კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ანთხევს გიორგი სუხიტაშვილი ადამიანებზე ბოღმას და ვისზე ზრუნვა ანიჭებს მას დიდ სიამოვნებას


ნიჭიერმა მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა დისკზე მუშაობა უკვე დაამთავრა და ამჟამად „ჯეოსელში“ ამ დისკის დიზაინზე მუშაობენ. მისი პრეზენტაცია კი დაახლოებით მაისში იქნება, ოღონდ, როგორი სახით, ამას გიორგი სიურპრიზად ინახავს.


გიორგი სუხიტაშვილი: ისევ ვმუშაობ პეროვსკაიაზე „ნიღაბში“. „მარჯანოვ ექსპრესი“ ჯერჯერობით გაჩერებულია. მომავალში, შეიძლება, რადიოში დავიწყო მუშაობა. სხვათა შორის, რადიოში მუშაობა, წამყვანობა, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. ბავშვობიდან უფრო სპორტული კომენტატორის ამპლუა მომწონდა და ჩაციკლული ვიყავი ამაზე, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვიდა. ჯერ საესტრადოზე ჩავაბარე, მერე თეატრალურში და სხვა კუთხით წავედი. ახლა მეძლევა საშუალება, რომ წამყვანად დავიწყო მუშაობა, თუმცა, სპორტული კუთხით არა. თან, ძალიან საინტერესო და ორმაგად საპასუხისმგებლოა, როდესაც ადამიანები ვერ გხედავენ და მხოლოდ ხმის დახმარებით ამყარებ მათთან კონტაქტს, ცდილობ, ადამიანების ხასიათზე იმოქმედო. თუ უნარი გაქვს, მათ რაღაც ინფორმაცია გადასცე, ნებისმიერი ემოცია მიაწოდო – ეს ძალიან საინტერესოა და, ვნახოთ, რა გამოვა.

– ბავშვობაში ხომ არ თამაშობდი სპორტული კომენტატორის როლს?

– ბავშვობაშიც და ახლაც, რაიმე თამაშს რომ ვუყურებ, ძირითადად კომენტატორებს ვუსმენ და, სანამ ისინი რამეს იტყვიან, მე უკვე ნათქვამი მაქვს. ძალიან კარგად ვერკვევი სპორტში, თანაც, თითქმის ყველა სახეობაში. თავიდან, „ფლეისთეიშენი“ რომ გამოვიდა, ჩემი მეგობრები ფეხბურთს თამაშობდნენ და მე კომენტატორი ვიყავი – ხმას ჩაუწევდნენ და მარტო ჩემი ხმა ისმოდა. ისეთ მუღამში იყვნენ, უჩემოდ ვერ თამაშობდნენ.

– ალბათ, კარგი კომენტატორი იყავი.

– დიახ, და რაც მთავარია, ნეიტრალური ვიყავი და არა მიკერძოებული. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცის მიმართ სიმპათიები მქონდა, მაინც ჩემს პროფესიონალიზმს ვინარჩუნებდი და არც ერთს არ ვემხრობოდი.

– სპექტაკლებსაც ხომ არ დგამდით?

– თეატრალურში სწავლის პერიოდში გვქონდა სპექტაკლები. მერე მთელი ჩვენი ჯგუფი ვთამაშობდით „თავისუფალ თეატრში“ – ჩვენი სპექტაკლი წავიღეთ. დიდი შანსი გვქონდა, რომ მესამე კურსის სპექტაკლი „დონ კიხოტ ლამანჩელი“ თეატრიდან გადაგვეტანა მუსკომედიის თეატრის სცენაზე, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი დასის რამდენიმე წევრის საქციელმა განაპირობა, რომ ვეღარ დავდგით სპექტაკლი. თან, მთავარი გმირი წავიდა და ძნელი იყო, ის უცებ სხვა ვინმეთი ჩაგვენაცვლებინა.

