კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იყო სააკაშვილი ლევან ბერძენიშვილისთვის ხუთი მეფე და ხუთი ლაზიერი ერთდროულად


„თბილისელები“ დღეს ქართული მედიაარქივის საშუალებით, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ ლევან ბერძენიშვილს წარმოგიდგენთ. ამონარიდები საგაზეთო პუბლიკაციებიდან მკითხველს შეახსენებს რესპუბლიკელთა ლიდერის ბოლო ექვსი წლის პოლიტიკური ცხოვრების პერიპეტიებს – „გაბრაზებული თაობის“ წარმომადგენლისთვის ბრძოლის მიზანი ყოველთვის უცვლელია, მხოლოდ ეს არის, იდეურმა ფავორიტებმა ვერ გაამართლეს და „პარიზის ნაცვლად კასპში“ აღმოვჩნდი...



„... ხელმძღვანელი ხალხმა უნდა აირჩიოს და არ უნდა მზადდებოდეს ამისთვის წინასწარ სურმანიძე თუ თურმანიძე. ეს სისულელე ერთხელ უკვე მოუვიდა ჟვანიას, როცა თქვა, მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტიო...

ჟვანიას დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, მაგრამ ის პაიკია, ხოლო სააკაშვილი არის ხუთი ლაზიერი და ხუთი მეფე ერთდროულად...

ჟვანიას ჟურნალისტებისთვის პასუხის გაცემაც არ შეუძლია. მართალი გითხრათ, ჟვანიამ ვერ დაინახა ჩემი გაბრაზება რევოლუციის დროს. ჩვენ საერთოდ გაბრაზებული თაობა ვართ. ჩვენ შევარდნაძე იმიტომ კი არ დავამხეთ, რომ აჭარაში მიკროშევარდნაძეები ავიტანოთ...“

„ახალი თაობა“, 29 იანვარი, 2004 წელი.

„... სააკაშვილმა გამოიჩინა ძალა, რომ მოგვარდეს პრობლემები და გადაწყდეს ისე, როგორც ხალხს უნდა...“

„ახალი თაობა“, 27 აპრილი, 2004 წელი.

„... ამ ხელისუფლებას ჰგონია, ვარდების არის და გადასარევია, ასე არ არის. მას არაფერი შეუცვლია, რაც იყო, ის გრძელდება...“

„ალია“, 13-14 იანვარი, 2005 წელი.

„... საზოგადოდ, ადამიანებს მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებისკენ აქვთ დიდი მიდრეკილება, მაგრამ ეს ყოველთვის აუცილებლად სარწმუნო არ არის. ასეთი რამეები ხდება... როდესაც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ზვიგენმა შეჭამა, მაშინაც ამბობდნენ, ეს „შემთხვევითი ზვიგენი“ არ იყო, რაღა პრემიერი შეჭამაო, მაგრამ ხომ მოხდა ეს ფაქტი... არ ვარ ისეთი ეჭვიანი, რომ ვიფიქრო, – ჟვანიას ვიღაცამ რაღაც მოუწყო-მეთქი. მით უმეტეს, ამ ეჭვს გულში ვერ გავივლებ საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან თუ ამქვეყნად ვინმეს ჯანმრთელობაზე უნდა ეზრუნათ, ეს პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც პრეზიდენტს კომფორტული გარემო შეუქმნა, ყველა შეცდომას საკუთარ თავზე იღებდა და ყველა სიკეთეს სააკაშვილს სჩუქნიდა...“

„კვირის პალიტრა“, 7-13 თებერვალი, 2005 წელი.

„... ვინც ნახა, რაც მოხდა რუსთაველის პროსპექტზე და კიდევ დარჩება უმრავლესობის რიგებში, პირადად მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, ვუცხადებ არათუ უნდობლობას, არამედ საერთოდ არ ვთვლი ადამიანად. არათუ დიალოგზე წავალ მასთან, უბრალოდ, გამარჯობასაც არ ვეტყვი. ეს ჩვენი ბოლო ინტერვიუებია. ჩვენ ყველას დაგვაპატიმრებენ...“

„ახალი თაობა“, 8 ნოემბერი, 2007 წელი.

