კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მნიშვნელოვანია თუ არა ავტომობილისთვის ანტიფრიზი ზაფხულში?

პასუხი: ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი მძღოლისთვის ანტიფრიზი მხოლოდ ზამთართან და ყინვასთან ასოცირდება, სინამდვილეში კი ის წყლის გაცხელებასაც უშლის ხელს. შეგიძლიათ წყალს გაურიოთ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ სუფთა ანტიფრიზს ჩაასხამთ, რადგან წყლისგან განსხვავებით, ის ჟანგს არ წარმოშობს. თუ მხოლოდ წყალი იქნება, ის წარმოშობს ჟანგს, რაც დააზიანებს პომპას. ამას შემდეგ უამრავი პრობლემა მოჰყვება. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, ყველა სეზონზე ანტიფრიზი ჩაასხით.

კითხვა: ნორმალური ექსპლუატაციისთვის რამდენი გარბენი სჭირდება ავტომობილს, ანუ რამდენი კილომეტრის შემდეგ გამოდის ის მდგომარეობიდან?

პასუხი: მოდი, იქიდან დავიწყოთ, როდის უფუჭდება ავტომობილს პირველი დეტალი. თანამედროვე ავტომობილებზე მწარმოებლები დაახლოებით ხუთწლიან გარანტიას იძლევიან, ანუ ამ პერიოდში უმცირესი დეტალიც არ უნდა გაფუჭდეს. ამის შემდეგ უკვე შესაძლოა, სავალ ნაწილში, ან ამორტიზაციაში მცირე დეტალები გახდეს შესაცვლელი. ჩვენს პირობებში ავტომობილები თხუთმეტ და ოც წელს დადიან, მისი „კუზაო“ და ძირითადი დეტალები, ანუ ის, რაც ექსპლუატაციისთვის არის საჭირო, კარგ მდგომარეობაშია. როგორც არ უნდა „გააცოცხლო“ ავტომობილი, – ძრავა შეუცვალო და სხვა – ოცი წლის შემდეგ ის უკვე ნელ-ნელა უვარგისი ხდება და უფრო ხშირად გაფუჭებულ მდგომარეობაშია.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი“, საჭის ტრიალის დროს ის ისეთ ხმას გამოსცემს, თითქოს ჭრიჭინებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა დაგეკონკრეტებინათ, როდის ისმის ხმა – საჭის ბოლომდე მოხვევის დროს თუ ოდნავ მოხვევის შემთხვევაშიც კი, რადგან მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. ხშირ შემთხვევაში ეს ხმა „ნასოსიდან“ მოდის. უკეთეს შემთხვევაში, გამოსაცვლელი იქნება ჰიდრავლიკის ზეთი, რომელსაც მძღოლები რატომღაც ძალიან იშვიათად ცვლიან. თუ ჰიდრავლიკის სისტემას ზეთი აკლია, „ნასოსი“ მაღალ დატვირთვაზე მუშაობს, მეტ ძალას ატანს ჰიდრავლიკას, ვიდრე მას იმ კონკრეტულ სიტუაციაში სჭირდება და ამიტომაც იწყებს ჭრიალს. ამ დროს, პირველ ყოვლისა, უნდა შემოწმდეს ზეთი და, თუ ეს გამოირიცხა, მაშინ, შესაძლოა, მიზეზი საჭის ქამარი, ეგრეთ წოდებული „რულევოი რემენი“ იყოს, რომელიც დაჭიმულია და შეცვლას საჭიროებს.

გვერდი მოამზადა

სალომე გველესიანმა


скачать dle 11.3