაც რაღაც წერტილამდე მიდიხარ. სად არის ის „წერტილი“? ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ თვეში მიხვდები, ზოგჯერ წლები მეგობრობ და მერე მოდის ეს გრძნობა.

– რა სისულელე გაგიკეთებია შეყვარებულისთვის, რომელიც მერე „მაზალო“ ისტორიად დარჩენილა?

– დილის რვის ნახევარზე ვიყიდე ფერადი პულვერიზატორები, ქუჩაზე რაღაცეები დავუწერე და დავუხატე. არ მეძინებოდა, თან დედაჩემი და ჩემი და წავიყვანე სადგურზე, ბათუმში მიდიოდნენ. იქვე ვიყიდე ეს საღებავები, დავუწერე და მერე ვუსტვენდი. ვიღაც მეზობელი მოვიდა, ეგონა, რომ რაღაც აქციას ვაწყობდი. ეს ის პერიოდია, „კმარა“ რომ აქტიურობდა. ის „ტიპი“ მოკვდა სიცილით. ეგეთი რამე, ჯერ არ მქონია, გოგოს აქეთ დაეხატოს რამე და ასე იქცეოდესო. მიყვარს ასეთი რაღაცეები, რატომაც არა. რა მნიშვნელობა აქვს, გოგო ხარ თუ ბიჭი, როცა ადამიანი გიყვარს? ის ცოტა სხვა ბუნების ადამიანი იყო და სხვა რაღაცეების კეთება უყვარდა. ეპატაჟური არ იყო. მას შეეძლო, ტელეფონით ეთქვა, ვითომ სხვაგან არის და ამ დროს კარზე დაეკაკუნებინა. როცა გასტროლზე ხარ და იცი, რომ ის თბილისშია, ამ დროს გაიხედავ და უცებ შენ გვერდით აღმოჩნდება.

– შენი ვნებიანი თვალების გამო, ქმარი მუდმივად დაძაბული იქნება შენ გვერდით?

– ვნებიანი თვალები მაქვს? და დაძაბულობა რა შუაშია? პირიქით, უნდა მოდუნდეს (იცინის). გააჩნია, რას გულისხმობ.

– რამდენიმე მიზეზის გამო – შეიძლება, იეჭვიანოს ვიღაცამ, რომ შემოგხედოს ან შეხედო, ან შეიძლება, ბარში იჯდეთ, გიყურებდეს და ისე აღეგზნოს, თავი ვეღარ შეიკავოს და აფეთქდეს.

– საერთოდ, მე ახლომხედველი ვარ და სადაც არ უნდა გავიხედო, ვერავის დავინახავ, იმის გარდა, ვინც გვერდით მიზის. ასე რომ, მშვიდად იქნება, თუ არ „დავაფოკუსე“, შეიძლება, ისიც ვერ დავინახო, ორ ნაბიჯში. (იცინის) ისე ჩემდამი სურვილით თუ აღეგზნო და აფეთქდა, ღერთმა ქნას. აბა, რა, რატომაც არა. (იცინის) მთავარია, ეჭვიანობით არ აფეთქდეს. სურვილი და მონდომებაა ყველაზე მთავარი და მერე, სადაც მოახერხებ, იქ განავრცობ და განახორციელებ.

– ანუ, შენ რა გინდა თქვა, რომ სექსი ყველგან დასაშვებია?

– არა. ყველგან, რა თქმა უნდა, არა. აუცილებელია, იქვე მოხდეს ყველაფერი? ასეთი მოუთმენელი რა ჭირს. „ვიაგრა“ თუ არ აქვს დალეული ჭამის წინ, ერთი-ორი აბი? მთავარია, ჩემს თვალებზე სულ ენთებოდეს და მაშინ, მშვენიერი იქნება, აბა... (იცინის).

– როგორ და სად შეიძლება მიხვდე, რომ ორივემ ერთმანეთი ამოწურეთ?

– აუ, ეგ ძაან ცუდი მომენტია. ამას ეგრევე ვერ ხვდები, მაგრამ, როცა უკვე ძაან ბევრი უთანხმოებაა და უაზრობებზე იწყება გაუთავებელი კამათი, როცა უნდობლობა იჩენს თავს, ბოლოს სადღაც უკვე იფეთქებს ერთი ან მეორე. ძირითადად, მე ვფეთქდები ხოლმე, რომლის მიზეზიც სწორედ ბაბილონის გოდოლია, და ის მეათეზეა, მე კი – მესამეზე.

– რატომ ბაბილონის გოდოლი?

– სწორედ იმიტომ, რომ მერე ვარდისფერი სპილო ვგონივარ, არ აღმიქვამს ისეთს, როგორიც ვარ. ყველას უნდა, რომ მერე სხვანაირი ვიყო. არადა, შანსი არ არის, ამ ასაკში მე ვინმემ შემცვალოს ან რატომ უნდა შევიცვალო, ვერ ვხვდები. თუ რაღაც შესაცვლელია და კომპრომისზე წასასვლელია, ამას მე თვითონ გავაკეთებ, თუ საჭიროდ ჩავთვლი. მაგრამ, დაძალებით, რაც არ უნდა აძალოს კაცმა ქალს და პირიქით, აზრი არ აქვს. არ უნდა მებრძოლო – რომ მებრძვიან, აი, მანდ უკვე „მორჩა“...

– როცა გებრძვიან, რას აკეთებ, თავს იცავ თუ შეტევაზე გადადიხარ?

– არა. რომ არავინ დაზიანდეს, ვშორდები წყნარად და მშვიდად. არ მიყვარს ომი. მტრედებზე ვგიჟდები. წყნარად, მშვიდად დავალაგებ და დავიშალეთ...

– რა საშიშროება ემუქრება კაცს შენთან მოახლოებისას?

– არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ არ მინდა, რომ მომიახლოვდეს, ძალიან მარტივად, ვუკეთებ იგნორს და მორჩა. ისე, ძალიან ფეთქებადი ვარ. მთავარია, არ გამომიყვანონ მდგომარეობიდან. მოთმენა შემიძლია 3-4-ჯერ, მაგრამ მეხუთეზე უკვე პასუხს ნუ მომთხოვ. გააჩნია, რა დისტანციაზეა ეს – იქნება ინტერნეტი, ტელეფონი თუ პირადად, – შეიძლება, არაადეკვატური საქციელი ჩავიდინო. მთავარია, ნერვები არ მომიშალოს. ადამიანი ნერვებს რომ მიშლის, რამდენჯერმე მოვუთმენ, მაგრამ მერე აღარ უნდა გაუკვირდეს ჩემი საქციელი. მე რომ ახლა შენ გაგამწარო 3-4-ჯერ, ტვინი წაგიღო, მოგეწონება? ტვინის წაღებაზე მეტად არაფერი მეზიზღება. მაგ დროს ჭკუა მეკეტება.


скачать dle 11.3