„... სააკაშვილმა თავის დროზე შემოგვითვალა, თქვენ ხალხის ტალღას ვერ ააგორებთ, ეს მხოლოდ მე შემიძლიაო. ასეთ ქედმაღლურ განცხადებებს მხოლოდ ძალიან სუსტი პოლიტიკოსები აკეთებენ...

სააკაშვილი პრეზიდენტი არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ ისტორიამ ასე ინება და რას ვიზამთ?! მას პრეზიდენტობისთვის 50-60 წლის ასაკში რომ მიეღწია, ხანგრძლივი პოლიტიკური ბრძოლებისა და გამოცდილებების, შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების შედეგად, რა თქმა უნდა, ასეთი ბრიყვი პრეზიდენტი არ იქნებოდა. მისმა შეცდომებმა ხალხი გარეთ გამოიყვანა და სწორედ ხალხმა მოგვიწოდა, ოპოზიციასთან გაერთიანებისკენ...

7 ნოემბერს ოპოზიციას სერიოზული შეცდომები არ დაუშვია, რადგან არც ერთ წარმომადგენელს ხალხისთვის არ მოუწოდებია ხელისუფლების დამხობისკენ. წვრილი შეცდომები იყო, ადამიანები ვართ. ოპოზიციამ ვერ გათვალა, რომ ალყას ორივე მხრიდან შემოგვარტყამდნენ და ვერაფრით წარმოგვედგინა, რომ მასობრივი დარბევა რიყეზეც იქნებოდა...

რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძის შერჩევას, საბჭომ უპირატესობა უპარტიო კანდიდატს ფარული კენჭისყრით მიანიჭა. ახლა ჩვენი პარტია ვიმუშავებთ მისი გამარჯვებისთვის...

ხალხს, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლება, მისი შეცვლის უფლება აქვს. სააკაშვილს დაავიწყდა, თვითონ როგორაა მოსული და ამბოხებას ჩვენ გვაბრალებს? ჩვენ არ ვართ ამბოხებულები, არ შევჭრილვართ პარლამენტში და არც ვაპირებდით. ჩვენ გვინდა არჩევნები...

სააკაშვილი, რომელიც გახლდათ მოტორი რევოლუციის, 4 წლისთავზე იქცა კონტრევოლუციონერად და დამარბევლად. თვითონ უარყო რევოლუციის მთავარი მონაპოვარი...“

„ვერსია“, 23-25 ნოემბერი, 2007 წელი.

„... ბურჯანაძეს არა მარტო არჩევნების მოგება უნდა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეობაც, რათა სააკაშვილის შემდეგ კიდევ პრეზიდენტი იყოს. ბურჯანაძეს პრეზიდენტობა უნდა...“

„ახალი თაობა“, 26 მარტი, 2008 წელი.

„... აჯანყების იდეა თავიდანვე მცდარი იყო, ამაზე ლაპარაკი არც შეიძლებოდა. ჩვენ აჯანყება არ გვჭირდება. ჩემი აზრით, აჯანყებაზე ლაპარაკმა დაგვაზარალა ყველა – ვინც ამაზე ლაპარაკობდა და ისიც, ვინც აჯანყების წინააღმდეგი იყო. პოლიტიკას აჯანყება კი არა, შეცდომების გაანალიზება სჭირდება და იმის დანახვა, ვინ, სად, როდის შეცდა. ახლა პოლიტიკური პარტიების ჭიდილის დროა. ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ძლიერი პარტიები...“

„კვირის პალიტრა“, 26 მაისი, 2008 წელი.

