კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაეჩაგრა მეუღლე დათო იმედაშვილს და რატომ აღარ ათამაშებს მას არასდროს ფილმში


იყო და არა იყო რა... არა, ეს სულაც არ იყო ზღაპარი, ეს სიყვარული იყო, რომელიც სამი წლის წინ ორი ადამიანის გულში გაჩნდა. გაჩნდა და ორ თვეში ორივე ისე „გააგიჟა“ ერთად ცხოვრება დაიწყეს. რეჟისორი დათო იმედაშვილი და მისი ახალი ფილმის – „ოცნების ქალაქის“ მონაწილე ანნა იმედაშვილი ამ „გიჟურ სიყვარულში“ უკვე სამი წელია არსებობენ და მთელი ცხოვრების ასე გატარებას აპირებენ.


– თქვენი ოცნების ქალაქი მართლა თბილისია?

დათო იმედაშვილი: იცი, ჩვენთვის ეს არც არავის უკითხავს. ავდექით და თბილისში გავჩნდით. ისე გამოვიდა, რომ ის ჩვენი ოცნების ქალაქი გახდა. ამ ქალაქში გავიზარდეთ, ვისწავლეთ ან არ ვისწავლეთ, ამ ქალაქში მივაღწიეთ წარმატებას, აქ გვქონდა პრობლემები და ამიტომ ძალიან გვიყვარს. მესმის და გასაგებია, ყველა ის მიზეზი, რის გამოც ხალხი ამ ქალაქიდან მიდის, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ბევრი კარგი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წასვლის სურვილი აღარ გაუჩნდეთ.

ანნა იმედაშვილი: ამ ქალაქის პროდუქტი და შვილები ვართ, მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს ჩემი ოცნების ქალაქია, ის არის, რომ დათო მაპოვნინა. ამ ქალაქს თავისი რომანტიკა აქვს.

დათო: რომანტიკა აქვს, მაგრამ ცოტა დამთრგუნველი მაინც არის. ეს ბუნების კი არა, ალბათ, ადამიანების ბრალია, რომლებიც უფრო აგრესიულები და სასტიკნი გავხდით. როდესაც, ჩემს მეუღლესთან ერთად, ლოს-ანჯელესში ვარ, თავს ორივე ფანტასტიკურად ვგრძნობთ. არა იმიტომ, რომ ფეშენებელური და ძალიან მდიდრულია, უბრალოდ იქ გარემო უფრო მსუბუქი და ბედნიერია. ის ქალაქი კინოთი ცხოვრობს, რაც ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა. ჩვენთან კი ის მცირე რაოდენობით კინოც, რომელსაც ვიღებთ, ენთუზიაზმზეა დაფუძნებული და არა ბიზნესზე. თუმცა, ჩვენი ფილმით დავამტკიცეთ, რომ ის ბიზნესიც შეიძლება იყოს. ოცდაათი სპონსორი გვყავდა, რომლებმაც ფული საკუთარი ჯიბიდან ამოიღეს და მოგვცეს. ეს ფული ეფექტურად დაიხარჯა და ისინიც კმაყოფილები არიან.

– თქვენი მეუღლე ფილმში თამაშობს. ცნობილია, რომ რეჟისორები ახლობლების მიმართ განსაკუთრებით მკაცრები არიან. რატომ ანდე ანნას ეს როლი?

ანნა: დათომ არ მანდო (იცინიან).

დათო: მე წინააღმდეგი ვიყავი, ჯგუფი კი გამწარებული ითხოვდა, რომ ეს როლი სწორედ მას შეესრულებინა. ჩემი ცოლი ჩემთვის მინდა და არა ეკრანზე, მაგრამ, ისე აეწყო ყველაფერი, რომ დამითანხმეს. ვთქვი, მოდი, ვცადოთ და გამოვიდა. კმაყოფილი ვარ შედეგით. მაგრამ მიუხედავად ამისა, მსგავს რამეს არ გავიმეორებ, არავითარ შემთხვევაში.

