კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას დაატარებს ოთარ ქირიას ცოლი ჩანთით და როგორ გამოიყვანა ის წყობიდან ქმარმა


რა ნიშნით აირჩია 1 800 000 მეგრელს შორის ქმარი მშვენიერმა იმერელმა, თამუნა ქარჩხაძემ, ვერ გეტყვით, მაგრამ, შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგაც, ზოგჯერ ქმრის ფეთქებადობისა და პრინციპების გვერდის ავლით, თავს კარგად გრძნობს. მოკლედ, პასუხისმგებელი რედაქტორისა და ჟურნალისტის სამსახურებრივი რომანი როგორც დაიწყო, დღესაც ისე გრძელდება.

რა ხდება სინამდვილეში ოთარ ქირიასა და, საერთოდ, ცნობილი ადამიანების ოჯახში, ამას მხოლოდ ჩვენი ჟურნალიდან – ცოლებისა და ქმრებისთვის განკუთვნილი რუბრიკიდან გაიგებთ, სადაც რესპონდენტები თავიანთ პირად ცხოვრებაზე თავად საუბრობენ.


თამუნა ქარჩხაძე: ჩვენი, ასე ვთქვათ, გაპარვა, ოთოს სამსახურებრივ საქმეს დაემთხვა. ბორჯომში სიმფონიური მუსიკის ფესტივალი ტარდებოდა და ფიარი ოთოს ეხებოდა. მერე ბორჯომიდან ზუგდიდში გადავუხვიეთ. ძალიან სასაცილოდ მახსენდება, იმიტომ რომ, ცხენისწყალს რომ მივუახლოვდით, დამიწყო რაღაცეების ახსნა: აქედან იწყება სამეგრელო; ჩვენ მილიონ რვაასი ათასი კაცი ვართ, საქართველოს მესამედი ნაწილიო... მოკლედ, მთელი გზა მეგრელების ღირსებებზე ლაპარაკობდა. როგორც კი გადავედით ცხენისწყალზე, უცებ შეიცვალა – ძირძველი მეგრელი გახდა, შეიფერა. სულ ვამბობ, ადამიანის ასეთი მეტამორფოზა არ მინახავს, რომ ცხენისწყლის აქეთ სხვანაირი იყო და ცხენისწყლის იქით სხვა-მეთქი.

ერთხელ, ამ თავისი მეგრელობის გამო, ცხარე ცრემლებით მატირა. მისი ნათესავის ორმოცზე წავედით, საგანგებოდ გამოვიპრანჭე, ახალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი. ოთომ მითხრა, რომ ცერემონიალის დასრულებამდე ფეხზე უნდა ვმდგარიყავი და სასაფლაოზეც ფეხით წავსულიყავი, რადგან მათი წეს-ჩვეულება ასე მოითხოვდა. გზა საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. არადა, ფეხსაცმელმა საშინელი დისკომფორტი შემიქმნა. ვეხვეწებოდი, დაჯდომის უფლება მოეცა, მაგრამ კატეგორიულ უარზე იყო. გამოვიდა, რომ მისი ნათესავი, რომელიც თვალითაც კი არ მყავდა ნანახი, ცხარე ცრემლებით დავიტირე.

– შვიდი წელი არც ისე დიდი, მაგრამ არც ისე პატარა დროა იმ ადამიანის შინაგანი ბუნების შესაცნობად, ვისთან ერთადაც აპირებ დარჩენილი ცხოვრების გატარებას.

– იმდენად კომუნიკაბელური ადამიანია, რომ ზოგჯერ ვეუბნები, თაფლი ხომ არ გაცხია-მეთქი. ვაღიარებ, რომ ჩემზე მეტად კარგი და კეთილია. უბრალოდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ცოტა ფიცხი და ფეთქებადი ხასიათი აქვს. ჩვენ ერთად ვმუშაობდით „ალიაში“ და გარკვეულწილად ვიცნობდი მის თვისებებს. იყო გამოცდის მომენტები, გაუგებრობები, რომლებიც, შეიძლებოდა, დიდ კონფლიქტში გადაზრდილიყო, მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა. ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ეს ის ადამიანია, რომლის გვერდითაც მინდა, მთელი ცხოვრება გავატარო. როცა ვხედავ, რომ რაღაცაზე გაღიზიანებულია და ყვირილის ხასიათზეა, რამდენადაც შესაძლებელია, გვერდს ვუვლი, რომ კონფლიქტი არ გაღრმავდეს. როცა ადამიანი ძალიან დატვირთული და გარე ფაქტორებით გაღიზიანებული ბრუნდება სახლში, შეიძლება, იყვიროს კიდეც და უაზრო პრეტენზიაც ჰქონდეს.

– კაცებს თავიანთი სამყარო და სალაპარაკო ენა აქვთ. როცა შენი ქმარი სადმე მიდის და შენ არ მიჰყავხარ თან, არ ფიქრობ, რომ შეიძლება, იქ სხვა ქალის სიტუაცია იყოს?