„... ჩვენ მივიღეთ ახალი პოლიტიკური ვითარება, სადაც ოპოზიციამ არჩევნები წააგო. იყო ორი არჩევნები, რაც სხვადასხვა შედეგით დამთავრდა, ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნების დროს აშკარა წარმატება ჰქონდა და აშკარა წარუმატებლობა საპარლამენტო არჩევნების დროს. ჩემი აზრით, ის მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებდით და ვამბობდით, რომ ერთიანობა ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ერთიანობა სიძლიერის მაგივრად სისუსტედ გადაიქცეოდა საპარლამენტო არჩევნებში, სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა...

ერთიანობის შესახებ მოთხოვნა ბრმად იყო გაგებული. ერთიანობა გააზრებული იყო, როგორც ერთიანი სია და საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ სამასი ათასმა ქართველმა იწვალა, თვეები იშიმშილა, გასაჭირს გაუძლო, იმისთვის, რომ შემთხვევითი „პოლიტიკური მასალა“ პარლამენტში აღმოჩენილიყო?!

მე არ ვიცი, რატომ არის ჩვენსა და თარგამაძეს შორის პარალელებზე საუბარი. გიორგი თარგამაძე არის კაცი, რომელსაც სულ ორი იდეა ჰქონდა: ერთი, რომ ფაშიზმი გადაარჩენს საქართველოს, და მეორე, წყალს გავყიდით და გვეშველებაო. ასეთი აბდაუბდა განცხადება ჯერ არ მომისმენია. თუ ეს ვინმეს მოეწონა, კი ბატონო, ეს მისი ნებაა. მაგდა ანიკაშვილისგან პოლიტიკოსს ვერავინ დააყენებს, ისევე, როგორც გიორგი თარგამაძისგან არ დადგა პოლიტიკოსი...

როდესაც პარლამენტში შეგვეპარა ვინმე დავითაია, ვინმე ბაღათურია და სხვა ვინმეები. „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ ის ხუთი კაცი, ვინც შევიდა, მათ გადაწყვიტეს, რომ მათი პარლამენტში მოხვედრა უფრო მნივშნელოვანია, ვიდრე ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის. მათ, უბრალოდ, დაამტკიცეს, რომ ყალბი ერთიანობა სისულელეა...

ხომ იყო თორმეტი სუბიექტი გაერთიანებულ ოპოზიციაში, ეს იყო სიყალბე. საპარლამენტო არჩევნების დროს გაერთიანების იდეა, რასაც კობა დავითაშვილი ამბობდა, იყო სისულელე...

თუ ვინმე დამარცხდა ამ არჩევნებში, დამარცხდა ლევან გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი. „რესპუბლიკური პარტია“ თავს დამნაშავედ არ ცნობს...

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად იმუშავა „რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ. ხანდახან გააზრებულად და ხან – გაუაზრებლად...

პირადად მე, ალიანსისთვის „ფორუმთან“ და ოქრუაშვილთან მზად არ ვიქნები, დანარჩენი პარტიის გადასაწყვეტია, იმსჯელებენ და პირადად მათ გადაწყვეტილებას დავემორჩილები. ვფიქრობ, რომ ახლა გაერთიანებაზე უფრო სერიოზული პარტიული მშენებლობაა ცალკეული პარტიის შიგნით...

ადამიანურად რომ მკითხოს კონსტანტინე გამსახურდიამ, ნამდვილად ვეტყოდი, რომ ბრეგაძეს არ ენდოს, მაგრამ მას თავისი წარმოდგენები აქვს...“

„ალია“, 24-25 ივლისი, 2008 წელი.

„... არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს თვალწინ ჩატარდეს არჩევნები, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დაამტკიცოს, რომ საქართველოში პატიოსანი არჩევნები ტარდება, ვიღაც იმარჯვებს, ვიღაც მარცხდება, რა გარიგებაა მათ შორის არ ვიცი, გარიგება ხდება ორ თანასწორ ძალას შორის და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთი ძალა და მერე არის მასთან მიმაგრებული რაღაც პარტია...

პირადად ხელისუფლების იმედი არაფერში არ მაქვს. თუ დავინახავთ, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ვიბრძოლებთ და თუ არ მოგვცეს ამის საშუალება, არ ვიბრძოლებთ...