ანნა: როდესაც შენიანი, მეუღლე იქნება ის თუ ოჯახის რომელიმე სხვა წევრი, თამაშობს ფილმში, რომელიც შვილივით გიყვარს, სამმაგი პასუხისმგებლობა გიჩნდება. რამე რომ არ გამოვიდეს, ფიქრობ, შეცდომა ხომ არ დავუშვიო. მით უმეტეს, თუ ის ადამიანი მსახიობი არ არის. თან ეს ყველაფერი ადვილი სულაც არ ყოფილა. საშინლად ვნერვიულობდი, ვცდილობდი, ყველაფრისთვის თავი გამერთმია. გაცილებით მარტივი მეგონა მსახიობობა, ვიდრე ყოფილა. კამერა ირთვება და რეალურად ყველაფერი იცვლება. ისე ვიბნეოდი და ვნერვიულობდი, ტექსტიც კი მავიწყდებოდა. ეს თავიდან, მერე, პრინციპში, მივეჩვიე. ამ ყველაფერთან ერთად, როდესაც იცი, რომ იქ ზევით შენი მეუღლე დგას...

– რომელმაც ამდენ ხალხში შეიძლება იჩხუბოს, შენიშვნა მოგცეს...

დათო: იგინოს... (იცინიან).

ანნა: ამას, რა თქმა უნდა, განვიცდიდი. ხანდახან ვფიქრობდი, რომ შენიშვნებს დაუმსახურებლადაც ვიღებდი, მაგრამ მერე უკვე ვხვდებოდი, აბსოლუტურად სამართლიანი იყო და ამ ყველაფრით ფილმმა მოიგო. დათო ახლა კი ამბობს, ანნა ყველაზე მეტად დამეჩაგრაო, თუმცა მის ადგილას, ალბათ, მეც იგივენაირად მოვიქცეოდი. ძალიან რთულია ენდო ადამიანს, რომელიც მსახიობი არ არის. პასუხისმგებლობა გამწვავდა, ჩემი მხრიდანაც.

– ვიცი, იმ სამი გოგონას მაგივრად, რომელთა როლებსაც ანნა, გვანცა დარასელია და რუსკა მაყაშვილი ასრულებენ, ნინი, თაკო და ქრისტინე უნდა ყოფილიყვნენ.

დათო: დროში ვერ შევთანხმდით. რამდენი კალენდარული დღეც გვქონდა გადასაღებად, ამ პერიოდში მათ თავიანთი გეგმები ჰქონდათ. გადაღებების დაწყებამდე სამი დღით ადრე მოიხსნა სამი გოგო და უცებ სხვების ძებნა დავიწყეთ. ორი გოგო ვიპოვეთ, მესამეს ვეძებდით და ბოლოს ვთქვი, კარგი, ჯანდაბას, ვცადოთ-მეთქი...

ანნა: ტესტრეჟიმში ჩაწერა ჩემთან სინჯები. თავს ვიმშვიდებდი, ჯობია, სინჯებზე ყველას თანდასწრებით, გამოჩნდეს, რომ არ გამოვდგები მსახიობად, ვიდრე დავიწყოთ და მერე მივხვდეთ რომ, ცუდია-მეთქი.

– ცნობილია, რომ ცოლ-ქმარი ერთ სამსახურში... ცოტა რთულია.

დათო: ვეთანხმები ამ მოსაზრებას...

– მაგრამ, კინოში ხომ ასეთი შემთხვევები ბევრია.

– კი, მაგრამ, ეს სხვა შემთხვევა იყო. როდესაც შენი საყვარელი მსახიობი, მუზა გიყვარდება და ხდება შენი მეუღლე, ეს სხვაა, ხოლო ის თუ უკვე შენი ცოლია, მერე ყველაფერი რთულდება. თუმცა, ჩვენი ურთიერთობაც საქმით დაიწყო. არ მხიბლავს და არ მაინტერესებს ჩემი ცოლი ეკრანზე.

ანნა: მსახიობი რომ ვყოფილიყავი, დათოს ცოლი არ გავხდებოდი, არასდროს მომიყვანდა ცოლად. ეს აზიატობის და რაღაც ასეთი მიზეზების ბრალი არ არის და ახლა მისი გადასარევად მესმის. მას შემდეგ, რაც ამ საქმეში უფრო კარგად ჩავიხედე, მივხვდი, რომ რეჟისორი უნდა ასოცირდებოდეს სიმკაცრესთან. გადასაღებ მოედანზე უნდა იყოს დისციპლინა, წესრიგი და სხვა. ამ დროს მის დაქვემდებარებაში არის მსახიობი, რომელსაც ხშირად ეჩხუბება, რაღაც საწყენს ეტყვის და როცა ამ დროს ის მსახიობი შენი ცოლია. ძალიან რთულია.

– როდის დაიწყო თქვენი სიყვარული?

– სამი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს და ძალიან სპონტანურად დაიწყო ყველაფერი. მოვედი დათოსთან სამსახურში და, ფაქტობრივად, ორ თვეში უკვე მისი მეუღლე ვიყავი. დათო საერთოდ აღარ გეგმავდა ცოლის მოყვანას. მანამდე ორი მეუღლე ჰყავდა და თავისუფალი ცხოვრებით ტკბებოდა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ერთმანეთს ვერ გავექეცით.