– ეს ჩემთვის არანაირად არ არის საწყენი. სადაც არ არის ცოლის ადგილი, ამას ყოველგვარი მორიდების გარეშე მეუბნება და მეც გაგებით ვეკიდები. პირიქით, ზოგჯერ უნდა, რომ წამიყვანოს და მე ვბლოკავ, იმიტომ, რომ ვერ ვახერხებ რაღაცის ორგანიზებას. შეიძლება, რაღაც მომენტებში, მიეჭვიანია, მაგრამ იმაზე ფიქრით თავს არ ვიკლავ – ნეტავ, ახლა იქ რა ხდება, ჩემი ქმარი რას აკეთებს-მეთქი. ამაზე რომ იფიქრო, დანევროზდები და ამით მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენებ ზიანს. შეიძლება, რამე მართლაც მოხდეს, შეიძლება – არა. როგორც ერთის ალბათობა არსებობს, ისე – მეორის. აქ, ელემენტარულად, გაგებისა და ნდობის ამბავია. როცა შენი მეორე ნახევარი გავსებს, არ მესმის, რატომ უნდა გაგიჩნდეს სხვისკენ გახედვის სურვილი. მამაკაცების გარშემო მძაფრი, მაპროვოცირებელი ველია. საერთოდ კი, რა მნიშვნელობა აქვს, ქალი ხარ თუ კაცი, შენ გაქვს აღებული პასუხისმგებლობა მეორე ადამიანის წინაშე; მხრებზე თავი გაბია და იმ თავში ტვინი დევს, რომელსაც გააჩნია უნარი, რაღაც-რაღაცეები აკონტროლოს. შემიძლია, შვილი დავიფიცო, რომ შვიდი წლის განმავლობაში არ გამჩენია მძაფრი განცდა იმისა, რომ მე ჩემმა ქმარმა ვიღაცასთან მიღალატა, მიუხედავად იმისა, რომ მოტყუება ძალიან მარტივია. ჩვენ გარიგებაც კი დავდეთ, რომ, თუ რაღაც მოხდა, ერთმანეთს არ დავუმალოთ. გულს ვერაფერს უბრძანებ, მაგრამ, როცა საქმე გულის ბრძანებამდე მიდის, ცოლ-ქმარს შორის ღია ურთიერთობა უნდა იყოს, იმიტომ რომ, ერთია, როცა ღალატობ ცოლს და მეორეა, როგორ პატივისცემას გამოხატავ მის მიმართ.

– მე კი აქამდე მგონია, რომ ღალატს, გარყვნილებასთან ერთად, მეუღლის უპატივცემულობა და დამცირება ჰქვია.

– ღალატის აღიარება, ცოლის პატივისცემას ნიშნავს. საშინელებაა, როცა მოტყუებული ხარ. შეიძლება, შენთვის ეს ძალიან დიდი დისკომფორტი იყოს, მაგრამ სიმართლე უნდა იცოდე. ქმარი რომ „რქებს“ გადგამს და შენს ზურგს უკან იცინიან, ამაზე ცუდი რაღა უნდა იყოს.

– რას აკეთებ იმისთვის, რომ შენმა ქმარმა სხვისკენ არ გაიხედოს?

– ზოგს მიაჩნია, მამაკაცის გულისკენ, ანუ სიამოვნებისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის. ოთოს სიამოვნების გზა კუჭზე ნამდვილად არ გადის – ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. თუ გიყვარს, შენ ამ გრძნობით ყველაფერს აძლევ.

იცი, სისხლის სამართალში არის ასეთი ტერმინი და ცხოვრებაშიც ძალიან კარგად გადადის – ქმედება, როგორც ნებელობითი აქტი. როცა ღალატობ და იმ ზომამდე მიდიხარ, რომ შენს თავს ვეღარ აკონტროლებ, ანუ შენ ეს გინდა სრულიად გააზრებულად. ვერ გავამართლებ იმას, ვინც იტყვის, რომ ნასვამი იყო და მერე რა მოხდაო. მაშინ, როცა ამას აკეთებ, კეთილი ინებე, პატივი მეცი და მითხარი, რომ ამ შემთხვევაში მოტყუებული ხარ. დანარჩენი უკვე ჩემზეა დამოკიდებული, როგორ გადაწყვეტილებას მივიღებ – გაპატიებ თუ არა.

– აპატიებ თუ არა?

– ჩემი რეაქცია ადეკვატური იქნება. შეიძლება, ვთქვა, არა უშავს-მეთქი და, რაღაც ფაქტორების გამო, გავაგრძელო ურთიერთობა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პატიებას მაინც ვერ შევძლებ. როცა ადამიანს რაღაცას ვერ პატიობ, შესაბამისად, ურთიერთობა სუფთა აღარ არის და ჩნდება ეჭვი, რომ იმ ადამიანთან რაღაცის გამო ხარ, რაღაცას რაღაცის სანაცვლოდ ითმენ. არ ვარ ის ტიპი, რომელიც ძვირფას კაბებს, სუნამოებსა და ბრილიანტებს გამოეკიდება. არსებობს ღირსებები და ფასეულობები, რომლებიც მარკებზე მაღლა დგას. ძვირფასი ნივთებით არ იბადებიან და არ კვდებიან. ამის გამო თავზე ლაფი არ უნდა გადაისხა. აქ მეორე მომენტიც არის – ბავშვი. როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეყრება, ამით შვილს სამყაროს უნგრევენ და ამას ეგოიზმი ჰქვია. ჩემთვის შვილი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, ისეთ ნაჭუჭში ზის, სადაც არაფერი არ უნდა შეეხოს.

