კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსეთი და ამო


არის კონტაქტი!

ყველას საკუთარი გასჭირვებია და ამ პროზაულ ჭეშმარიტებას ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ლამის ყოველდღიურად ამტკიცებს. სულ ახლახან ყალმუხეთის პრეზიდენტს ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას განუცხადებია, რომ 1997 წელს მოსკოვში ყვითელსკაფანდრიან უცხოპლანეტელებთან კავშირი დაუმყარებია (თუ, პირიქით). პრეზიდენტს მათთვის ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლაც უთხოვია, რაზეც თავაზიანი უარი მიუღია (ტელეპათიური გზით), ჯერ მზად არ ვართო. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ყალმუხეთის პრეზიდენტისა და უცხოპლანეტელების კონტაქტით ახლა უკვე „ელდეპეერის“ ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი დაინტერესებულა. მეტიც, არათუ დაინტერესებულა, თვით დიმიტრი მედვედევისთვისაც მიუმართავს, თანაც, რამდენიმე საკითხის გასარკვევად: ჯერ ერთი, ჰქონდა თუ არა კრემლის თანხმობის გარეშე ყალმუხ პრეზიდენტს უცხოპლანეტელებთან კონტაქტზე გასვლის უფლება; მეორე, როგორ რეგულირდება ეს საკითხი რუსული კანონმდებლობით და, რაც მთავარია, ვაითუ, ყალმუხეთის პრეზიდენტმა ყვითელსკაფანდრიანებს საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდაო. ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, რას მოიმოქმედებს ბ-ნი მედვედევი და შეძლებს თუ არა ბ-ნი ჟირინოვსკის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, მაგრამ, სავსებით ნათელია, რომ ერთობ დიდ შარში ვართ: მტერი გყავდეს და ისიც ასეთი?!


скачать dle 11.3