დათო: ქალის გარეშე ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია.

– თუმცა, მეორედ და მესამედ ცოლის დარქმევა არ უყვართ ხოლმე.

– გეთანხმები, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხვდები. თუ გიყვარს და შენს გვერდით გინდა იყოს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ. უბრალოდ, საზოგადოებრივი წესრიგი მოითხოვს, რაღაც სტატუსებს. ასეა მიღებული და თუ ეს რაღაც პრობლემებს მოხსნის, რატომ არ უნდა გააკეთო?! მართალია, მომწონდა თავისუფალი ცხოვრება, მეტ-ნაკლებად წარმატებული ვიყავი უკვე, შესაბამისი რესურსებიც მქონდა და მშვენივრად ვგრძნობდი თავს და აქედან გამომდინარე, მეგონა, კიდევ დიდხანს არ ვიფიქრებდი ასეთ გადაწყვეტილებაზე... მაგრამ, ხდება ისე, დაელაპარაკები, შეხედავ, მიხვდები, შენიანია და გააცნობიერებ, რომ მატარებელი აუცილებლად გავა, თუ დროზე არ ახვედი. ალბათ, ისე მოხდა, რომ მატარებელი არ უნდა გასულიყო, რადგან „ის“ ჩემი იყო. წამი არ უნდა გაუშვა. საქმეშიც ასეა.

ანნა: დათოც ხვდებოდა, რომ „ის“ ვიყავი, მეც ვხვდებოდი, რომ დათო „ის“ იყო. „ის“ ერთადერთი, ვისთან ყოფნაც მინდა, მაგრამ რატომღაც წინააღმდეგობას უწევ ამ გრძნობას, არ გინდა თავისუფლება დათმო, რაც დათოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ, თავისუფლება არც ახლა დაგიკარგავს არა?!

დათო: არასოდეს! (იცინიან) არა, ხუმრობის გარეშე. არ მინახავს ქალი, რომლის გვერდითაც თავისუფლებას არ კარგავ და ეს ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ისე ვეღარ მოიქცევი, როგორც გინდა და გვერდით მყოფზეც ძალიან ბევრს ფიქრობ.

ანნა: იცი, როგორი მომენტია?! მეორე ნახევარმა უნდა გაგრძნობინოს, რომ ის „თავისუფლებები“, რომელსაც კარგავ არაფერია იმ ბედნიერებასთან შედარებით, რომელიც შეიძლება, მან მოგანიჭოს.

– დათო გასაგებია, რომ ამხელა ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ, მიხვდებოდა, ის ერთადერთი რომ ხარ, მაგრამ შენ, ასე, ორ თვეში როგორ გადაწყვიტე?

დათო: ამისთვის, მით უმეტეს... არ იყო რთული.

ანნა: დათო, გარდა იმ ყველაფრისა, რის გამოც მიყვარს, – ვიზუალური მხარე იქნება ეს თუ ხასიათი, სრული კომპლექტია იმისა, თანაც მაქსიმალური „შკალით“, რაც მომწონს და მჭირდებოდა ბედნიერებისთვის.

– რას გრძნობ, როცა ცოლი ასე ფიქრობს შენზე?

დათო: სხვანაირად რომ ფიქრობდეს, ჩემი ცოლი არც იქნებოდა. ეს ჩვეულებრივი მომენტია. როდესაც ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს, ისინი ფუნქციებს ინაწილებენ. ერთი მთლიანი წრის შემადგენელი ნაწილები ხდებიან.

ანნა: ადრე რომ მესმოდა მსგავსი ისტორიები – ერთი კვირა დავდიოდით და მერე ცოლად გავყევიო, წარმოუდგენელ არანორმალურობად მიმაჩნდა. ვფიქრობდი, ასეთ ოჯახში ძალიან მალე გაჩნდებოდა ბზარი, მაგრამ, მივხვდი, რომ ასე არ არის. თუ ჩამოყალიბებული ხარ და იცი, რა გინდა ცხოვრებაში, რა გჭირდება იმისთვის, რომ ბედნიერი იყო, ხვდები, ის კონკრეტული ადამიანი არის თუ არა შენი მეორე ნახევარი. ორივე მივხვდით, რომ ერთად გვინდოდა ყოფნა.