ბავშვობაში მე და ჩემი ძმა მთელი უბნის რეჟისორები ვიყავით: ყოველდღე ვდგამდით კონცერტს, რომელიც სრული ანშლაგით მიდიოდა – შვიდ კაცზე ნაკლები არ ესწრებოდა, ზოგჯერ ათი კაციც დასწრებია. კულისებს ვაკეთებდით, კონცერტები ძირითადად მისაღებ ოთახში იმართებოდა, ბილეთები იყიდებოდა – ნოხზე დასაჯდომი ბილეთებიც გვქონდა და ფეხზე დასადგომიც. ერთ „დარბაზს“ არასდროს ვკადრულობდით, სხვადასხვა სახლში დავდიოდით. აფიშებიც გვქონდა: „საღამო ვაჟას ოჯახში“ და ასე შემდეგ.

– კიდევ რა ეწერა აფიშაზე?

– თვითმყოფადი დასი გვქონდა, სხვადასხვა მონაწილე გვყავდა. „კასაზე“ ვიყავით დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთებს არ ვყიდდით, მაინც შემოდიოდა შემოსავალი შემოწირულობის სახით. ის ძირითადად ინვენტარიზაციას ხმარდებოდა, რეკვიზიტები ხომ გვჭირდებოდა! სხვის დადგმულ პიესებს არასდროს ვდგამდით, არ ვმეორდებოდით. რაც შეეხება თემას, მაშინ ის პერიოდი იყო, როდესაც კუპონიდან ლარზე გადავდიოდით. ჩვენ გვქონდა ჭიდილი, კრივი, რომელი უფრო მაგარი იყო – კუპონი თუ დოლარი. ჩვენვე ვიყავით სცენარისტები, დრამატურგები, რეჟისორები, მხატვრები. მასშტაბური სცენებიც გვქონდა, მოხუცებიც დავაკავეთ სპექტაკლში. მათ „მასოვკაში“ ვათამაშებდით. მკვდარ მოხუცს ბავშვები ვერ ვითამაშებდით, ამიტომ გვჭირდებოდა მოხუცები, რომლებიც ამას იოლად განასახიერებდნენ.

– შენს ბებია-ბაბუასაც ათამაშებდი?

– ჩემებს ვერ ვიმეტებდი. როლი რომ გაეთავისებინათ, მერე რა უნდა მექნა? ზოგიერთმა, სამწუხაროდ, მალევე გაითავისა როლი, მოენატრათ და იმქვეყნად წავიდნენ, მე მათ, უბრალოდ, გზა ვუჩვენე.

– მოდი, საქმეს დავუბრუნდეთ. რა ხდება მაშინ, როდესაც მუშაობ და ვინმე გიშლის ხელს?

– როცა ჩაწერა მაქვს და ხელს მიშლიან, ამ დროს ძალიან „მყრალი“ ვხდები. გეტყვი, რატომ: როდესაც სიმღერას ვწერ, ვცხოვრობ იმ ერთი სიმღერით, მისი მუსიკით, ხასიათით, უამრავ რაღაცაზე ვფიქრობ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ მომღერალი ხარ თუ მსახიობი, რაღაც სიღრმე უნდა გაგაჩნდეს და ზედაპირულად არ უნდა იმღერო. ვინმემ ჩაწერა რომ შემაწყვეტინოს, შეიძლება, იმ დღეს აღარ ჩავწერო, იმიტომ, რომ ვერანაირად ვეღარ „დავჯდები“ იმ რელსზე და ხასიათზე, რომელიც მჭირდებოდა. არადა, ღამე არ მძინავს იმაზე ფიქრით, ხვალ რა ხასიათში ვიმღერო, რა ხასიათში ჩავწერო სიმღერა. თითოეული სიმღერის ჩაწერა ჩემთვის პრემიერასავით არის და, შესაბამისად, ძალიან დიდი ნერვიულობა მაქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ემოციით მღერი კონცერტზე. თუ არაფერი გაწუხებს, ჩათვალე, რომ ყველაფერი კარგად არის და ამ დროს თითოეული მსმენელის გულისცემას გრძნობ. როცა შენ ერთობი, ისიც კარგად ერთობა, ამიტომ არ უნდა დაძაბო მსმენელი. როცა სხვა მღერის, ვუსმენ და ვგრძნობ, როგორ უჭირს, სპაზმი მემართება ყელში, იმიტომ, რომ იმასთან ერთად ვსუნთქავ, ვფიქრობ და ძალიან ვიტანჯები.