– შეცდომები ქალებსაც ხომ მოგვდის? აქ მხოლოდ ღალატს არ ვგულისხმობ.

– არ მესმის იმ ქალების, რაღაც მომენტში ემოციებს რომ ვერ თოკავენ. კიდევ ვიმეორებ, რომ, ყველა შემთხვევაში, ეს არის სრული პასუხისმგებლობით მიღებული გადაწყვეტილება, ამას შეცდომას ვერ ვუწოდებ. ზუსტად ვიცი, რომ ამ შეცდომას არ დავუშვებ, თუკი შეიძლება, რომ ამას შეცდომა ვუწოდოთ. მე მყავს ქმარი, რომელიც ძალიან მიყვარს. ვერაფერზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ, ამ ეტაპზე მას სხვისკენ გახედვის სურვილი არ აქვს.

– ქმარს თუ უთმობ საკმარის ყურადღებას და რა პრეტენზიები აქვს შენთან?

– რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ და ოთოს მოთხოვნები უპირატესია შვილის მოთხოვნებთან მიმართებაში.

კატეგორიული ტონით ოთოს არასდროს არაფერი მოუთხოვია. პირიქით, სახლში სადილსაც არ ვამზადებთ. მისი მოთხოვნის ნაწილი იყო, რომ მე სადილები არ მემზადებინა, რადგან მერე თავს ვეღარ იკავებს და მიირთმევს. ერთხელ არ შევუსრულე თხოვნა და ქათმის სალათა მოვამზადე. ისე გაბრაზდა, აიღო ეს ჩემი ქათმის სალათა და ჩანთაში ჩამიდო. მეც გავბრაზდი და გამოვუცხადე: ამ წუთიდან შენ კარგავ მორალურ უფლებას, სადილი მომთხოვო! თუ კულინარიული მუზები მეწვევა, მოვამზადებ და მიირთვი, თუ არა და, ვერ მომთხოვ, რამე მოვამზადო-მეთქი. არ არის პრეტენზიული. მთავარია, მაცივარში ყველი იყოს, რაზეც ჭკუა ეკეტება და ყოველთვის გვაქვს სხვადასხვანაირი ყველი. ამიტომ ვთქვი წეღან, ოთოს სიამოვნებისკენ მიმავალი გზა კუჭზე არ გადის-მეთქი. იყო პერიოდი, როცა ჭარბი წონის პრობლემა ჰქონდა. დაძლია და ოცდაათი კილო მოიკლო თავისი შედგენილი დიეტით – ამის ნებისყოფა აქვს. მერე მეც დავჯექი ამ დიეტაზე.

– როცა იცი, რომ უნდა მოვიდეს, როგორ ფორმაში და ხასიათზე ხვდები?

– ბევრჯერ ყოფილა, ხალათში ჩაცმული დავხვედრივარ. თუ გადაღლილი არ ვარ, საკმაოდ მოწესრიგებული ვხვდები. ერთმა ადამიანმა მითხრა: როცა ქმარი კარზე დააკაკუნებს, აუცილებლად სარკეში ჩაიხედე და ისე გაუღეო. ამიტომ, ყოველთვის ვფიქრობ, კარზე რომ აკაკუნებს, როგორი ფორმით ვუღებ კარს. როგორი სახით – ეს კიდევ სხვა მომენტია, თუმცა, შეიძლება, ცუდ განწყობაზე ვიყო, მაგრამ, მაინც უნდა გავუღიმო, ამას ვერ გავაკეთებ. თვითონ მიაჩნია, რომ საკმაოდ მძიმე ხასიათის ადამიანი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ჩემი ხასიათით არავინ შევაწუხო.

– ქმარს ფულზე არ ეჯუჯღუნები ხოლმე?

– ჩვენ ის ცოლ-ქმარი ვართ, რომელთაც ფინანსურ ნიადაგზე კონფლიქტი არ ჰქონია. იყო პერიოდი, როცა არ ვმუშაობდით და ფინანსური კრიზისი გვქონდა, შეიძლება, ოცი ლარიც გვიჭირდა, მაგრამ ამაზე არ გვიჩხუბია. ოთო არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, ვისაც უსაქმოდ ყოფნა უყვარს. პირიქით, ზოგჯერ ზედმეტად დატვირთულიც არის და მეცოდება. ხანდახან მაოცებს. შეუძლია, ყველაფერი კონტროლის ქვეშ ჰქონდეს. საჭირო რომ გახდეს, აბსოლუტურად ყველაფერს აიღებს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს უკვე ჩემი სინდისის ამბავია, ვიკადრებ თუ არა, ყველაფერი მას ავკიდო ზურგზე.


скачать dle 11.3