დათო: კინო არ არის დემოკრატია. ყველაზე იდიოტური იდეებიც კი, რომელიც შეიძლება, რეჟისორს ჰქონდეს, ის უპირობოდ, უნდა მიიღო. აბა, ახლა ავწიოთ ხელი და ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტოთ, რას გავაკეთებთ, ეს არ მუშაობს. პასუხსაც ვერავინ გამცემს. ცალმხრივი ჩხუბი მაქვს ხოლმე, გადასაღებ მოედანზე. დანარჩენ ურთიერთობაში კი, ადამიანებმა უნდა მოუსმინონ ერთმანეთს. გარკვეულ დათმობებზეც წავიდნენ. ეს, სიმართლე გითხრა, ძალიან მიჭირს. მგონია, რომ ყველაფერში მართალი ვარ და ვაღიარებ ამ სენს, მაგრამ, ორივე ვცდილობთ, ერთმანეთს გავაგებინოთ რაც გვინდოდა და დავუთმოთ.

– რას ნიშნავს, როდესაც გვერდით ასეთი ლამაზი ცოლი გყავს?

– აბა, თქვენ მიპასუხეთ, რას ნიშნავს, როდესაც გვერდით ასეთი კაცი გყავს?! ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. მაქვს ის, რაც მეკუთვნის, მყავს ის, ვინც მეკუთვნის.

– მგონი, დათოს ასეთი თავდაჯერებულობა განსაკუთრებით მოგწონს, არა?

ანნა: ეს მისი ერთ-ერთი თვისებაა, რომელმაც საოცრად მომხიბლა. თავდაჯერებულია, აქვს კონკრეტული მიზანი და იცის, რა უნდა.

დათო: როდესაც ანნას ვუთხარი, მოდი, ერთად დავიწყოთ ცხოვრება-მეთქი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ უარს არ მივიღებდი. ასე, პირდაპირვე ვუთხარი – მოდი, ახლა ზედმეტი ლაპარაკების გარეშე, დავამთავროთ ეს ამბავი-მეთქი. შეიძლება, ეს ცუდია, მაგრამ ასეთი ვარ. სხვებთან რა თქმა უნდა, სხვანაირად ვიქცევი. როცა საქმე პირადს ეხება, იქ, თავისთავად მეტს ითხოვ.

– რა უნდა გააკეთოს ცოლ-ქმარმა იმისთვის, რომ ყოველდღიურმა რუტინამ არ შეცვალოს მათი სიყვარული?

– ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ფუნქციები, რაც ქალსა და მამაკაცს შორის ბუნებრივადაა გადანაწილებული, აღრეული არ უნდა იყოს. დღის ბოლოს – შენ რას აკეთებდი და მე რას ვაკეთებდი მთელი დღის განმავლობაში, ამის შეჯამება უნდა ხდებოდეს. ადამიანს რამდენიმე ბედნიერება აქვს – თუ აკეთებ იმ საქმეს, რომელიც გიყვარს; თუ დასახულ მიზანს აღწევ და თუ გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, როგორზეც ოცნებობდი, მაშინ ეს ურთიერთობა არასდროს მოგბეზრდება. თუ წარუმატებლობას აჰყევი და მასში ჩაეფლე, ეს ურთიერთობებზეც აისახება. ცხოვრება ასეა მოწყობილი, აღმავლობას დაღმავლობა მოჰყვება. გვერდში დგომა და „სპადების“ გაძლება, იმას ნიშნავს რომ წარმატებასაც ერთად მიაღწევთ. სიყვარულის ფორმულა, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

ანნა: ქალზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მის განწყობას მაინც ქალი ქმნის და ამას ახლა მივხვდი. მგონია, რომ ოჯახის სიმყუდროვეს, ბედნიერებას, ამინდს ქალი ქმნის. თუ, რა თქმა უნდა, მამაკაცი ღირსეულია.

დათო: საძირკველი, რომელზეც კერა დგას, მას მამაკაცი აშენებს. ეს საძირკველი შენ რამდენიც გინდა ამაგრე, შიგნით თუ ვინმემ ცეცხლი არ დაანთო, არ გაათბო – აზრს კარგავს. ამ ფუნქციებზეა საუბარი. შენ ხარ საძირკველი, მყარი კედელი, შენს ზურგს უკან ქარი არ უბერავს, ყველაფერი წესრიგშია და უკვე შიგნით რომ შედიხარ, იქაურ ატმოსფეროს ქალი უნდა ქმნიდეს. პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ ამ პრობლემებს სიყვარულის ჩიხში არ უნდა შეჰყავდე.


скачать dle 11.3