კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მსოფლიოში დაბალი კლასის ავტომობილად აღიარებული „ოპელი“ ყველაზე გამძლე საქართველოში

ყველაზე ხშირად ჩვენი რუბრიკის მკითხველებს მაინც ის აინტერესებთ, თუ რომელი ავტომობილია უფრო მეტად ადაპტირებული საქართველოს გზებზე, რომელია უფრო გამძლე და უფრო ეკონომიური. არის თუ არა ეს მხოლოდ „ჯიპები“ და რამდენად გამძლეა მსუბუქი ავტომობილები, ამაზე პროფესიონალი მრბოლელი გიგა ლორთქიფანიძე საუბრობს:

გამძლე ავტომობილი, პირველ ყოვლისა, ნიშნავს ხარისხიანს. მსოფლიოში უკვე გამოვლენილი და აღიარებულია რამდენიმე ყველაზე ხარისხიანი და გამძლე მარკა. მეორე საკითხია უკვე ჩვენთან, საქართველოში მათი გამძლეობა. ანუ საქართველოსა და მსგავსი რთული ტრასებისთვის, სოფლებში უგზოობისა და ქაოსური მოძრაობის მქონე ქუჩებისთვის, ცალკე დგება გამძლე ავტომობილების რეიტინგები. შეიძლება, ავტომობილი გამძლედ და ხარისხიანად ითვლება, მაგრამ ჩვენს პირობებს ვერ აკმაყოფილებს. „უხარისხო“ – ძალიან უხეში სტატუსი იქნებოდა იმ ავტომობილებისთვის. მაგალითად, ავიღოთ „ოპელი“, რომელიც მსოფლიოში გამძლე ავტომობილების რიცხვში მართლა არ შედის და არცთუ ყველაზე ხარისხიანია, მაგრამ საქართველოში მან ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ზუსტად არის გათვლილი ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან უხეშ მოპყრობაზე და ცუდ გზებზე. „ოპელი“ არ არის გამძლე, მაგრამ, სამაგიეროდ, ისეთი ნაწილები, რომლებიც ძირითადად პრობლემური ხდება ხოლმე ხშირად არ შეგაწუხებს. ან, თუ შეგაწუხებს, მათი გამოცვლა ძალიან იაფია. ესეც იმის გამო, რომ „ოპელი“ მაინც მასობრივი ავტომარკაა, რომელიც ძალიან ბევრ ავტომობილს უშვებს და მისი ნაწილების პატენტებიც დიდი რაოდენობით იშოვება. ისე, ხელოსნები ხშირად ამბობენ ხოლმე ხუმრობით – საქართველო ლობიომ და „ვექტრამ“ გადაარჩინაო. (იცინის). ასე რომ, „ვექტრამ“, „ომეგამ“, „ასტრამ“ რომელმაც გინდათ, გამძლეობის უდიდეს გამოცდას გაუძლო. შესაბამისად, მისი თანამედროვე ვერსიები ლამაზიც არის და გამძლეც. ასე რომ, ევროპაში არცთუ ისე მაღალი კლასის „ოპელი“ ჩვენთვის გადასარევი ავტომობილი აღმოჩნდა და მის ახალ მოდელებს დღესაც სრული პასუხისმგებლობით ვურჩევ ჩვენს მძღოლებს. არჩევანი მსუბუქ ავტომობილებზე გააკეთეთ და ნაკლებად – „ჯიპებზე“. ამის შემდეგ თუ მასობრივი თვალსაზრისით ევროპულ მარკებზე ვისაუბრებთ, პოპულარობითა და გამძლეობით, ჯერ „მერსედესი“ მოდის და მერე – „ბეემვე“, ყველაზე ნაკლებად კი – „ფორდები“. როგორც მთელ მსოფლიოში „მერსედესია“ უმაღლეს კლასად და ყველაზე გამძლე ავტომობილად აღიარებული, ისეა ჩვენთანაც. მისი დაკიდების სისტემა და სავალი ნაწილი იმდენად იდეალური და გამძლეა, რომ ჩვენს პირობებსაც მშვენივრად ეგუება. „მერსედესის“ ყველა დეტალი ხარისხს გულისხმობს და, საერთო ჯამში, ძალიან მაგარ ავტომობილს ვიღებთ. საქართველოს პირობებშიც კი ის იშვიათად ფუჭდება. ჩვენთან მიაჩნიათ, რომ „ბეემვე“ შედარებით პრობლემურია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ერთი სიცოცხლე უკვე გამოიარა, ანუ, შემოსული მეორადი ავტომობილების უმრავლესობა აღდგენილია, აღდგენილი „ბეემვე“ კი უკვე მალე ფუჭდება.

– რას გვეტყვით იაპონურ ავტომობილებზე, მაგალითად, „ტოიოტაზე“, რომელიც პირველ ადგილზეა ხარისხის თვალსაზრისით?

– „ტოიოტა“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ყველა რეიტინგში, ყველა გამოკითხვაში პირველ ადგილზე დგას. მის ხარისხსა და პლუსებზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, პირდაპირ ვიტყვი: თუ გინდა, იყიდო ხარისხიანი ავტომობილი, რომელთან ერთადაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობ, უნდა შეიძინო „ტოიოტა“. არანაკლებ ხარისხიანია „მიცუბიში“ თუმცა, მის ზოგიერთ მოდელს გარკვეული ნაკლოვანებები აქვს. იგივე უნდა ითქვას „ჰონდაზეც“, რომელიც გამძლეობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია.

– ამბობენ, ძალიან რთულ გზებზე ყველაზე მაგარი მაინც „რენჯ-როვერია“.

– ვერ დაგეთანხმები. ახლა მოდების დაკიდების სისტემა შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესებული და დახვეწილია. ამორტიზატორების კონსტრუქცია აბსოლუტურად სხვანაირი ჰქონდა, ის ეგრეთ წოდებულ ბალიშებზე იდგა, რის გამოც ძალიან რბილად დადის. მაგრამ, თუ დაჯდა, მისი აღდგენა და შემდგომი ექსპლუატაცია ძალიან ძვირი ჯდება და რთულიცაა. „ჯიპებიდან“ მაინც „მიცუბიში“ „პაჯეროს“ გამოვყოფდი, რომელიც გამძლეცაა, თითქმის არ ფუჭდება, მაღალი გამავლობაც აქვს და მისი შეკეთება არც ძვირია და არც შეუძლებელი. ანუ, ასე თუ ისე, მაინც გერმანულ და რამდენიმე იაპონურ ავტომობილს გამოვყოფდი და, თუ ადამიანს უნდა, იყიდოს გამძლე ავტომობილი, რომელიც დიდხანს არ შეუქმნის პრობლმებს და თავსატეხებს არ გაუჩენს, უნდა შეიძინოს ან „მერსედესი“, ან რომელიმე ზემოჩამოთვლილი იაპონური მარკის მოდელი, თუნდაც ის თხუთმეტ წელზე მეტის იყოს.


скачать dle 11.3