აჭარა სავსეა გიორგი თარგამაძის მომხრეებით, სად, სად და აჭარაში ასლან აბაშიძის მომხრეები უკლებლივ გიორგი თარგამაძესთან არიან. საუბარია, რომ აჭარაში 18 კაცში თარგამაძის ადგილის გარდა, ჩვენი ადგილიც უნდა იყოს, თორემ, თარგამაძე იქ რომ იქნება და ალბათ, მეორე ადგილსაც აიღებს, ამაში ეჭვი არ მეპარება, ოღონდ, ჩვენ ვერავინ ჩაგვანაცვლებს, გიორგი თარგამაძე ჩაანაცვლებს ასლან აბაშიძეს. ჩვენ როგორ ჩაგვანაცვლებს, წავა, ციხეში ჩაჯდება და 30 წლის კარიერას გაიკეთებს თუ რას იზამს?!.

ნინო ბურჯანაძისგანაც შეიძლება დადგეს პოლიტიკური მოღვაწე და შეიძლება – არ დადგეს. ბურჯანაძე რას შექმნის, არ ვიცი, ჩემი პროგნოზი უარყოფითია, მაგრამ შეიძლება, მე შევცდე...“

„ალია“, 7-8 აგვისტო, 2008 წელი.

„... ნატოში თუ ესტონეთივით დაჩქარებული წესით მიგვიღებენ, დიდი ბედნიერება იქნებოდა. თუმცა 6 აგვისტოს მდგომარეობას სწრაფად ვერავინ დააბრუნებს, ამისთვის უნდა ვიშრომოთ. საქართველო უნდა აყვავდეს და აყვავებულ ქვეყანაში ოსები და აფხაზები უნდა მობრძანდნენ. ნატოში ჩვენი შესვლა იქნებოდა პასუხი რუსეთის აგრესიაზე. ძალიან ველურად ჟღერს რუსეთის მოთხოვნა, სააკაშვილი მოაშორეთო, მაგრამ არ მოვაშორებთ პრეზიდენტ სააკაშვილს, როცა ამას რუსეთი მოითხოვს, სააკაშვილს კბილებით ვიცავთ, ამერიკაც თუ იმავეს მოითხოვს, მაშინაც კბილებით დავიცავთ“...

„რეიტინგი“, 24 აგვისტო, 2008 წელი.

„... 26 მაისს მთელი საქართველო შეიკრიბა სტადიონზე. ამას მოჰყვა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რომელიც ოპოზიციის ოპერატიული მუშაობით თავიდან იქნა აცილებული. ამის მერე ხალხმა ხელი ჩაიქნია და ბევრის, განსაკუთრებით კი რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური პარტიების რეიტინგი მკვეთრად დაეცა. ქართველმა საზოგადოებამ კრიტიკული აზროვნების უნარი გამოამჟღავნა. ამოქმედდა მსოფლიო უნივერსალური კანონი: „დაგვპირდი და ვერ გააკეთე? არ მიყვარხარ“. აქ აღარ მოქმედებს კანონი: „პოლიტიკოსმა რაც უნდა ქნას, მაინც მომწონს“...

გადაიდგა ისეთი გაუაზრებელი ნაბიჯები, რაც პოლიტიკურ ორგანიზაციაში არაფრით არ მოხდებოდა (რადგან იქ კოლექტიური მმართველობაა და ნაბიჯის გადადგმამდე მისი განხილვაა საჭირო). მაგალითად, უსუფაშვილი ვერ გადახტება პოლიციის ეზოში. ასეთი ნაბიჯის გადადგმამდე უნდა იკითხოს და თუ პარტია დაავალებს, გადახტება კი არა, გადავაგდებთ...

თუ ლევან გაჩეჩილაძე აცხადებდა, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვიქნებიო, დღეს ის ფორმალიზებული საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელია და აღარ არის ერთი ოჯახიდან მოსული კაცი...

„კვირის პალიტრა“, 11-17 იანვარი, 2010 წელი.


скачать dle 11.3