– ვინც გაწყვეტინებს მუშაობას, იმას რა ემართება?

– ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემთვის პატივსაცემ ადამიანს გაუწყვეტინებია ჩაწერა. ამ დროს, უბრალოდ, თევზმა რომ თქვა, სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ პირი წყლით მაქვს სავსეო, ასე ვიქცევი. მაგრამ, თუ მაწყვეტინებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ იქ, არაფერს წარმოადგენენ, მაშინ, შეიძლება მათზე დიდი ბოღმა დავანთხიო.

– თითქმის ერთი წელია, რაც ცოლი შეირთე. დამეთანხმები, ალბათ, რომ ოჯახის შექმნა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, ადრე თუ მხოლოდ საკუთარ თავზე გიწევდა ზრუნვა, ახლა საყვარელ ადამიანზეც ზრუნავ, ფიქრობ მასზე...

– ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვინმეზე ზრუნავ, როცა შენზეა ის დამოკიდებული, შენ კი – მასზე; შენ მისთვის ცხოვრობ და ის – შენთვის; გრძნობ, რომ ერთმანეთს ეკუთვნით; სამსახურიდან სახლში მისვლა გიხარია და სახლიდან წამოსვლა გიმძიმს. რა თქმა უნდა, შევიცვალე – უფრო თავდაჭერილი გავხდი. ადრე, შეიძლება, ხშირად ჩავბმულიყავი ხისტ რაღაცეებში, თავი არ დამეზოგა, მაგრამ, როდესაც სხვა ადამიანიც ხდება შენზე დამოკიდებული, საკუთარ თავს ბევრის უფლებას ვეღარ აძლევ, რადგან, იცი, რომ მარტო არ ხარ და ხშირად გიწევს ნაბიჯების უკან გადადგმა. ადრე ძირითადად წანწალით ვიყავი დაკავებული, ღამით სახლში არ მივდიოდი, ახლა კი, პირიქით, ერთი სული მაქვს, სახლში მივიდე.

– როდესაც დაღლილი მიდიხარ სახლში და მეუღლე გაღიმებული, კარგ ხასიათზე გხვდება, ეს, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

– ყველაზე კარგი ის არის, რომ, მიდიხარ სახლში და გხვდება ადამიანი, რომელიც ცდილობს, კომფორტი შეგიქმნას. ისეთი პროფესია მაქვს, რომ გონებით ვიღლები, თუმცა, ეს ხშირად არ ესმით, სიმღერით როგორ გეღლება ტვინიო. ასეთ ადამიანებს ძირითადად დუმილით ვპასუხობ, მაგრამ, რთულია ჩვენი სამუშაო. მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, თავშეკავება. ხშირად გავცოფებულვარ, მაგრამ საკუთარი თავისთვის არ მიმიცია ზედმეტების უფლება. სახლში რომ მივდივარ, ისეთი კომფორტი მექმნება, ათ წუთში გარეთ რომ გამოვიდე, ჩემთვის უკვე დილაა.

– სულ რიჟრაჟი გაქვს?

– დიახ, და ძალიან მიყვარს კომფორტი. პარალელს ვავლებ: ყოველთვის მსიამოვნებს, როდესაც „ბექებში“ ვმღერი, ამით ვიღაცას არ ვაწუხებ და კომფორტს ვუქმნი, ანუ შენ უნდა გინდოდეს, რომ ადამიანს კომფორტი შეუქმნა და თუ არ გიყვარს, ამას ვერ გააკეთებ.

– ახლა, რაჭაში რომ დატოვე მეუღლე და თან მობილური რომ არ იჭერს კარგად...

– ძალიან მოწყენილი ვარ. სახლში ერთი ადგილია, სადაც მობილური იჭერს და ამიტომ ისიც მხოლოდ მესიჯებს მწერს. სამაგიეროდ, შეხვედრის მომენტია საინტერესო, რომ გენატრება. ახლა მე და ჩემი ძაღლი ვცხოვრობთ ერთად.


скачать dle 11.3